გვერდი

Wednesday 8 August 2012

ფული ძალაუფლების წინააღმდეგ



შემოდგომაზე საქართველოში ახალ პარლამენტს აირჩევენ. სააკაშვილის ბანაკი და მისი კონკურენტის . ივანიშვილის კოალიცია აწარმოებენ ძვირადღირებულ საარჩევნო კამპანიებს. ქვეყანაში არსებული განწყობა დაძაბულია და ექსცესების საფრთხე სულ  უფრო მატულობს.

თითქმის ცხრა წელია, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა ყოველგვარი სირთულეების გარეშე განაგებს საქართველოს ბედს. ამჟამად კი ვარდების რევოლუციის ავტორები დგანან სერიოზული  შიდაპოლიტიკური  გამოწვევის წინაშე. მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა დაქსაქსული ოპოზიციის გაერთიანება კოალიცია ქართულ ოცნებაში და საკუთარი მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გამოყენებით შექმნა ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა, რომელმაც მოიცვა  ქვეყნის მთელი ტერიტორია. ასევე ქვეყნის ყველა რეგიონში მოღვაწეობენ მის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები. ხელისუფლება ადანაშაულებს ივანიშვილს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში. სახელმწიფო სტრუქტურები ღებულობენ შესაბამის ზომებს მის და მისი მომხრეების მიმართ. ეს დაპირისპირება გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მას ადგილი აქვს უკვე უცხოეთშიც.

ფარული მოსმენის ოპერაცია შვეიცარიაში

"სააკაშვილი ბუდა-ბარს სტრიპტიზორებთან ერთად სტუმრობდა"


"ეს ქალაქი, რომელიც ახლა ნაფრონტალს ჰგავს, უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე წარდგება უფრო მეტი ბრწყინვალებით, ვიდრე ოდესმე ყოფილა თავის ისტორიაში", - ასე დააიმედა 31 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთის მოსახლეობა. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ქვეყნის პირველი პირი ადამიანის უფლებათა დამცველმა დაჩი ცაგურიამ ბუდა-ბარში შენიშნა. როგორც ჩანს, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დარდი პრეზიდენტმა სწორედ რიყეზე გახსნილ ბუდა-ბარში განიქარვა... გვესაუბრება დაჩი ცაგურია:
-
დაჩი, ვისგან შეიტყვე, მიხეილ სააკაშვილი ბუდა-ბარს რომ სტუმრობდა?
- ბოლო ხანს პრეზიდენტის გარემოცვიდან უფრო და უფრო ჟონავს ინფორმაცია. ბუნებრივია, ვერ დავასახელებ, ვისგან შევიტყვე ეს ამბავი. მიხეილ სააკაშვილი ბუდა-ბარს ღამის 2-ის ნახევარზე ესტუმრა, როდესაც იქ არავინ იმყოფებოდა და დაახლოებით 2 საათს დაყო. მე და გადამღები ჯგუფი რომ არ მივსულიყავით, ალბათ, უფრო დიდხანსაც გაჩერდებოდა. ბუდა-ბარის მთელ პერიმეტრს აკონტროლებდნენ დაცვის პოლიცია და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებმაც ბუდა-ბართან მიახლოების უფლება არ მოგვცეს. ღამის 4 საათზე სააკაშვილმა, დაცვის თანხლებით, ბუდა-ბარი დატოვა. როგორც ვიცი, ბუდა-ბარში დისკოკლუბია და მიხეილ სააკაშვილი იქ იმყოფებოდა.

რა მოხდა პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის ალავერდში


ალავერდში გამართული დახურული შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კათოლიკოსპატრიარქს დაუპირისპირდა. პრეზიდენტმა უწმინდესი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ხმამაღლა ყვიროდა. ძალიან გაბრაზებული იყო, პატრიარქს ხელიც კი მოჰკიდა, არაფერი შეგეშალოსო“,აცნობა ერთერთმა თვითმხილველმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს. სასულიერო პირის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა ალავერდის ეპარქიას კომბაინი წაართვა.
22 ივლისს, ალავერდში კოალიციაქართული ოცნებისლიდერი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. ივანიშვილს ალავერდში მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა და დალოცა.
თუ მოახერხებთ და ნახავთ მარანს, თქვენ ნახავთ მოდელს, როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორი საქართველოს გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ და რა ხერხებით. ეს შეიძლება ვისწავლოთ მეუფესგან და მეუფემ ამის პატარა მოდელი უკვე შექმნა. ...ეკლესია, რასაც სწამებენ ზოგჯერ ზოგიერთნი, რომ შემფერხებელია პროგრესის, ეს არის კარგი მაგალითი, რომ ეკლესიას, პირველი, საქართველოში შეიძლება პრეცენდენტი არ იყოს სხვა, ისეთი სიახლეები აქვს მეუფეს აქ შემოტანილი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ალავერდში ყოფნისას.


ick.ge

Friday 3 August 2012

ფოთში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა "ქართული ოცნების" აქტივისტებს შეურაწყოფა მიაყენა


3 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, კოალიცია `ქართული ოცნების~ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებს ქუჩაში, გაზეთებისა და მოსაწვევების დარიგებისას, მიუახლოვდა ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი ნაჭყებია. მან ახალგაზრდებს ჯერ გამოართვა `ქართული ოცნების~ გაზეთი და მოსაწვევი, შემდგომ დახია ისინი და ახალგაზრდა გოგონებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით სახეში შეაყარა.
`ქართული ოცნების~ აქტივისტებმა პროვოკატორს თავი აარიდეს და გზა განაგრძეს. მათ აედევნა შავი ფერის ჯიპი `ტოიოტა პრადო~ სახელმწიფო ნომრით CJC-251, რომელიც ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. მანქანებში მსხდომებმა `ქართული ოცნების~ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იქაურობას გაეცალნენ.
`ქართული ოცნების~ მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით, ზემოაღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რომელიც კანონით ისჯება, როგორც საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლა.
მსგავსი ქმედებებით ნაციონალური მოძრაობა თვითონ მოდის წინააღმდეგობაში მათ მიერ ინიცირებულ 4 პუნქტიან გეგმასთან წინასაარჩევნოდ ეთიკის დაცვის შესახებ.

მერაბ ქვარაია ორულუს ინციდენტის გამოძიებას ითხოვს


"ქართული ოცნება" ორულუს ინციდენტს აღმაშფოთებელს უწოდებს და შესაბამის ორგანოებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს. როგორც კოალიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა მერაბ ქვარაიამ ბრიფინგზე განაცხადა, წუხანდელი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, მიიღონ ყველა ზომა, რათა მსგავსი ფაქტები დროულად იყოს აღკვეთილი. საქართველოში, მათ შორის სამეგრელოში და ზუგდიდში, ადამიანებს უნდა მიეცეთ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პოლიტიკური საქმიანობის ხელშეუხებლობა. მივმართავთ ძალოვან უწყებაში, პოლიციაში დასაქმებულებს (მათ შორის ბევრია კეთილსინდისიერი ადამიანი), შევახსენებთ მათ, რომ ისინი უნდა ემსახურებოდნენ ხალხს",- აღნიშნა ქვარაიამ.

Wednesday 1 August 2012

მწერალი და დიპლომატი



ბატონო რედაქტორო!
სიამოვნებით ვასრულებ თქვენს თხოვნას. გურამ ოდიშარიას წარდგენა სენაკის რაიონის ამომრჩეველთა წინაშე ჩემთვის რთულიც არის და იოლიც. რთული იმიტომ არის რომ ის მრავალმხრივი მოღვაწეა ერთ საგაზეთო პატარა წერილში ვერ მოხერხდება. იოლი იმიტომ არის რომ მთელი ცხოვრება თითქმის ოთხი ათეული წელი ერთად მოვდივართ და საკუთარი ხელისგულივით ვიცნობ მის ბიოგრაფიას.
უპირველეს ყოვლისა, გურამ ოდიშარია გამოჩნილი ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგია. ის შესანიშნავად უთავსებს აქტიურ ლიტერატურულ ცხოვრებას და სახალხო დიპლომატიას ერთმანეთს. ბატონი გურამი ჩვენი სახეა ევროპის ყველა ფორუმსა და შეხვედრებზე ის დახვეწილი მრავლისმნახველი ინტელიგენტია.
გურამ ოდიშარია ბევრისგან განსხვავებით არ გაბოროტებულა. იობის თმენით იტანდა იმ სისატიკეს, იმ უსამართლობას რაც ტრიალებდა მაშინ ჩვენს ირგვლივ და ჩვენს გარშემო. ის ზოგიერთივით არ გაქცეულა ალმოდებული სოხუმიდან. ის ჩვენთან ერთად იჯდა სახელდახელოდ გათხრილ სანგარში. ახლაც კარგად მახსოვს რა შემთხვევით გავაღწიეთ სოფელ შრომის ფრონტის ხაზიდან მარად დაუვიწყარ ჯანო ჯანელიძსთან ერთად.

20 წლის ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა


20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. შავდათუაშვილმა ძიუდოისტთა შეჯიბრის ფინალში 31 წლის უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა საკუთარ ანგარიშზე იუკო ჩაიწერა და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა.
ლაშა შავდათუაშვილმა ფინალამდე ოთხივე ჩატარებული შეხვედრა იპონით მოიგო. ეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველებისთვის პირველი ოქროს მედალია.
ლაშა შავდათუაშვილი დაიბადა 1992 წლის 31 იანვარს გორში. 2012 წელს გახდა დიდებში - ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი; 2011 წელს თბილისის, პრაღის, ბუენოს აირესის მსოფლიო თასების გამარჯვებული; რიო დე ჟანეიროს დიდი პრიზის მესამეპრიზიორი. ახალგაზრდებში - ევროპის (2011) ჩემპიონი, მსოფლიოს (2011) მესამე პრიზიორი, მუდანიისა და ორჯერ პრაღის ევროპის თასების (2010, 2011) გამარჯვებული, საქართველოს (2011) ჩემპიონი.
ლაშა შავდათუაშვილის მწვრთნელები არიან არიან ანზორ თენაძე და ნიკო ბიბილაშვილი.

Tuesday 31 July 2012

რეკრუტირებული დემაგოგია



`ქართული ოცნების~ პოლიტიკური გააქტიურების პარალელურად საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოღვიძება დაიწყო, რაც ხელისუფლებას არასასიამოვნო მომავალს უქადის. ამიტომ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, როგორც ჩანს ჩათვალეს, რომ თავიანთი ძირმომპალი რეჟიმის გადარჩენას დემაგოგიური და პოპულისტური დაპირებებით შეძლებდნენ და ამ სიტუაციაში მთავარი როლის შესრულება ვანო მერაბიშვილს მიანდეს.
  თავიდან მერაბიშვილის დანიშვნამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ამას არავინ მოელოდა. მართალია განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა, ვინაიდან მერაბიშვილი ისედაც მთავრობისარაღიარებულიპრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც გილაურის ბუტაფორიულ ფიგურას შირმად იყენებდა და რეალურად მთავრობას თვითონ მართავდა. ახალ პოსტზე დანიშვნით კი მისი ძალაუფლება დე-იურედ გაფორმდა, მაგრამ ამ უბრალო პოლიტიკური სვლის უკან აშკარაა, რომ არადაფარულის გაცხადებისსურვილი, არამედ სააკაშვილისშიშიიმალება, რაც გამოწვეულია უნდობლობით ერთერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრისადმი, რომელსაც ძალოვნები ექვემდებარებოდა. ასევე, რაც ყველაზე მთავარია მერაბიშვილისადმი სიმპატიით არის განწყობილი სააკაშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილიც. ამიტომ გადამწყვეტ მომენტში ღალატის შიში დაედო საფუძვლად მორიგ სამთავრობო კარუსელს. ამ ნაბიჯით კი უბრალოდ კეისარმა პოტენციური ბრუტუსი მოიშორა და პოლიტიკაში ყველაზე მძიმე ტვირთი- არჩევნებში მმართველი ძალის გამარჯვებაზე პასუხისმგებლობა აჰკიდა.