გვერდი

Tuesday 31 January 2012

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ბარაკ ობამას


საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა, რომელიც გუშინ The Washington Post-სა და The New York Times-ში ობამა-სააკაშვილის შეხვედრამდე დაიბეჭდა. „თავისუფალი პრესა“ გთავაზობთ ივანიშვილის წერილის სრულ თარგმანს.

 ძვირფასო პრეზიდენტო ობამა,
 2011 წლის დასასრულს საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წელი შესრულდა. ოცი წლის წინ, საქართველოს გაუჩნდა შანსი ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებზე საკუთარი სახელმწიფოებრიობა აღედგინა და თავისუფალ სამყაროს მიერთებოდა.
არავის ჰქონდა ილუზია, რომ ეს უმტკივნეულო და მარტივი პროცესი იქნებოდა. თუმცა, 2003 წლის „ვარდების რევოლუციამ“, ბევრ ადამიანს, ჩემი ჩათვლით, გაუჩინა იმის იმედი, რომ საქართველო პლურალისტური დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის და თავისუფალი, ღია საზოგადოების შენების გზას დაადგებოდა.
ჩვენი მოლოდინები დაიმსხვრა, როდესაც 2007 წლის მოწმენი გავხდით: სასტიკად დარბეული მშვიდობიანი მომიტინგეები, შტურმით აღებული და დახურული დამოუკიდებელი ტელეკომპანია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, პოლიტიკური ოპოზიციის „რუსეთის აგენტებად“ შერაცხვა, და მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის მიერ პირველ ტურში მოპარული არჩევნები.

Monday 30 January 2012

კომერციული ბანკებს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულება ემატებათ

კომერციული ბანკებს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულება ემატებათ. აღნიშნულს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება უკვე ძალშია, რომლის თანახმადაცკომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ" დებულება დამტკიცდა.
ბრძანების თანახმად, კომერციული ბანკები ვალდებულბი ხდებიან გამოარკვიონ მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.
თუ კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, ბანკმა დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: მიიღოს ბანკის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად; განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.

Thursday 26 January 2012

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ განცხადება


  „2012 წლის 25 იანვარს საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ქართული ოცნება“ საქართველოს კონტროლის პალატისაგან მიიღო წერილი, რომლითაც კონტროლის პალატას აქვს უკანონო მცდელობა ხელყოს საზოგადოებრივი მოძრაობის საკუთრება. კერძოდ, კონტროლის პალატა მოითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ ნებაყოფილობით უარი თქვას მის საკუთრებაში არსებულ 1 100 000 ლარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება ამ თანხის კონფისკაციით და მისი ათმაგი ოდენობით დაჯარიმებით.  
      იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი საკუთრების უკანონო ჩამორთმევა და, ასევე, არაგონივრულად და არათანაზომიერად მკაცრი ფინანსური სანქციები, ჩვენ იძულებულნი ვართ ამ ეტაპზე შევასრულოთ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა. თუმცა, უახლოეს დღეებში ვაპირებთ მივმართოთ ჩვენთვის კანონით მინიჭებულ სამართლებრივ ზომებს, რათა აღვკვეთოთ კონტროლის პალატის ჩვეულებად ქცეული თვითნებური და უკანონო მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ“. 

საზოგადეობრივი მოძრაობა 
„ქართული ოცნება“

ნათია მოგელაძე "ქართული ოცნებისგან" ფულის დაბრუნებას ითხოვს


   კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ "ქართულ ოცნებას" წერილით მიმართა და ფულის დაბრუნება მოითხოვა:
     "თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობა "ქართულ ოცნებაზე" "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციები ვრცელდება. შესაბამისად, მოძრაობა "ქართული ოცნების"

Thursday 12 January 2012

შ ე ს ა ვ ა ლ ი


     ეს არის შესავალი იმ წერილებისა, რომელსაც ცნობილი ქართველი ლიტერატორი და კინოდრამატურგი რეზო კვესელავა ბეჭდავდა რაიონულ გაზეთში მოგონებების სახით მასწავლებლებზე, ექიმებზე, გლეხკაცებზე... ეს მოგონებები მალე ცალკე წიგნად გამოვა ამ შესავლით, რომელსაც უცვლელად ვთავაზობთ ჩვენს მკითხველებს.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ყველამ, ვისაც სკოლაში უსწავლია, იცის ლეიბნიცის აფორიზმი: `აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა~. ეს აფორიზმი ისე მოხდენილად თარგმნა ილია ჭავჭავაძემ, რომ მასაც ეკუთვნის.
ილია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წარსულთან ცოცხალ ურთიერთობას. სხვანაირად წარმოუდგენელია. ჩვენი წინაპრები კულტურული ადამიანები იყვნენ, მათი ფოტოსურათებიც გვაგრძნობინებენ, რომ მათი ნაწერები მათი სულის ღაღადისია, მათი ცრემლები მათ ეკუთვნით. გალაკტიონი ასე ეთხოვებოდა სამშობლო მხარეს:

Saturday 7 January 2012

საშობაო ეპისტოლე


საშობაო ეპისტოლე
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის
ილია II
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთიხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს“  (I პეტრე 5.5)
მადლობა უფალს, რომ კვლავ გავხდით ღირსნი, მოგვესმინა ანგელოზთა საოცარი საგალობელი: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (ლუკა 2.14).
ყოვლადწმიდა სამების მოწყალებით ,,სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 1.140. დიახ, ,,დღეს დავითის ქალაქში დაიბადა... მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი (ლუკა 2.11) და უწოდებენ სახელად ემმანუელს, რაც თარგმანებით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი(მათე 1.23).

Wednesday 4 January 2012

ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა


ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დაბადების დღე ოჯახის წევრებთან ერთად მიულოცა.
გილოცავთ დაბადების დღეს!  გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს. თქვენ მოგიწიათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლობა ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, გამოიარეთ მრავალი განსაცდელი და თქვენი სიბრძნით, შემწყნარებლობითა და დაუღალავი მოღვაწეობით დაიმსახურეთ უდიდესი პატივისცემა ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთაც. თქვენ ბრძანდებით აღიარებული ავტორიტეტი როგორც საქართველში მცხოვრები თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის, ისე  ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. იხარეთ და იბედნიერეთ!, - განაცხადა ივანიშვილმა.
შეხვედრამ თბილ ვითარებაში ჩაიარა. პატრიარქმა ივანიშვილი დალოცა: „მე მინდა დავლოცო თქვენი ოჯახი. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული და საქართველოსთვის თავდადებული მოღვაწეობა“.
პატრიარქი ბერას შემოქმედებითაც დაინტერესდა და მის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები მოისმინა.

ცნობისათვის, 4 იანვარს უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II- 79  წელი შეუსრულდა.

იხილეთ ვიდეო:

პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საახალწლო მიმართვას ავრცელებს


პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველომ“ საახალწლო მიმართვა გაავრცელა, რომელსაც გაზეთი „თავისუფალი პრესა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო თანამემამულენო, ქართველნო და საქართველოში მცხოვრებნო არაქართველნო!
ისტორიამ მიითვალა 2011 წელი. წელი, რომელიც კიდევ ერთი უმძიმესი გამოცდა იყო საქართველოსთვის. წელი, რომელმაც თვალნათლივ დაგვანახა, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება არ შეიძლება _ საჭიროა ერთ მუშტად შეკვრა და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების წინა პლანზე წამოწევა. სწორედ ამ აუცილებლობით იყო ნაკარკახევი ახალი სუბიექტის _ პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში დამკვიდრება.