გვერდი

Friday 2 December 2011

სააკაშვილმა ივანიშვილთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

   თითქმის ორთვიანი დუმილის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. 
    "ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებს",-  მიხეილ სააკაშვილის ეს სიტყვები მოყვანილია "The Economist"-ის ვრცელ სტატიაში სახელწოდებით - "გამოწვევა მიშას".
  "სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო, რომელმაც ბოლო ოცი წლის განამავლობაშისამოქალაქო ომი, რევოლუცია და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტიც კი გამოიარა, ნორმალურადგილს ემსგავსებოდა, მისი პოლიტიკა მოსაწყენიც კი ხდებოდა, ქვეყნის ყველაზე მდიდარიდა იდუმალებით მოცული ადამიანი ხმაურით გამოვიდა პოლიტიკურ ავანსცენაზე. ქართულ სოფელში დაბადებულმა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა. 2003 წელს საქართველოში დაბრუნდა, სამშობლოში ფარულ ქველმოქმედებას ეწეოდა - მსახიობებს ხელფასებს უხდიდა, ეკლესიებს და მუზეუმებს რესტავრაციას უკეთებდა. მან ქვეყნის ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარი ააშენა. მთის მწვერვალზე წამოჭიმულ მის ციხე-სიმაგრეს, რომელსაც არც ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი აკლია და პატარა ჩანჩქერიც კი აქვს, პირადი დაცვის მცირე არმია იცავს ისე, თითქოს ის ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმის პერსონაჟია", - წერს "The Economist".
  სტატიაში ნათქვამია, რომ სააკაშვილი უფრო რეფორმატორია, ვიდრე - დემოკრატი. "საქართველოს სასამართლოს თავისუფლება აკლია, პოლიცია პოლიტიზირებულია, პარლამენტი მთავრობის ნების შემსრულებელია, ბუნდოვანია, ვის ეკუთვნის მედიასაშუალებები და მთავრობაც არატოლერანტულია კრიტიკის მიმართ. მარგამ, სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფო აქცია თანამედროვე ქვეყანად, რომელსაც ლიბერალური ეკონომიკა და ძლიერი საკრედიტო რეიტინგი აქვს. თავის მოწინააღმდეგეს მშვიდად უყურებს და ამბობს -"ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებს". დამკვირვებლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოს პოლიტიკას მეტი კონკურენცია სჭირდება, მაგრამ ახალი აჯანყება არ აწყობს", - აღნიშნულია "The Economist"-ს მასალაში.

No comments:

Post a Comment