11 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ გრანდიოზულ ღონისძიებაზე, თითქმის ორთვიანი მოლოდინის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დაფუძნდა. როგორც მოსალოდნელი იყო ღონისძიებას რამდენიმე ათას მხარდამჭერთან ერთად (რომელთა დიდი ნაწილი დარბაზში ადგილების არარსებობის გამო გარეთ დამონტაჟებული ეკრანიდან ადევნებდა თვალს) ქართული კულტურის, ხელოვნების და სპორტის ვარსკვლავები, ასევე ყოფილი სახელმწიფო მოხელეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
ყველა ერთობის შექმნა მისასალმებელია, რომელიც საზოგადოების გამოფხიზლებას შეუწყობს ხელს, მაგრამ ასეთი დიდი, საერთო ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება ორმაგად
უფრო მნიშვნელოვანია. ვინაიდან როგორც პრეზენტაციაზე ითქვა „ქართული ოცნების“ მიზანს ქვეყნის ერთიანობის აღდგენა და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის დაჩქარება წარმოადგენს. „ქართული ოცნება“ უნდა გახდეება ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც შეძლებს საზოგადოების გამოფხიზლებას და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას, ცვლილებას უკეთესი მომავლისათვის. როგორც თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა: „დღეიდან ჩვენი მიზანია ისეთი ქვეყნის აშენება, სადაც თითოეული მოქალაქის და მთელი ქვეყნის საწინდარი იქნება პატიოსნება, ღირსება და პროფესიონალიზმი, ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ღირსეული შემოსავლის უზრუნველყოფა, სამართლიანობის დამკვიდრება და ჩვენს თანამემამულეებში იმედისა და რწმენის გაძლიერება, დასავლური ღირებულებების დამკვიდრება, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და არა ევროპისაკენ სვლის იმიტაცია.“

ბრიტანული სააგენტო „როიტერი“ კი აღნიშნავს, რომ: „ივანიშვილი მთავრობისთვის რეალური საფრთხეა, როგორც თავისი უზარმაზარი ფინანსური რესურსების, ასევე იმის გამოც, რომ მისი რეპუტაცია წარსულის პოლიტიკური მაქინაციებისგან სუფთაა“.
ქვეყანაში გამეფებულ უკანონობაზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ადვოკატმა მანანა კობახიძემ: „გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის დღე იყო. სიმბოლურია, მაგრამ ჩვენ არაფერი მისალოცი ამ დღეს არ გვაქვს ერთმანეთისთვის. გუშინ შედგა პოლიტპატიმრების სია და მათი რაოდენობა 87-ია, შესაძლოა - მეტიც. 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე მხოლოდ 3,7 % -ია გამამართლებელი განაჩენებისა. ოფიციალურად 25 000 პატიმარი გვყავს, მაგრამ არაოფიციალურად, ვიცით, რომ მათი რიცხვი მეტია. რა, კრიმინალურ ერად გადავიქეცით 2003 წლის შემდეგ? გაუგებარია... მე აქ დღეს იმიტომ მოვედი, რომ მჯერა, სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია ეს ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოს“.
ძალიან ამაღელვებელი გამოსვლა ჰქონდა მწერალ გურამ ოდიშარიას, რომელმაც ქართველი ერის ერთიანობაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და საზოგადოებაში არსებული სიძულვილის დაძლევის აუცილებლობაზე ისაუბრა: „რაც არ უნდა კარგი კონცეფციები დაიწეროს და კარგი დოკუმენტები იქნას ხელმოწერილი, არც ერთი არ იმუშავებს, თუ ჩვენს შორის ურთიერთობის ნორმა ისევ სიძულვილი იქნება... უმთავრესი ღირებულებები უნდა დავიცვათ და შემდეგ სამოქმედო გეგმა, მთელი თავისი დეტალებით, დალაგდება. ჩვენ არ ვჭირდებით ერთმანეთს მტრებად და მოღალატეებად, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით მეგობრებად, თანამდგომებად. ჩვენ ერთმანეთისთვის მაშველი რგოლები უნდა გავხდეთ და სიძულვილი დავივიწოთ. ფეხბედნიერი ყოფილიყოს დღევანდელი დღე, როგორც ერთმანეთის მეგობრებად გარდაქმნის დასაწყისი, როგორც ეროვნული ენერგიის დაქსაქსვის დასრულების დასაწყისი“.

ზურაბ ჯამბურია,
პუბლიცისტი
No comments:
Post a Comment