გვერდი

Sunday 25 December 2011

სამეგრელოში საფეხბურთო ბუმია

გუნდები, რომლებიც აგრძელებენ ისტორიას...
ქართული ფეხბურთის, ისევე როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის აკვანი კოლხეთში დაირწა. საქართველოში ფეხბურთი XX საუკუნის დასაწყისში დაინერგა ქალაქ ფოთში, ინგლისელი მეზღვაურების მიერ. ფეხბურთმა უმალვე არნახული პოპულარობა მოიპოვა და გახდა სპორტის ნომერ პირველი სახეობა. საქართველოს ულამაზესმა მხარემ სამეგრელომ, ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი აღუზარდა სამშობლოს.  90-იან წლებში ჩვენი ფეხბურთი პირველი გამოეყო საბჭოთა კავშირს და გვერდით დაუდგა ეროვნულ მოძრაობას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, საფეხბურთო რუკაზე გამოჩნდნენ ახალი გუნდები. მათ შორის სამი გუნდი ჩვენი რეგიონიდან დღეს უმაღლესი ლიგის ბინადარია...                        

კოლხეთი (ფოთი)
1863 წლიდან ინგლისში ყალიბდება პირველი პროფესიონალური გუნდები, ამავე წელს ქალაქ ფოთში დაიწყო პორტის მშენებლობა. სწორედ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებმა დაუდეს სათავე საქართველოში ფეხბურთის დამკვიდრებასა და მის შემდგომ განვითარებას.
ჯერ კიდევ 1906 წელს ნიკო ნიკოლაძის ვაჟის, გიორგი ნიკოლაძის ხელშეწყობით ქალაქში ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი, რომელიც ძირითადად ამხანაგურ შეხვედრებს მართავდა. თავდაპირველად მათ „უნიტა“ დაერქვათ, მერე და მერე კი გამოჩნდნენ „ურანი“, „რემედესი“, ფოთის 1 და 2 გუნდები.
საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“ 1913 წელს დაარსდა. 1978 წლამდე გამოდიოდა „კოლხიდას“ სახელით, 1979-1989 წლებში „კოლხეთის“, 1990-2006 წლებში „კოლხეთი 1913“_ის, 2006 წელს „კოლხას“, ხოლო 2007 წლიდან კი „კოლხეთის“ სახელით მოიხსენიება.
„კოლხეთში“ აღიზარდნენ პირველი თაობის „დინამოს“ კორიფეები: გრიგოლ გაგუა, კაკო იმნაძე, ივანე ხოფერია... ასევე კარიერა ფოთში დაიწყო საქართველოს ყველა დროის გამორჩეულმა თადასხმელმა, ლეგენდარულმა ბორის პაიჭაძემ.
გუნდი 1962 წლიდან მონაწილეობდა საკავშირო პირველობაზე, 1990 წლიდან კი ეროვნულ ჩემპიონატში. პირველ გათამაშებაში, რომელიც 1990 წლის 30 მარტს შედგა, სიმბოლურად 100 ათასი გულშემატკივართა თვალწინ ფოთის „კოლხეთი“ და ჩვენი ფეხბურთის ფლაგმანი თბილისის „იბერია“ (სახელშეცვლილი „დინამო“) დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გამარჟვება ფოთელებმა მოიპოვეს _1:0.
ერთი ხანობა „კოლხეთი“ პირველ ლიგაში დაქვეითდა, თუმცა 2009-2010 წლების სეზონი წარმატებული გამოდგა, რამდენიმე წლიანი მცდელობის შემდეგ ისინი კვლავ დაუბრუნდნენ უმაღლეს ლიგას.
ფოთელთა საშინაო არენა „ფაზისი“, რომელიც 1954 წელს აშენდა, ტევადობა განისაზღვრება 6000 კაცით, წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა, გამოიცვალა მინდვრის საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა, ასევე მიმდინარეობს სკამებისა და გასახდელების კეთილმოწყობა.
დღესდღეობით კოლხელები სტაბილურად თამაშით გამოირჩევიან, მდიდარ ტრადიციას აგრძელებენ ფეხბურთელები: მინდია ბობღიაშვილი, ალექსანდრე ინწკირველი(კაპ), პაატა ცხვიტარია, ლევან შავგულიძე, ომარ გოგონაია, გიორგი ლემონჯავა, გიორგი კილასონია, ლაშა გვალია, ლაშა ქებაძე, ლევან მდივნიშვილი, პავლე დათუნაიშვილი, ლადო ნადირაშვილი, ლევან თედიაშვილი, ლევან თედიაშვილი, ვაჟა ლომაშვილი, ლევან გულუა, გიორგი ცხადაია, მანუჩარ წიქარიშვილიდავით ციცხვაია. მწვრთნელი: დავით მახარაძე

 მერანი (მარტვილი)
მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი ,,სალხინოსბაზაზე შეიქმნა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მარტვილის რაიონში (ჭყონდიდის ეპარქიაში), რომელიც მდიდარია ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული ჭეშმარიტი მამულიშვილებით და საფეხბურთო ტრადიციებით.
1955 ელს ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი გეგეჭკორის (ამჟამინდელი მარტვილის) ,,სალხინო, რომელიც 2006 წლიდან გამოდის „მერანის“ სახელით.
1955 წლიდან ,,სალხინოგამოდიოდა  საქართველოს ჩემპიონატში და 1960 წელს გადავიდა საქართველოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფში , რომლის ძირითად საფეხბურთო ბირთვს შეადგენდნენ ისეთი გუნდები, როგორებიც იყვნენ: სოხუმის დინამო, ზუგდიდის დინამო, ფოთის კოლხეთი, სენაკის ეგრისი, სამტრედიის ლოკომოტივი, ლანჩხუთის გურია, ოზურგეთის მერცხალი, ბათუმის დინამო, ქუთაისის დინამო, ტყიბულის მეშახტე, ჭიათურის მაღაროელი,ზესტაფონის მეტალურგი, გორის დილა, ახალციხის მესხეთი, ცხინვალის სპარტაკი, ფიზკულტურის ინსტიტუტი
1964 წელს საფეხბურთო კლუბი ,, სალხინოჩაიბარა სპორტულმა საზოგადოება ,,კოლმეურნემ, 1972 წლამდე მწვრნელთა კორპუსს სათავეში ედგა ცნობილი მწვრთნელი  ბიჭიკო  შალელაშვილი.
 1968-1977  წლებში რაიონის ხელმძღვანელთა მხარდაჭერითა და დახმარებით მარტვილში  აშენდა საფეხბურთო  სტადიონიგასული საუკუნის 70-80იანი წლები გუნდისათვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა: 1974 – 77-85  . . ჟორდანიას  სახელობის თასის სამგზის მფლობელი, 1975 .  მოლდოვაში ოქროს თავთავის  თასის ვერცხლის პრიზიორი, 1976 .  ერევანში  ოქროს თავთავის თასზე მე-3 ადგილი, 1977 . საქართველოს თასის ფინალისტი,  1978 .  ოქროს თავთავის თასის გამარჯვებული, 1986  . საქართველოს თასის  ფინალისტი.
 საფეხბურთო გუნდ  ,, სალხინოშიაღიზარდნენ საერთაშორისო კლასის ფეხბურთელები: თბილისის დინამოს“, საბჭოთა  კავშირის  ნაკრების ცენტრალური  მცველი და გუნდის კაპიტანი  მურთაზ ხურცილავა, ქუთაისი  ტორპედოს  თავდამსხმელი, საკავშირო ჩემპიონატის მრავალგზის  ბომბარდირი  დევი დარჯანია, თბილისის  დინამოს“, ლანჩხუთის „გურიისა“  და უცხოეთის წამყვან  კლუბებში მოთამაშე  ბადრი დანელია, ასევე საქვეყნოდ ცნობილია მარტვილელი ფეხბურთელები: კარლო ოდიშარია, მერაბ გაგუა, დამზირ ოდიშარია, გოგა გახოკიძე, გია გრიგალავა და სხვ.
2009-2010 წელი საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში პირველად საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში პირველი ლიგის გუნდი მარტვილისმერანიგავიდა 1/2ფინალში.
  2011 წელს  პირველად არსებობის მანძილზე გუნდმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, მოიპოვა რა უმაღლესი ლიგის საგზური და ქართული ფეხბურთის ძლიერთა მარაქაში გაერია. მიმდინარე ჩემპიონატზე „მერანი“ სასიამოვნოდ აოცებს ფეხბურთის სპეციალისტებს და სრულად ამართლებს გულშემატკივართა იმედებს.
„მერანი“: ჯონი შეროზია, გიგა ჟვანია(კაპ), თორნიკე კაკუშაძე, ვალერი იობაშვილი, ანზორ სუხიაშვილი, გივი დიდავა, გიორგი მანწკავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, ლაშა ჩალაძე, გიგა ამბროლაძე, ტაპე მუნინი, თორნიკე შალიკაშვილი, კიჭი მელიავა, გიორგი მემარნიშვილი, გიმზერ წოწორია, ჯოელი იატრო, ოთარ ტორაძე, გიზო შენგელია. მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

ბაია (ზუგდიდი)
სამეგრელოს უმთავრეს ქალაქში ფეხბურთი ცხრა ათეულ წელზე მეტია არსებობს.  ეს თამაში პირველად ზუგდიდელებმა ლეო ჭედიამ და პიერ კობახიძემ შემოიღეს ქალაქში. მათ ბათუმში ნახეს ადგილობრივი ნავსადგურის ხელოსანთა გუნდისა და ინგლისურ გემ „ალბიონის“ მეზღვაურთა მატჩი. ისინი დაინტერესდნენ სპორტის ამ სახეობით და აქტიური ღონისძიებების გატარების შემდეგ ჩამოაყალიბეს პირველი საფეხბურთო გუნდი „მერცხალი“, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა 1919 წლის 20 მაისს გამართა რუსეთის გარნიზონთან და გაიმარჯვა კიდეც ანგარიშით 2:1. შემდეგ პერიოდში კლუბს სახელი არაერთხელ შეეცვალა. საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობდა „დინამოს“, „ოდიშის“, „მგლებისა“ და 2006 წლიდან კი „ბაიას“ სახელით.
ზუგდიდურმა ფეხბურთმა არსებობის მანძილზე რესპუბლიკის მასშტაბით არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ისინი გახდნენ საქართველოს ჩემპიონები და თასის მფლობელები. აღსანიშნავია ისიც, რომ ზუგდიდიდან გაითქვეს სახელი ისეთმა ცნობილმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან: ბორის სიჭინავა, ოთარ გაბელია, სოსო ჭედია...
ზუგდიდის „ბაია“ 2006 წლის 16 მარტს დაარსდა, თავდაპირველად ისინი რეგიონლიგაში, შემდეგ პირველ ლიგაში გამოდიოდნენ, ხოლო 2009-2010 წლებში „ბაიასა“ და „მგლების“ გაერთიანების შედეგად, ჩამოყალიბდა ძლიერი კოლქტივი, რომელიც უმაღლეს ლიგაში საპრიზო ადგილებისათვის იბრძვის.
პირველი წრის მატჩები „ბაიამ“ გულია თუთბერიძის სეხელობის სტადიონზე ჩაატარა. ამჟამად მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტადიონის მშებლობა. კლუბს გააჩნია თანამედროვე, კეთილმოწყობილი, ევროპული დონის ბაზა.
„ბაია“: გიორგი სომხიშვილი, ვალიკო ტყემალაძე, ნიკა შონია, ნიკა შონია, ზვიად სიხარულია, დათა რიგვავა, ირაკლი ქობალია, ლევან წურწუმია, ნიკოლოზ აფაქიძე, ნიკა მგელაძე, ლევან აკობია, არჩილ მაქაცარია, გიორგი პაჭკორია, გიორგი ქვარცხავა, გიორგი ქვარცხავა, ავთო ენდელაძე, გურამ სამუშია, ლაშა კუკავა. მწვრთნელები: ელგუჯა ქომეთიანი.



                     მოამზადაბესიკ გვაზავამ                                         

No comments:

Post a Comment