გვერდი

Thursday 14 March 2013

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი "ევროპის სახალხო პარტიას"


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ევროპის სახალხო პარტიას" ღია წერილით მიმართა, რომელსაც "თავისუფალი პრესა" უცვლელად გთავაზობთ: 


"ევროპული ღირებულებები _ პიროვნების სთავისუფლება, სხვისი ღირსების პატივისცემა, სახელმწიფოს მართვაში თანამონაწილეობა, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების, უმცირესობის ინტერესების დაცვა _ ქართველი ხალხის დასავლეთისაკენს წრაფვის მიზეზია. სწორედ ამგვარი, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობის მანდატი  მიანიჭა საქართველოს მოსახლეობამ 2012 წლის არჩევებში პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებას". 
ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მადლიერია დასავლეთის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, არსებობს კითხვები, პოლიტიკური ძალების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მიესალმებოდნენ ძალადობაზე, ღირსების შელახვაზე, დამცირებაზე, სიღატაკესა და უიმედობაზე დამყარებულ ფასადურ დემოკრატიას და დღეს მწვავედ აკრიტიკებენ საქართველოს ახალ ხელისუფლებას, რომელიც არა ფასადის შელამაზების, არამედ რეალურად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას ადგას. 
მინდა, ჩემი პატივისცემა გამოვხატო ევროპის სახალხო პარტიის, როგორც ევროპის ყველაზე დიდი, გავლენიანი და წარმატებული პოლიტიკური ძალის მიმართ. ჩემი პატივისცემა, ბუნებრივია, ვრცელდება მის კონკრეტულ წევრებზე, ვისთან შეხვედრის შესაძლებლობაც უკვე მომეცა, მაგრამ კითხვები, რომელზეც ზევით იყო საუბარი, პასუხს მოითხოვს. სწორედ "სახალხო პარტიის" პოპულარობისა და სიძლიერის გათვალისწინებით, განსაკუთრებულია მისი პასუხისმგებლობაც ევროკავშირის სამეზობლოში მყოფი იმ ქვეყნების მიმართ, ვინც დიდი იმედით და მოლოდინით შევყურებთ ჩვენი და ევროკავშირის დაახლოებას, ბარიერების დაძლევას და საბოლოოდ, დიდი ევროპული ოჯახის წევრობას. სწორედ ამ როლის და პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო იმ ფაქტებსა და მოვლენებზე, რომელიც ბევრისთვის შეიძლება არც იყოს ცნობილი. 

Monday 4 March 2013

კოჰაბიტაცია, ანუ ქორწინება დემონთან


„სიკეთის ნიღაბს რომ არ ეფარებოდეს, ბოროტება ბევრს ვერაფერს გააკეთებდა ამქვეყნად“-
/ . ებნერ-ეშენბახი/

კოჰაბიტაცია (Cohabitation) ფრანგული სიტყვაა და თანაცხოვრებას, თანაარსებობას ნიშნავს. კოჰაბიტაცია სათავეს საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის კონსტიტუციიდან იღებს, როდესაც საფრანგეთი ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა. პრემიერისა და პრეზიდენტის მსგავსითანაარსებობა კი მხოლოდ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის დროსაა შესაძლებელი, როდესაც პარლამენტს შეუძლია უნდობლობის ვოტუმით მთავრობის გადაყენება, ხოლო პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის დათხოვნა. მაგრამ საქართველოში სულ სხვა რეალობა, სააკაშვილს დღეს მოქმედი კონსტიტუციით მისი სურვილის შესაბამისად ერთდროულად მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს და ეს მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის- სააკაშვილის რეიტინგი 5-8 %-ს არ აღემატება.
სამწუხარო ის არის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზების მიზნით დასავლელი პოლიტიკოსებისგან შემომოთავაზებული კოჰაბიტაცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს და მათ მცირერიცხვოვან მხარდამჭერებს მხოლოდ თავის სასარგებლოდ ესმით და თავხედურად ცდილობენ მათ მიერ ჩადენილ უამრავ ბოროტებაზე პასუხისგებას თავი აარიდონ, რადგან უძნელდებათ იმ პირადი კეთილდღეობის დათმობა რაც მათ ამ ცხრა წლის განმავლობაში დაუმსახურებლად, დროის ავბედითობის გამო მიიღეს.