გვერდი

Saturday 10 December 2011

კოკოითი გადადგა

      საქართველოს კონფლიქტური რეგიონის ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებული პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი  გადადგა.
            "მივდივარ, რათა კიდევ უფრო მეტი ვიმუშაო საკუთარი ხალხისთვის, ეს არის ჩემი ცხოვრების, ბრძოლის მიზანი და თითოეულმა ჩვენგანგანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. ხალხის ინტერესებზე მაღლა არც ერთი პოლიტიკური ამბიცია არ უნდა დადგეს", - განაცხადა კოკოითმა.
        ოს სეპარატისტთა პრეზიდენტი რომ თანამდებობას დატოვებდა, ცნობილი 9 დეკემბერს გახდა, როდესაც მან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ალა ჯიოევამ კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს.
   ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ცხინვალის რეჟიმის მთავრობის ხელმძღვანელი ვადიმ ბროვცევი იქნება.
        ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 27 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. თუმცა დამარცხებულმა კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევნების შედეგები  უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ კი არჩევნების შედეგები გააუქმა, განმეორებითი არჩევნები 2012 წლის 25 მარტს დანიშნა, ჯიოევას კი მასში მონაწილეობა აუკრძალა.
       ალა ჯიოევამ თავი "პრეზიდენტად" გამოაცხადა. მისი მომხრეები 10 დღის განმავლობაში ცხინვალში საპროტესტო აქციებს აწყობდნენ.
     შუამავლის როლის შესრულება კრემლის წარმომადგენლებმა ითავეს. საბოლოოდ, ჯიოევამ და კოკოითიმ კომპრომისულ შეთანხმებას 9 დეკემბერს მიაღწიეს.

No comments:

Post a Comment