გვერდი

Saturday 2 May 2015

პრეზიდენტმა სამთავრობო ცვლილებას ხელი არ მოაწერა


გუშინ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერის მიერ წარდგენილ სამთავრობო ცვლილებას ხელს არ მოაწერა და მას ფორს-მაჟორულ რეჟიმში მიღებულ გადაწყვეტილება უწოდა. გიორგი მარგველაშვილი პრემიერს და პარლამენტს ერთ კვირიან ვადას სთავაზობს, რათა გადაწყვეტილების მიღება სამთავრობო ცვლილების შესახებ უფრო მშვიდ ვითარებაში მოხდეს.
“რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მინისტრების მყისიერი გადადგომა, როდესაც ვხედავდით, რომ ერთ-ერთი მინისტრი ამბობს, რომ არ მიდის პოსტიდან და მეორე დილას წავიდა.
როდესაც გუშინ ვიცოდით, რომ ორი მინისტრი იცვლება და დღეს გავიგეთ, რომ სამი იცვლება. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ცოტა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს. მე მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ ჩვენ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მინდა დავსვა კითხვა, რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს? – ამ რთული ვითარების ფონზე, მე მინდა მივცე შესაძლებლობა, როგორც პრემიერ მინისტრს, ასევე პარლამენტს , უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე.
ამ შემთხვევაში, მე ვიყენებ კონსტიტუციით მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას  და ერთი კვირის ვადით, გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე.

მე იმედი მაქვს, რომ ამ ერთ კვირას, ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მშვიდ გარემოში მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას.”– განაცხადა პრეზიდენტმა.

Friday 1 May 2015

ღარიბაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხდარ ცვლილებეს ჯანსაღ პროცესად მიიჩნევს

მთავრობაში მეშვიდე მინისტრი შეიცვალა, ანუ შეიცვალა მთავრობის 1/3. ამის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ მთავრობას ხელახლა ნდობა უნდა გამოუცხადოს, ასე რომ მინდა ყველას ვუთხრა, რომ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტი¬კური პროცესი. მთავრობაში ცვლილებები ბუნებრივია, რადგან ასეთ დინამიურ პრო¬ცესში მთავრობა მოვლენათა ადეკვატური უნდა იყოს. მე მინდა ყველა დაგარწმუნოთ რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ერთიანია. ქვეყნის განვითარების ინტერესების გათ¬ვალისწინებით, კოალიციას საერთო მიზნები აქვს. პარლამენტს მე წარვუდგენ მთავ¬რობის განახლებულ შემადგენლობას. ჩვენ ახალი მინისტრები გვეყოლება მხოლოდ იმ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს. ეს არის სპორტისა და გარემოს მინისტრები.
ღარიბაშვილმა ლევან ყიფიანის თანამდებობიდან წასვლაც შეაფასა და აღნიშნა რომ ექსმინისტრმა მას გადადგომის მოთხოვნით ერთი თვის წინათაც მიმართა, თუმცა მისი თხოვნა მაშინ არ დააკმაყოფილა.
ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოში უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ვიზიტი და ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის რიგის სამიტი, იბი¬არდის ღონისძიება და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი გამოყო.

ამის გათვალისწინებით, პრემიერმა პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს.