გვერდი

Friday 23 December 2011

ამერიკაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 5 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა

  მცირე ზომის თვითმფრინავი ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ ჯერსის ერთ-ერთ მთავარ გზატკეცილზე ჩამოვარდა. მის ბორტზე  5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 2 ბავშვი. 
    კატასტროფისას დაიღუპნენ 45 წლის პილოტი და თვითმფრინავის მფლობელი ჯეფრი ბაკლი, 36 წლის რაკეშ ჩოლა, რომელიც ნიუ იორკის გრინჰილის კომპანიაში მუშაობდა. სხვა დაღუპულებად კი პილოტის მეუღლეს კორინასა და მათ ორ შვილს მიიჩნევენ.
      აშშ-ის ტრანსპორტის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი ჰარდინგიდან 33 მილით დაშორებული აეროპორტიდან აფრინდა და მიწაზე დანარცხებამდე 17 500 ფუტის სიმაღლეზე მიფრინავდა.
      განცხადებაში ასევე წერია, რომ ჯერჯერობით უცნობია თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, რომელსაც ცეცხლი და ნახევარი მილის რადიუსზე ნამსხვრევების მიმობნევა მოჰყვა, თუმცა კი მიწაზე არავინ დაშავებულა.
      ნიუ იორკ პოსტს ჯეფრი ბაკლის მეზობელმა უთხრა, რომ ბაკლების ოჯახი დიდებული ხალხი იყო, რომელთაც ჩინებული ბავშვები ჰყავდათ. ისინი ატლანტაში საშობაოდ მიემგზავრებოდნენ.
 აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჯიმ პეტერსმა დაადასტურა რომ ავიაკატასტროფას 3 მოზრდილი ადამიანი და 2 ბავშვი ემსხვერპლა, თუმცა ოფიციოზს არ მოუხდენია მსხვერპლის იდენტიფიცირება.
     ჯიმ პეტერსმა დაამატა, რომ მოკლულია ასევე ბორტზე მყოფი ძაღლი.

No comments:

Post a Comment