გვერდი

Saturday 24 December 2011

ვაცლავ ჰაველი დაკრძალეს

      დღეს ჩეხეთში, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა.
         პრაღის წმინდა ვიტას სახელობის საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მესა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
   ცერემონიალს მსოფლიოს ყოფილი და მოქმედი ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
     ლოცვების დასრულების შემდეგ ეკლესიაში მყოფებს სიტყვით მიმართეს ჩეხეთის პრეზიდენტმა და აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაითმა, რომელიც დაკრძალივის ცერმონიალს ჰილარი და ბილ კლინტონებთან ერთად ესწრებოდა.
 პოლიტიკოსების გარდა ვაცლავ ჰაველთან გამოსამშვიდობებლად ცნობილი ადამიანებიც იმყოფებოდნენ. მათ შორის ფრანგი მსახიობი ალენ დელონიც.
      ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ, ის გარეთ შეკრებილმა ასობით ადამიანმა ტაშით გააცილა.
      ვაცლავ ჰაველი მსოფლიოში ცნობილი გახდა არამარტო პოლიტიკური, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაწეული საქმიანობითაც. იგი ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი იყო.
    ვაცლავ ჰაველი 18 დეკემბერს 75 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა..

No comments:

Post a Comment