გვერდი

Saturday 31 December 2011

ირაკლი ალასანია ახალი წლის დადგომას საქართველოს მოსახლეობას სამეგრელოდან ულოცავს



               „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამდეგი 2012  წელი სამეგრელოდან მიულოცა:
  „გილოცავთ დამდეგ ახალ წელს სამეგრელოდან, ჩემი მშობლიური კუთხიდან, ზუგდიდიდან. მინდა ეს წელი ყოველი ჩვენთაგანისთვის იყოს წარმატებების და გამარჯვების წელი. გასულმა წელმა ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში, ძალიან ბევრი ახალის  მოწმე გავხდით ყველანი. ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა მოძრაობა, რომლითაც ძალიან დიდი ძალა შემატა საქართველოს პოლიტიკას. ეს წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო, იმითაც რომ მთელმა ქართლუმა საზოგადოებამ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით უნდა განხორცილედეს. სწორედ მომავალ, ახალ 2012 წელს, ჩვენ ყველას ერთად გვეძლევა შანსი დავიწყოთ საქართველოში რეალურად ეროვნული სახლემწიფოს შექმნა. ისეთი პარლამენტი ავირჩიოთ სამართლიანი არჩვენებით, რომელიც მთელი ჩვენი საზოგადოების ინტერესების წარმომადგენელი იქნება. მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ახალი წელი ჩვენს გმირ მეომრებს ავღანეთში და მათ მშვიდობით სახლში დაბრუნება ვუსურვო. მინდა ვუსურვო გლეხებს და ფერმერებს, რომ მომავალ წელს რეალურად გაუჩნდეთ შესაძლებლობა საკუთარი მიწის დამუშავების. საკუთარი შრომის ნაყოფით ოჯახების რჩენის“, – ამბობს თავის მილოცვაში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი.
  ირაკლი ალასანიას სურვილია, რომ 2012 წელს საქართველოში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ყველა ადამიანისთვის ახალი 2012 წელი შიშის დამარცხების  და  საკუთარ თავში რწმენის აღდგენის წელი ყოფილიყოს. „ჩვენ,  ყველანი ერთად, საქართველოს გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – განაცხადა ალასანიამ.

იხ. ვიდეო

Friday 30 December 2011

კანონში შეტანილი ანტიკონსტიტუციური ცვლილება აშშ-ს საელჩოს განცხადების შემდეგ შეიცვალა


    „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება, რომელიც კანონს უკუძალას ანიჭებდა გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში შეიცვალა, რომლის მიზეზი სავარაუდოდ აშშ-ს საელჩოს განცხადება გახდა: „შეერთებული შტატები მხარს უჭერს თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს საქართველოში. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია საარჩევნო პროცესზე. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პარტიას ან კანდიდატს. ზუსტად ამ სულისკვეთებით, შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით გაეცნო საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ შესწორებებს საარჩევნო კოდექსსა და კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ამ კვირაში დაამტკიცა. მიგვაჩნია, რომ ბევრი შესწორება, საარჩევნო სიებში არსებული რეალური თუ წარმოსახვითი

Wednesday 28 December 2011

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას სთხოვენ

       დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ISFED, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, კოალიციის  -„არჩევანის თავისუფლება“ და ფონდ - „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და პარლამენტის მიერ 2011 წლის 28 დეკემბრის – საშემოდგომო სესიის ბოლო დღეს, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მესამე მოსმენით შეტანილი ცვლილებები გააპროტესტეს.
      კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების  თანახმად, პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ის იურიდიული პირები,

Sunday 25 December 2011

სამეგრელოში საფეხბურთო ბუმია

გუნდები, რომლებიც აგრძელებენ ისტორიას...
ქართული ფეხბურთის, ისევე როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის აკვანი კოლხეთში დაირწა. საქართველოში ფეხბურთი XX საუკუნის დასაწყისში დაინერგა ქალაქ ფოთში, ინგლისელი მეზღვაურების მიერ. ფეხბურთმა უმალვე არნახული პოპულარობა მოიპოვა და გახდა სპორტის ნომერ პირველი სახეობა. საქართველოს ულამაზესმა მხარემ სამეგრელომ, ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი აღუზარდა სამშობლოს.  90-იან წლებში ჩვენი ფეხბურთი პირველი გამოეყო საბჭოთა კავშირს და გვერდით დაუდგა ეროვნულ მოძრაობას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, საფეხბურთო რუკაზე გამოჩნდნენ ახალი გუნდები. მათ შორის სამი გუნდი ჩვენი რეგიონიდან დღეს უმაღლესი ლიგის ბინადარია...                        

Saturday 24 December 2011

ვაცლავ ჰაველი დაკრძალეს

      დღეს ჩეხეთში, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა.
         პრაღის წმინდა ვიტას სახელობის საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მესა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
   ცერემონიალს მსოფლიოს ყოფილი და მოქმედი ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
     ლოცვების დასრულების შემდეგ ეკლესიაში მყოფებს სიტყვით მიმართეს ჩეხეთის პრეზიდენტმა და აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაითმა, რომელიც დაკრძალივის ცერმონიალს ჰილარი და ბილ კლინტონებთან ერთად ესწრებოდა.
 პოლიტიკოსების გარდა ვაცლავ ჰაველთან გამოსამშვიდობებლად ცნობილი ადამიანებიც იმყოფებოდნენ. მათ შორის ფრანგი მსახიობი ალენ დელონიც.
      ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ, ის გარეთ შეკრებილმა ასობით ადამიანმა ტაშით გააცილა.
      ვაცლავ ჰაველი მსოფლიოში ცნობილი გახდა არამარტო პოლიტიკური, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაწეული საქმიანობითაც. იგი ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი იყო.
    ვაცლავ ჰაველი 18 დეკემბერს 75 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა..

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე ილია II-ს შეხვდნენ

    ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე დღეს დილით საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა საპატრიარქოში მიიღო. შეხვედრაზე ილია მეორე დაინტერესდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის დეტალებით. კათალიკოს–პატრიარქმა სინანული გამოთქვა, რომ დარბაზის სიმცირის  გამო ღონისძიებაზე დასწრება ბევრმა მსურველმა ვერ შეძლო. უწმინდესმა  ბიძინა ივანიშვილი გაამხნევა და ბრძანა: „ცხოვრება სირთულეებისგან  შედგება  და ამ სირთულეებმა არ უნდა შეგვაშინოს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება“.
    ილია მეორე ხელისუფლების მხრიდან შექმნილი სხვა პრობლემებითაც დაინტერესდა. საუბარი შეეხო „ქართული ოცნების“ სათავო ოფისის გახსნასაც. ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ იანვრის ბოლოდან საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისები რეგიონებშიც გაიხსნება.
    შეხვედრის ბოლოს საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს ხატი „საქართველოს იმედი“ აჩვენა. ამ ხატის შესაქმენლად შემოწირულობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა. როგორც კათალიკოს-პატრიარქმა ბრძანა, ხატის - „საქართველოს იმედის“ შექმნის იდეა დიდი ხანია ჰქონდა.
       უწმინდესმა ბრძანა, რომ ხატი სასწაულთმოქმედი იქნება და მას ხელთუქმნელი უწოდა.

Friday 23 December 2011

მეცნიერებმა დედამიწის ტყუპისცალი პლანეტა აღმოაჩინეს

       მეცნიერებმა ვირტუალურად დედამიწის ანალოგიური კლდოვანი პლანეტა აღმოაჩინეს. ეს მზის სხვა სისტემაში დედამიწის ტყუპისცალი პლანეტის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.
       მიუხედავად იმისა, რომ პლანეტაზე, Kepler-20f -ზე, შესაძლოა წყლის სქელი ორთქლის ატმოსფერო იყოს, მიიჩნევენ, რომ მისი ზედაპირი საცხოვრებლად მაინც მეტისმეტად ცხელი იქნება.
        იგივე სისტემაში შემავალი მეორე პლანეტა, Kepler-20e, დედამიწაზე ოდნავაა პატარა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ცხელია.
   არცერთი პლანეტა არ მდებარეობს „საცხოვრებლად ვარგის ზონაში“, რადგან ტემპერატურა საკმარისზე მეტად თბილია იმისათვის, რომ ზედაპირის დენად წყალს არსებობის საშუალება მისცეს.
       მიუხედავად ამისა, მეცნიერები თავიანთი ტექნიკური მიღწევებით აღფრთოვანებას ვერ მალავენ, რადგან მათ სჯერათ, რომ დედამიწის ანალოგიური პლანეტების აღმოჩენა მათ იმის შანსს უტოვებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისეთი პლანეტაც აღმოაჩინონ, სადაც სიცოცხლე იქნება შესაძლებელი.
    კემბრიჯში, აშშ-ში ჰარვარდ-სმიტსონიანის ასტროფიზიკის ცენტრის ასტრონომი დოქტორი ფრანკოს ფრესინი ამბობს: „პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანის მოდგმამ შეძლო ვარსკვლავის გარშემო დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოეჩინა. ამგვარად, შესაძლებელია, რომ ჩვენ შევძლოთ სხვა პლანეტების აღმოჩენაც.“
     „ეს მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი იქნება. მე ვფიქრობ რომ დღეიდან 10 ან 100 წლის შემდეგ ადამიანები როცა გადახედავენ წარსულს, დასვამენ შეკითხვას თუ როდის მოხდა დედამიწის სიდიდის პლანეტის აღმოჩენა. ეს აღტაცების მომგვრელია.“

ამერიკაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 5 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა

  მცირე ზომის თვითმფრინავი ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის ერთ-ერთ მთავარ გზატკეცილზე ჩამოვარდა. მის ბორტზე  5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 2 ბავშვი. 
    კატასტროფისას დაიღუპნენ 45 წლის პილოტი და თვითმფრინავის მფლობელი ჯეფრი ბაკლი, 36 წლის რაკეშ ჩოლა, რომელიც ნიუ იორკის გრინჰილის კომპანიაში მუშაობდა. სხვა დაღუპულებად კი პილოტის მეუღლეს კორინასა და მათ ორ შვილს მიიჩნევენ.
      აშშ-ის ტრანსპორტის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი ჰარდინგიდან 33 მილით დაშორებული აეროპორტიდან აფრინდა და მიწაზე დანარცხებამდე 17 500 ფუტის სიმაღლეზე მიფრინავდა.
      განცხადებაში ასევე წერია, რომ ჯერჯერობით უცნობია თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, რომელსაც ცეცხლი და ნახევარი მილის რადიუსზე ნამსხვრევების მიმობნევა მოჰყვა, თუმცა კი მიწაზე არავინ დაშავებულა.
      ნიუ იორკ პოსტს ჯეფრი ბაკლის მეზობელმა უთხრა, რომ ბაკლების ოჯახი დიდებული ხალხი იყო, რომელთაც ჩინებული ბავშვები ჰყავდათ. ისინი ატლანტაში საშობაოდ მიემგზავრებოდნენ.
 აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჯიმ პეტერსმა დაადასტურა რომ ავიაკატასტროფას 3 მოზრდილი ადამიანი და 2 ბავშვი ემსხვერპლა, თუმცა ოფიციოზს არ მოუხდენია მსხვერპლის იდენტიფიცირება.
     ჯიმ პეტერსმა დაამატა, რომ მოკლულია ასევე ბორტზე მყოფი ძაღლი.

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენირი გარდაიცვალა

     ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოში ათდღიანი  გლოვაა გამოცხადებული. კიმ ჩენირის გარდაცვალების გამო 3 დღიანი გლოვა კომუნისტურმა კუბამაც გამოაცხადა. კიმ ჩენირს 28 დეკემბერს დაკრძალავენ, დღეს კი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ ღია კუბოში ჩასვენებული 69 წლის დიქტატორის ვიდეომასალა გაავრცელა. კიმ ჩენირი 1994 წელს მამამისის, კიმ სანგ მე-2-ის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა სახელმწიფოს სათავეში და 17 წელიწადი იყო მსოფლიოში არმიის სიძლიერით მე-5 ადგილზე მყოფი კარჩაკეტილი ბირთვული სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი.
        ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენირის სიკვდილმა არა მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმების, არამედ სპორტის სამყაროშიც ჭუჭრუტანა დატოვა.
  ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ უამრავ მიღწევათა შორის ჩრდილოეთ კორეის განსვენებული ლიდერის გოლფში მიღწევებიც საამაყო ჩამონათვალთა რიგშია.
     მიუხედავად იმისა, რომ კიმ ჩენ-ირს არასოდეს უვლია გოლფის კლუბში, ჩრდ. კორეის სახელმწიფო მედია ირწმუნება, რომ ფხენიანში 17 ადამიანია იმის თვითმხილველი თუ როგორი განსაცვიფრებელი სიზუსტით ჩავარდა მის მიერ 38-ჯერ გასროლილი გოლფის მცირე ზომის ბურთი ხვრელში
      გარდაცვლილი მამის შემცვლელად მისი მე-3 ვაჟი კიმ იონგ ანი მოიაზრება, მაგრამ ძალაუფლების გადაცემა ჯერ არ დასრულებულა და ანალიტიკოსები შიშობენ, რომ კიმის სიკვდილმა შესაძლოა ბირთვულ სახელმწიფოში არასტაბილურობა გამოიწვიოს.
     


Thursday 22 December 2011

ილია კუხალაშვილის პოეზია



მარადიული თემები
(წუთისოფელი რა არი...)

ვინც მიყვარს, ნეტავ რად მიყვარს?
ვინც არა, ნეტავ რად არა?
აფერუმ იმას, სოფელო,
ვინც წუთისოფელს გადარა.
ვის, ვის რა გვრჩება ამქვეყნად,
დარდის და ჭმუნვის გარდა რა?
ხომ ყველგან გვინდა რომ ვიყოთ,
სადაც მივდივართ, მანდ არა!
იქ ღამე უმთვარ-უმზეო,
ჯერ ვეღარავინ ადარა.
აქ დავიფერფლოთ იქნება
გული ღველფად და ღადარად,
ვერც რა ყორანმა წაიღოს
ვერც რამ დაგვშალოს რად რა რად!!!
უფალს მადლობა სულისთვის
ზეცა აქვს ტურფა ბაღნარად!
ვინც მიყვარს, ნეტავ რად მიყვარს,
ვინც არა, ნეტავ რად არა?
-------------------------------

Wednesday 21 December 2011

განათლების სამინისტრო იტყუება, ანუ რა ხდება რეალურად ლეციცხვაიეს სკოლაში

       სამწუხაროა, დღეს, როდესაც მძიმე პირობების გამო სოფლები ისედაც დაცლის პირასაა მისული, განათლების სამინისტრომ სკოლების მასობრივი დახურვა დაიწყო. მაგალითად, მიმდინარე წელს განათლების მინისტრის ბრძანებით სასწავლო წლის დაწყებამდე მარტვილში გაუქმდა ოთხი სკოლა (ლეციცხვაიეს, მარტვილის III, პირველი ნამიკოლაოს, წინაკვირკვეს საჯარო სკოლები). აღნიშნული სკოლების დახურვას, როგორც მასწავლებლები, ასევე მშობლები უკანონობად მიიჩნევენ. ლეციცხვაიესა და წინაკვირკვეს სკოლებმა თავიანთი კანონიერი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით გადაწყვიტეს. მაგრამ, სანამ სასამართლო განაჩენს გამოიტანდეს, განათლების სამინისტრო ლეციცხვაიეს სკოლასთან დაკავშირებით გაზეთ „კვირის პალიტრის“ ფურცლებიდან ასეთ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს:        

Tuesday 20 December 2011

ირაკლი ალასანიას სამეგრელოში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს

ცნობილმა ბიზნესმენმა და საქართველოს უდიდესმა პატრიოტმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან განაცხადა, რომ იგი ითანამშრომლებს ირაკლი ალასანიასთან. ამას ბუნებრივია მოჰყვა კითხვა: რატომ მაინცადამაინც ირაკლი ალასანია?
ირაკლი ალასანიას მამა _ მამია ალასანია ჟიული შარტავას მეგობარი იყო. სანამ აფხაზეთის ომში წავიდოდა, 6 წელი ვღანეთში იბრძოდა. თავისი საქმის პროფესიონალი გახლდათ. იგი 47 ქართველ ვაჟკაცთან ერთად დახვრიტეს აფხაზეთში.
აფხაზეთის ომში იბრძოდა ირაკლი ალასანიაც, როგორც რიგითი ჯარისკაცი. იგი მაშინ 19 წლის ბიჭი იყო...
ირაკლი ალასანია დღეს შესანიშნავი პოლიტიკოსი და დიპლომატია.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. 2006 წლის 11 სექტემბრიდან 2008 წლის 4 დეკემბრამდე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. მისი გაეროში ელჩად მოვლინება მიზნად ისახავდა საერთა შორისო მცდელობების გაძლიერებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების კუთხით.

„ქართული ოცნება“- საქართველოს გამარჯვების პრელუდია

       11 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ გრანდიოზულ ღონისძიებაზე, თითქმის ორთვიანი მოლოდინის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დაფუძნდა. როგორც მოსალოდნელი იყო ღონისძიებას რამდენიმე ათას მხარდამჭერთან ერთად (რომელთა დიდი ნაწილი დარბაზში ადგილების არარსებობის გამო გარეთ დამონტაჟებული ეკრანიდან ადევნებდა თვალს) ქართული კულტურის, ხელოვნების და სპორტის ვარსკვლავები, ასევე ყოფილი სახელმწიფო მოხელეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
    ყველა ერთობის შექმნა მისასალმებელია, რომელიც საზოგადოების გამოფხიზლებას შეუწყობს ხელს, მაგრამ ასეთი დიდი, საერთო ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება ორმაგად

Monday 19 December 2011

ირაკლი ალასანიას ვიზიტი მარტვილში და გააქტიურებული სამეგრელო ცვლილების მოლოდინში



    დღეს მარტვილში დიდი ჭყონის კულტურის სახლში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ადგილობრივ მოსახლეობასთან და მხარდაჭერებთან შეხვედრა გამართა. 
    შეხვედრა დაახლოებით 15 საათზე დაიწყო და ერთი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ალასანიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა  ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის აუცილებლობასა და ხელისუფლების ცვლილების გარდაუვალობაზე, რომელიც საზოგადოების უმრავლესობის ჩართულობის შედეგად უნდა იქნეს მიღწეული. 
   „აუცილებელია ყველა იმ ადამიანის მობილიზება ვისაც არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს, თითოეულ მოქალაქესთან, ამომრჩეველთან უნდა გვქონდეს ყოველდღიური ურთიერთობა, ეს იქნება მედიის თუ პირადი კომუნიკაციის საშუალებით. მომავალი წელი, იქნება ძალიან აქტიური წელი და მარტვილს და მთლიანად სამეგრელოს განსაკუთრებული ადგილი ექნება ამ ცვლილებაში“, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.

   ალასანია ასევე შეეხო სააკაშვილის  მიერ გატარებულ არასწორ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას, რომელმაც ქვეყანაში უმუშევრობის ზრდა, უკანონობის დამკვიდრება და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერება განაპირობა. გარდა ამისა, ალასანიამ ისაუბრა ხელისუფლების ცრუდაპირებებზე, რამაც  საზოგადოების იმედგაცრუება გამოიწვია. 
     დიდი ჭყონის კულტურის სახლში დღეს გამართული შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მარტვილის მოსახლეობამ დაძლია შიში და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად შეხვედრას მაინც დაესწრო. კულტურის სახლი რომელიც დაახლოებით 400 კაცს იტევს მთლიანად იყო გადავსებული. ამით ყველას აჩვენა მარტვილის საზოგადოებამ, რომ სამეგრელო სააკაშვილის  ერთპიროვნული მხარდამჭერი არ არის და ქვეყანაში გამეფებული უკანონობისთვის შეგუებას არ აპირებს. რაც უდაოდ დადებითი მოვლენაა სამეგრელოს სინამდვილეში. 

Wednesday 14 December 2011

ივანიშვილი, ალასანია და უსუფაშვილი კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ

 დღეს ივანიშვილი, ალასანია და უსუფაშვილი დიდი კოალიციური გაერთიანების შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის ფორმირება დაიწყება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს.


 როგორც ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი: `ბიძინა ივანიშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეთანხმდნენ, რომ სამი პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნება მას შემდეგ, რაც  ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესი დასრულდება. საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტები, სავარაუდოდ, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, შექმნიან საარჩევნო ბლოკს. შესაბამისად, შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კონსულტაციების გაგრძელებას სხვა პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან.
 ამასთან, უკვე შედგა შეთანხმება კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურთან და ხალხის პარტიის თავმჯდომარე კობა დავითაშვილთან, რომლებიც მათი პოლიტიკური გუნდის წევრებთან ერთად, პიროვნულად მიიღებენ მონაწილეობას კოალიციისა და საარჩევნო ბლოკის სტრუქტურების საქმიანობასა და მართვაში~.

Tuesday 13 December 2011

კახა კალაძე: „ჩემთვის-ადამიანობა, კაცობა, მეგობრობა ძირითადი ფასეულობებია“

      საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძე,  ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება ყველასათვის მოულოდნელად 11 დეკემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული  ოცნების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. დღეს კალაძემ გაავრცელა განცხადება სადაც დეტალურად საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც გადააწყვეტინა ნაკრებიდან წასვლა.  კალაძის განცხადების ტექსტს „თავისუფალი პრესა“ უცვლელად გთავაზობთ:


   „ძვირფასო მეგობრებო, ყველას საუკეთესო სურვილებით მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ, იმ უდიდესი თანადგომისათვის და მხარდაჭერისათვის რასაც გამოხატავთ ჩემდამი. უკვე მესამე დღეა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გავაკეთე და ამ ხნის მანძილზე მოდიოდა უამრავი შეტყობინება მობილურსა თუ კომპიუტერში, რეკავდნენ ახლობლებიც და უცნობი ადამიანებიც. ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი ხალხიდან. უბრალოდ რჩებოდა ერთადერთი კითხვა პასუხგაუცემელი: რა მიზეზით დავტოვე ნაკრები.       

Sunday 11 December 2011

ჭაბუა ამირეჯიბი: „ჩვენი ერის იღბალმა ინება საქართველოში ბრწყინვალე მოღვაწის, ბიძინა ივანიშვილის მოვლინება“

                                    გუშინ გამართული „ქართული ოცნები“ პრეზენტაციას მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი სპეციალური მიმართვით გამოეხმაურა, რომელსაც „თავისუფალი პრესა“ უცვლელად გთავაზობთ:
    
ქალბატონებო და ბატონებო!
 დღეს ყოველი თქვენგანი მონაწილეა ქართველი ერის მომავალი გამარჯვებებისა. ჩვენი ერის იღბალმა ინება საქართველოში ბრწყინვალე მოღვაწის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოვლინება. ჩემი ღრმა რწმენით, სახელდობრ მისი წინამძღოლობით მოხდება საქართველოს ხსნა უბირი თანამედროვეობისაგან და იმ ვითარების ჩამოყალიბება, როგორიც ღმერთსა და ადამიანურ გონიერებას განუზრახავს.
  პატიებას გთხოვთ, რომ ოთხმოცდაათი წლის ავადმყოფი მოხუცი ვარ და ვერ ვინაწილებ ჩვენი ერის სიხარულს ჩვენი პირველი ოფიციალური თავყრილობის გამო.
 დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერის ეს მოძრაობა გაიმარჯვებს და მსოფლიო დაინახავს, რისი შემძლეა ქართველი ერი ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
  ქართველებო, ხელიდან არ გაუშვათ ღმრთივ ბოძებული შესაძლებლობა, ნაოცნებარი მომავლისათვის ბრძოლაში ისტორიული ახალი გამარჯვებისა!
  ჩვენთან არს ღმერთი!

ჭაბუა ამირეჯიბი - ბერი დავითი
თბილისი

ბიძინა ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე წარმოთქმული სიტყვა


  გაზეთი „თავისუფალი პრესა“ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაze მოძრაობის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოთქმულ სიტყვა ucvlelad gTavazobT:


`pirvel rigSi, minda mogesalmoT yvelas, vinc moaxerxeT da dRes CvenTan erTad xarT am darbazSi an darbazis gareT SeikribeT. TqvenTan erTad mivesalmebi maT, vinc teleekranebTan da radiomimRebebTan adevnebs Tvalyurs Cvens Sekrebas.

mivesalmebi maT, vinc ver gviyurebs da ver gvismens, magram CvensaviT fiqrobs. mivesalmebi maTac, vinc CvensaviT ar fiqrobs, magram aseve uyvars saqarTvelo da ocnebobs mis saukeTeso momavalze.


Saturday 10 December 2011

კოკოითი გადადგა

      საქართველოს კონფლიქტური რეგიონის ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებული პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი  გადადგა.
            "მივდივარ, რათა კიდევ უფრო მეტი ვიმუშაო საკუთარი ხალხისთვის, ეს არის ჩემი ცხოვრების, ბრძოლის მიზანი და თითოეულმა ჩვენგანგანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. ხალხის ინტერესებზე მაღლა არც ერთი პოლიტიკური ამბიცია არ უნდა დადგეს", - განაცხადა კოკოითმა.
        ოს სეპარატისტთა პრეზიდენტი რომ თანამდებობას დატოვებდა, ცნობილი 9 დეკემბერს გახდა, როდესაც მან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალა ჯიოევამ კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს.
   ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ცხინვალის რეჟიმის მთავრობის ხელმძღვანელი ვადიმ ბროვცევი იქნება.
        ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 27 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. თუმცა დამარცხებულმა კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევნების შედეგები  უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ კი არჩევნების შედეგები გააუქმა, განმეორებითი არჩევნები 2012 წლის 25 მარტს დანიშნა, ჯიოევას კი მასში მონაწილეობა აუკრძალა.
       ალა ჯიოევამ თავი "პრეზიდენტად" გამოაცხადა. მისი მომხრეები 10 დღის განმავლობაში ცხინვალში საპროტესტო აქციებს აწყობდნენ.
     შუამავლის როლის შესრულება კრემლის წარმომადგენლებმა ითავეს. საბოლოოდ, ჯიოევამ და კოკოითიმ კომპრომისულ შეთანხმებას 9 დეკემბერს მიაღწიეს.

Wednesday 7 December 2011

სასამართლომ "მაესტროს" 100 % წილი დააყადაღა

   ბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  სტუდია "მაესტროს" 100%– იანი წილი დაყადაღებულია. 
    სასამართლომ ეროსი კიწმარიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და რუსთავის მედიის მართვის კომპანიის მოთხოვნით შპს სტუდია "მაესტროს" 100% იანი  წილი დააყადაღა.
 სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, "მაესტროს" დამფუძნებლებს თავიანთი წილის  გაყიდვის, გაასხვისების ან გააჩუქების უფლება არ ექნებათ.
      ტელეკომპანია "მაესტროს" მეწილეები მაკა ასათიანი, ილია კიკაბიძე, მამუკა ღლონტი, ეკა აკობია და გიორგი ებრალიძეა.

Sunday 4 December 2011

„მე არ ვარ აგენტი ან ოლიგარქი, - ამბობს საქართველოს საიდუმლოებით მოცული მილიარდერი“

       გაზეთი „თავისუფალი პრესა“ გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ბრიტანულ გამოცემა "The Guardian"-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ქართული ვერსია "Foreignpress.ge"-იმ გაავრცელა.
    
        ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ უნდა გადაარჩინოს მისი „ნიჰილისტი“ თანამემამულეები და იმედი გაუჩინოს მათ ახალი პოლიტიკური პარტიის ფორმირებით.


    გასულ კვირაში, ჭორვილაში ისინი ქორწილისთვის ემზადებოდნენ. მაგრამ, ამ დროს, ამ სოფელში, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს და საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან დასავლეთით მანქანით ორი საათის სავალ გზაზე მდებარეობს, ისინი ყოველთვის ემზადებიან ქორწილებისთვის. ჭორვილას

Saturday 3 December 2011

ბიძინა ივანიშვილი: „ხალხიდან, ხალხთან ერთად, ხალხისთვის“

    ბიძინა ივანიშვილი  ხელმძღვანელობს პრინციპით _ "ხალხიდან, ხალხთან ერთად, ხალხისთვის". ამის შესახებ ბიზნესმენმა ივანიშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდზე მოქალაქის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მოქალაქის კითხვაზე: როგორ აპირებთ მთელი წელი "მოწოდების სიმაღლეზე" და აქტიური იყოს თქვენი პოლიტიკური მოძრაობა? რამე ეტაპების გავლაა დაგეგმილი ?  

      ივანიშვილის თქმით: „არჩევნებს ერთი კაცი ვერ მოიგებს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით „ხალხიდან, ხალხთან ერთად, ხალხისთვის“. ვიცი, რომ ბევრს ჩემს თანამემამულეს აქვს სურვილი იმოქმედოს სწრაფად და შედეგიც სწრაფად იქნეს მიღწეული. 
       მაგრამ უნდა გვახსოვდეს რა მიზანი გვამოძრავებს, ეს მიზანი ყველა ქართველის ოცნების ახდენაა _ ქართული ოცნება საქართველოს ქართველი ხალხისთვის დაბრუნება, განვითარება და გაძლიერებაა.
      ამ მიზნის მისაღწევად ნაჩქარევი და პოპულისტური ნაბიჯების გადადგმა შესაძლოა მომგებიანია, მაგრამ მე პოლულისტი ვერ ვიქნები. საქმეს ბევრი ხმაური არ სჭირდება. რასაკვირველია შემუშავებული გვაქვს ეტაპები“- აცხადებს ბიზნესმენი.
   შეგახსენებთ რომ ბიძინა ივანიშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდის მეშვეობით მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

Friday 2 December 2011

სააკაშვილმა ებრაელი ბიზნესმენები შეიწყალა და ბიუჯეტიდან 70 მილიონი დოლარიც დაზოგა

   დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 13 თვიანი პატიმრობის შემდეგ ებრაელი  ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა.
   როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პატიმრობიდან ებრაელი ბიზნესმენების განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა "ისრაელის მთავრობისა და პირადად პრეზიდენტ შიმონ პერესის თხოვნით, ასევე ჰუმანური მოსაზრებებით, კერძოდ, დაკავებულთა ასაკისა და ჯანმრთელბის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო". 
      ცნობისათვის, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს 6,5 წლით, ხოლო ზეევ ფრენკელს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რამაც ებრაული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია და ასევე მათ გათავისუფლებას ისრაელის ხელისუფლება კატეგორიულად მოითხოვდა.
 შეწყალებულმა ბიზნესმენებმა საქართველო გათავისუფლებისთანავე სპეცრეისით დატოვეს.
       გარდა ამისა დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის კომპანია "Tramex International Inc"-თან შეთანხმებას მიაღწია,

სააკაშვილმა ივანიშვილთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

   თითქმის ორთვიანი დუმილის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. 
    "ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებს",-  მიხეილ სააკაშვილის ეს სიტყვები მოყვანილია "The Economist"-ის ვრცელ სტატიაში სახელწოდებით - "გამოწვევა მიშას".
  "სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო, რომელმაც ბოლო ოცი წლის განამავლობაშისამოქალაქო ომი, რევოლუცია და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტიც კი გამოიარა, ნორმალურადგილს ემსგავსებოდა, მისი პოლიტიკა მოსაწყენიც კი ხდებოდა, ქვეყნის ყველაზე მდიდარიდა იდუმალებით მოცული ადამიანი ხმაურით გამოვიდა პოლიტიკურ ავანსცენაზე. ქართულ სოფელში დაბადებულმა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა. 2003 წელს საქართველოში დაბრუნდა, სამშობლოში ფარულ ქველმოქმედებას ეწეოდა - მსახიობებს ხელფასებს უხდიდა, ეკლესიებს და მუზეუმებს რესტავრაციას უკეთებდა. მან ქვეყნის ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარი ააშენა. მთის მწვერვალზე წამოჭიმულ მის ციხე-სიმაგრეს, რომელსაც არც ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი აკლია და პატარა ჩანჩქერიც კი აქვს, პირადი დაცვის მცირე არმია იცავს ისე, თითქოს ის ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმის პერსონაჟია", - წერს "The Economist".
  სტატიაში ნათქვამია, რომ სააკაშვილი უფრო რეფორმატორია, ვიდრე - დემოკრატი. "საქართველოს სასამართლოს თავისუფლება აკლია, პოლიცია პოლიტიზირებულია, პარლამენტი მთავრობის ნების შემსრულებელია, ბუნდოვანია, ვის ეკუთვნის მედიასაშუალებები და მთავრობაც არატოლერანტულია კრიტიკის მიმართ. მარგამ, სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფო აქცია თანამედროვე ქვეყანად, რომელსაც ლიბერალური ეკონომიკა და ძლიერი საკრედიტო რეიტინგი აქვს. თავის მოწინააღმდეგეს მშვიდად უყურებს და ამბობს -"ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებს". დამკვირვებლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოს პოლიტიკას მეტი კონკურენცია სჭირდება, მაგრამ ახალი აჯანყება არ აწყობს", - აღნიშნულია "The Economist"-ს მასალაში.

Thursday 1 December 2011

ბიძინა ივანიშვილი: კომუნალური გადასახადების გადახედვა მოხდება

   კომუნალური გადასახადები უნდა იყოს ადეკვატური და, რაც მთავარია, მოქალაქეებს, ოჯახებს უნდა შეეძლოთ მათ გადახდა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი „ფეისბუქში“,  თავის ოფიციალურ გვერდზე მოსახლეობის კითხვებზე პასუხისას აცხადებს.
  მისი თქმით,  გადასახადები რა თქმა უნდა, გადაიხედება და მათი ოდენობა ექსპერტების მიერ მიზანშეწონილობის დასაბუთების და რეალური დანახარჯების შემთხვევაში დადგინდება.
  „ეს საკითხი, ისე როგორც დაბალი პენსიის პრობლემა მოგვარდება ეკონომიკის განვითარების, ადამიანების რეალური შემოსავლების ზრდის კვალდაკვალ. ამ საკითხების დაყენებისას ჩვენ ასეთი მიდგომით ვიხელმძღვანელებთ. როცა მინიმალური სახელმწიფო პენსია საარსებო მინიმუმზე დაბალია, ეს დაუშვებელია და ეკონომიკური ზრდის პარალელურად, რაც შეიძლება მალე ასეთი ვითარება უნდა შეიცვალოს და გამოსწორდეს. პენსიონერის, შრომისუუნარო ადამიანის თუ ინვალიდის ყოველთვიური შემოსავალი, ადამიანის რომელსაც სხვა საარსებო წყარო არ გააჩნია, საარსებო მინიმუმზე დაბალი არ შეიძლება იყოს“- ამბობს ივანიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ  სააკაშვილ ყირგიზეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ალმაზბეკ  ტამბაევ  პირისპირ შეხვდა.
პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, ტურიზმის განვითარებასა და ეკონომიკურ პროექტებზე, მათ შორის, ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
   სააკაშვილმა ყირგიზ კოლეგას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოს გამოცდილება ბევრი ქვეყნისთვის სანიმუშო მაგალითი გახდა. შეხვედრისას გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ყირგიზეთიდან სამთავრობო ჯგუფი ესტუმრება, რომელიც ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს გაეცნობა
"თქვენ ძალზე საინტერესო გზა გაქვთ გასავლელი. ჩვენი ქვეყნის გამოცდილების საფუძველზე, ბევრ შეცდომას აიცილებთ თავიდან", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მასთან საუბრისას.
თავის მხრივ, ალმაზბეკ ატამბაევმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ქართული რეფორმების შესასწავლად უკვე იმყოფებოდნენ საქართველოში, აუცილებელია თანამშრომლობა არა მარტო გაგრძელდეს, არამედ გაღრმავდეს კიდეც.
   "
ჩვენი მეგობრები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, აღფრთოვანებულები დარჩნენ თქვენი ქვეყნის წარმატებებით. მინდა, საკუთარ ქვეყანაშიც იგივეს მივაღწიო", - განაცხადა მან.
მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას, ალმაზბეკ ატამბაევმა რუსი ავტორის, ლარისა ბურაკოვას მიერ გამოცემულ წიგნზე - "Почему у Грузии получилось" გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ წიგნმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
დღესვე საქართველოს პირველი პირი ყირგიზეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იყვნენ მიწვეულნი.

სომხები გურიაში ოქროს მოპოვებას აპირებენ

Add caption


     თბილისი (BPI) – სომეხი ბიზნესმენები საქართველოში ოქროს მოპოვებით ინტერესდებიან. მოძიების სამუშაოები გურიის რეგიონში მიმდინარეობს – ამის შესახებ სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში’’ საქართველო–სომხეთის ბიზნეს ფორუმზე კომპანია ,,ქართული რესურსის’’ დირექტორმა ნერსეს კარამანუკიანმა განაცხადა.
    მისი განცხადებით ოქროს მოპოვების ლიცენზია კომპანიამ მიმდინარე წლის სექტემბერში, 306 ათას დოლარად იყიდა. ლიცენზიის პირობების თანახმად კომპანიამ ძებნის სამუშაოებზე 1 მლნ. აშშ დოლარი უნდა დახარჯოს.
  ,,ჩვენი კომპანია ოქროს მოპოვებით სომხეთშიც არის დაკავებული, საქართველოში ძიების სამუშაოები ცოტახნის წინ დავიწყეთ და იმედი გვაქვს წარმატებას მივაღწევთ’’ – განაცხადა კარამანუკიანმა.



ცისია ქარჩავა


"მაესტროს" თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს

  ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლებმა ტელეკომპანიის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, რომელსაც „თავისუფალი პრესა“ უცვლელად გთავაზობთ:
 "ტელეკომპანია "მაესტროს" სრული კოლექტივის განცხადება საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ გუშინ გახდა ცნობილი. ჩვენ ამ დრომდე არ გვეძლევა საშუალება, სრულფასოვნად გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენ მივესალმებით მოწოდებას, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დამფუძნებელ მამუკა ღლონტსა და "რუსთავის მედიის" მართვის კომპანიის დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს შორის.
      ვეთანხმებით სტატუს-ქვოს აღდგენას, თუმცა, ვაკონკრეტებთ, რომ მოლაპარაკების დაწყების დროს "მაესტროს" ტერიტორია ეროსი კიწმარიშვილთან ერთად უნდა დატოვონ მისმა თანმხლებმა, ჩვენთვის უცხო პირებმა, რადგან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მათი ყოფნა ტერიტორიაზე. ისინი ხელს გვიშლიან მუშაობის გაგრძელებაში, გვიზღუდავენ გადაადგილებას, ბლოკირებულია მეორე და მესამე სართულის შესასვლელი. თითოეული ჩვენთაგანისთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთ ვითარებაში მუშაობა, რადგან ჩვენი აზრით, ასეთ ვითარებაში ვერ იქნება შენარჩუნებული სარედაქციო დამოუკიდებლობა და ობიექტურობა.
      ჩვენ კვლავაც ვაპროტესტებთ ეროსი კიწმარიშვილის მხრიდან ტელეკომპანიაში შემოსვლის ფორმას, ტელეკომპანის თანამშრომლების გათავისუფლებას და ნებისმიერ ძალადობრივ მოქმედებასა თუ განცხადებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილი "მაესტროს" თანამშრომლებს მიმართავს

ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "მაესტროსთანამშრომლებს მიმართავს"თავისუფალი პრესამიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ყურადღებით ვაკვირდები თქვენი ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ვხედავ, როგორ ცდილობს ხელისუფლება ხვადასხვა ავანტიურისტების ხელით მოსპოს თავისუფალი სიტყვის ის ნაშთებიც კი, რომელთა შენარჩუნებაც თქვენი და თქვენი კოლეგების დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. კარგად გვახსოვს, თუ როგორი დარტყმა იყო ქართული საზოგადოებისათვის „იმედის“ განადგურება და, აშკარაა, ხელისუფალმა მიიჩნია, რომ უკვე შესაძლებელია მასირებული შეტევა მედიაზე და, ბეჭდურ მედიასთან ერთად, თქვენი რიგიც დადგა.
როგორც ჩანს, მან ვერ გააცნობიერა, რომ თქვენ გაქვთ ის, რისი დათრგუნვაც შეუძლებელია: თავისუფალი სიტყვისა და თქვენი პროფესიული ღირსების ერთგულება.
მე დავუშვი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ჩემ ცხოვრებაში, როდესაც ვენდე დღევანდელ ხელისუფალთა კეთილ ზრახვებს და დავხურე მე-9 არხი. ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, დავიჯერე მათი ლიბერალური და დემოკრატიული რიტორიკის. ამ დახურვით უნებურად ხელი შევუწყვე დამოუკიდებელი მედიის განადგურების ინერციის გაძლერებას.
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ და, შესაბამისად, გავიმარჯვებთ ჩვენ ყველა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს გაგვიტყუოს სამართლებრივი სივრციდან და ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დასაძაბად. ჩვენ ერთად აუცილებლად მოვძებნით კანონის ფარგლებში ბრძოლისა და ადამიანებამდე თავისუფალი სიტყვის მიტანის საშუალებებს.
მშვიდად იყავით და იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით. სწორედ, თქვენისთანა ადამიანები ქმნიან ქვეყნის უკეთეს მომავალს!“- ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში.

Wednesday 30 November 2011

ივანიშვილის აისი სააკაშვილის დაისის ფონზე



   ქართულ პოლიტიკურ „ტატამზე“ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა საქართველოს ხელისუფლებისთვის თავზარდამცემი მოულოდნელობა იყო, რომელიც ქარიშხალივით დაატყდა და პოლიტიკურ აგონიაში ჩააგდო. მიუხედავად გასული წლების პოლიტიკური კატაკლიზმებისა და მრავალათასიანი მიტინგებისა ძალაუფლების დაკარგვის ასეთი რეალური საფრთხე მას არასოდეს დამუქრებია. ვინაიდან ივანიშვილის სახით ფინანსურად ძლიერი და რაციონალური პოლიტიკური ხაზის გამტარებელი პიროვნება დაუპირისპირდა, რომლის დაძლევაც ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება.
    ხელისუფლებისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება საშიშია არა მარტო იმიტომ, რომ მას აქვს ბევრი ფული, არამედ ივანიშვილს შესწევს უნარი მმართველ გუნდს გამოაცალოს ყველა ის რესურსი, რომელიც სააკაშვილის ერთპიროვნული ძალაუფლების უსაფრთხოებას განაპირობებს. კერძოდ, პროდასავლურ

Tuesday 29 November 2011

ივანიშვილის განცხადებამ მარტვილიც გამოაცოცხლა

  ცნობილი ბიზნესმენისა და თავისი ქვეყნის უდიდესი პატრიოტის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც მთელ საქართველოში, მარტვილშიც ახლა ყველა იმ კაცზე ლაპარაკობს, ვინც სამების ტაძასრი ააშენა, ვინც არაერთი მწერალი, მეცნიერი, ხელოვანი იხსნა შიმშილით სიკვდილისაგან, ვისგან 50 ათასზე მეტი ოჯახი იღებს დახმარებას და ვისი ფონდიც დღესაც უამრავ ადამიანს ეხმარება სიცოცხლის გადარჩენაში.
    ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, რამდენი რამ აქვს მას გაკეთებული და ახლა იგებს.
  დიდი ქართველი მეცენატის, ერისკაცისა და ღირსეული მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის პიროვნების შესახებ გვესაუბრება ცნობილი ქართველი ლიტერატორი, კინოდრამატურგი, პედაგოგი, მთარგმნელი, არაერთი ქართული ფილმის (მათ შორის „ვედრებისა“ და „მონანიების“) სცენარის ავტორი, მარტვილის სახელოვანი შვილი, რეზო კვესელავა:

    _ ბატონო რეზო! ერთი თვეზე მეტია რაც საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და უკვე მის გამოსვლებსა თუ განცხადებებზე ბევრი დაიწერა. თქვენ თუ შეგიძლიათ რამე ახალი თქვათ ამ მიმართულებით.

სისხლიანი წარსული, რომლის დავიწყება არ შეიძლება

                                                (ისტორია მომავლის სადარაჯოზე)     
        
     საქართველო ახალგაზრდა ფორმირების პროცესში მყოფი სახელმწოფოა, რომელიც უამრავ პრობლემას აწყდება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე. ამიტომ აუცილებელია გავიაზროთ საქართველოს უახლესი ისტორიის ის პერიოდი, როცა ქვეყანამ სახელმწიფოებრივი აღზევებიდან – მოულოდნელი დაცემა განიცადა. მითუმეტეს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ისტორიული გამოცდილების გამოყენება და წარსულში დაშვებული შეცდომების გათვალისწინება აუცილებელია, რათა ხელმეორედ არ იქნას დშავებული იგივე შეცდომები.
    ზოგადად სამეცნიერო პუბლიკაციებში ერთგვარად მოდურია საუბარი იმპერიულ სახელმწიფოთა ძალმომრეობაზე, დიდი სახელმწიფოს მიერ პატარა სახელმწიფოს ჩაგვრასა და შევიწროებაზე, მაგრამ დაუშვებელია მხედველობის მიღმა დარჩეს მეზობელი პატარა სახელმწიფოების თუ ერების მოქმედება, რომელიც გაცილებით საშიში და დამანგრეველი შეიძლება იყოს ვიდრე იმპერიული ინტერვენცია. მაგალითისთვის

Monday 28 November 2011

მარტვილელი ჯონი ბენიძე მსოფლიო ჩემპიონია


   ამ წერილის ზემოთ, სათაურის გვერდით, თქვენ ხედავთ სრულიად რუსეთის სპორტის ფედერაციის ჟურნალ „„„„Ãèðåâîè ñïîðò“-ის 2011 წლის მესამე ნომერს, რომლის გარეკანის პირველ გვერდზე მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში დაბადებული მსოფლიო ჩემპიონის_ ჯონი ბენიძის ფოტოსურათია დაბეჭდილი. რამხელა აღიარებაა, როგორი დაფასებაა _ მოგეხსენებათ.


  Äæîííè Áåíèäçå: "Íà ïåðâîì çàíÿòèè ñ ãèðÿìè ìîé òðåíåð Âÿ÷åñëàâ ßêîâëåâè÷ Îãàðåâ ñêàçàë: "Ëþáîé, êòî âûõîäèò â ñïîðòèâíûé çàë áåç ïðîïóñêîâ çàíÿòèé è âûïîëíÿåò äàííîå åìó çàäàíèå, ÷åðåç 5-7 ëåò ñòàíîâèòñÿ ÷åìïèîíîì Ðîññèè".  ß åìó ïîâåðèë". 
     მარტვილელი ჯონი ბენიძე რუსეთისა და მთელი მსოფლიო სპორტის სიამაყეა! ჩვენ ადრეც ვწერდით მის შესახებ. ბარემ აქვე მოვიტანთ ნაწყვეტს იმ რუსული სტატიიდან, რომელიც 2009 წელს გადმოვბეჭდეთ ჩვენს გაზეთში:

დილეტანტებისაგან უარყოფილი პროფესიონალი

                     (ანუ რატომ არ უყვართ უმეცრებს ბრძენნი...)



   სამყაროში ყველა ღირსეული ადამიანი ცხოვრობს წარსულის მოგონებით, აწმყოს განცდითა და მომავლის იმედით და ნამდვილი ადამიანი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმას, რომელსაც წარსულში გააჩნია ღირსი მოგონებებისა, აწმყოში განცდილი მასალა და მომავალში შენიშვნული სინათლე. ეს თვისებები მოჭარბებულად აქვს მომადლებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსდამთავრებულს, მაღალპროფესიონალ იურისტს, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორს ბატონ ვაჟა აბაკელიას.
    ბატონი ვაჟა ათი წლის განმავლობაში იყო თბილისის ნაძალადევის რაიონის სახალხო მოსამართლე, მარტვილის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე, რაიკომის პირველი მდივანი. იგი პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში, მარტვილის რაიონში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მოსახლეობამ აირჩია საქართველოს უმაღლეს საბჭოში _ დეპუტატად. 1990 წელს უმაღლესმა საბჭომ აირჩია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარედ. 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას რეკომენდაციით დაინიშნა საქართველოს გენერალურ პროკურორად. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სამგორის, ისანი-სამგორის რაიონის პროკურორად (სულ 12 წელი).
  ბატონი ვაჟა არის მამულიშვილი, ერუდიტი, სამშობლოსათვის თავდადებული პიროვნება, რაც მას საქმით არაერთხელ დაუმტკიცებია ქვეყნისათვის ურთულეს ჟამსაც კი, მაშინ, როდესაც საქართველოს პირველ კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ჯგროდ შემოესივნენ ანტიეროვნული ძალები და არ მისცეს ეროვნული

Sunday 27 November 2011

ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე

   თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,
    კარგი შვილები რად გვებადება,
   ჩემო ქვეყანავ, ჩემო სამშობლოვ
   არ გეკადრება, არ გეკადრება.
                                               ვაჟა

       გაზეთ „მარტვილის“ რედაქცია „თავისუფალი პრესის“ რედაქციასთან ერთად პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეობას ართმევს საქართველოსა და ქართველ ხალხზე უზომოდ შეყვარებულ ჭეშმარიტ მამულიშვილს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. კაცს, რომელმაც ქართველ ერს სამების ტაძარი აუშენა, კაცს, რომელიც უანგაროდ ეხმარება მეცნიერებს, ხელოვანებს, მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, სკოლებს, საავადმყოფოებს... ერთი სიტყვთ, მთელ საქართველოს.
    ბიძინა ივანიშვილს იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული საქართევლოსთვის, რომ მისი ამაგი ყველა ქართველმა უნდა დააფასოს.
   საჯაროდ ვაცხადებ: მე როგორც ერთი რიგითი ქართველი, დიდ უსამართლობას ვხედავ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაში.
    დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია „თავისუფალი პრესის“ მიერ გამოცემულ გაზეთ „მარტვილის“ ოქტომბრის ნომერში მე დავბეჭდე ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის ამსახველი მასალები, რაზედაც ხელისუფლება გაგვინაწყენდა.მაგრამ ვინც არ უნდა განაწყენდეს, მე მივმართავ ჩემს კოლეგებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამომავალ რაიონული გაზეთების რედაქტორებს: ნუ ვიქნებით პასიურნი, რადგან ჩვენი ერთადერთი მიზანი ხომ მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა. ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფმა რეგიონის სოფლის მოსახლეობამაც ხომ უნდა იცოდეს ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და რა გაუკეთებია მას საქართველოსთვის. ხომ უნდა იწერებოდეს ამის შესახებ რაიონულ გაზეთებშიც, არადა ზოგიერთ რაიონულ გაზეთს რომ ვკითხულობ, არქიფოს ქვეშევრდომები გაგახსენდებათ, „პოლიქრონიონს“ რომ მღერიან.
       _ მე ყველა რაიონში მყავს მეგობრები და ვიცი, რომ სამეგრელოში ბევრი უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის მოსვლას პოლიტიკაში, _ მითხრა ერთმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, რომელმაც მცირე ხნის პაუზის შემდეგ დასძინა: _ ჩემი სურვილია, როგორც მთელ საქართველოში, ასევე ჩემს რეგიონშიც, სამეგრელო-ზემო სვანეთში ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგნენ ჩვენი კუთხის პატიოსანი, ჭკვიანი, განათლებული, წარმატებეული და ღირსეული ადამიანები...
     ჩვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად ღირსია ხელისუფლებაში მოსვლისა. რაც მთავარია, იგი ამას აპირებს ყოველგვარი ძალადობის გარეშე, სამართლიანი არჩევნების გზით.
    რაც შეეხება საკითხს, უნდა იყოს თუ არა იგი საქართველოს მოქალაქე, ამასთან დაკავშირებით სამართლიანად და ყველას გასაგონად ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ: „ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე“.
   გაზეთ „მარტვილის“ რედაქცია მხარს უჭერს, ემხრობა და სავსებით იზიარებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა და მიეცეს თავის სამშობლოში ნორმალურად მოღვაწეობის საშუალება, რადგან „ჩვენ ერთად უნდა ავახდინოთ ქართული ოცნება _ ეს არის ერთიანი, მთლიანი, ძლიერი, სამართლიანი საქართველო“.

ფაუსტ ნადარაია
გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი.