გვერდი

Friday 30 March 2012

აშშ-ს საელჩოს პასუხი "ქართულ ოცნებას"


აშშ-ს საელჩო საქართველოში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" მიერ ჯონ ბასისადმი გაგზავნილ ღია წერილს პასუხობს. განცხადებას "თავისუფალი პრესა" უცვლელად გთავაზობთ :
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არაკომერციული, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 20 წელზე მეტია, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაზე მუშაობს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მეტ ჩართულობასა და მთავრობის ანგარიშვალდებულების ზრდას. მისი პროგრამები დაფინანსებულია სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის, შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 23 მარტს გამოაქვეყნა, აშშ-ის მთავრობას არ დაუფინანსებია.

კოალიცია "ქართული ოცნება" ჯონ ბასს ღია წერილით მიმართავს


პოლიტიკური კოალიცია  "ქართული ოცნებამ"  აშშ-ს ელჩს ღია წერილს უგზავნის და მოითხოვს ორგანიზაციებმა NDI-იმ და IRI-იმ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში შეწყვიტონ სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა, რომელიც შემდეგ სპეკულაციის საგანი ხდება ხელისუფლების ხელში.
"თავისუფალი პრესა" კოალიციის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენო აღმატებულებავ,
პირველ რიგში, გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება აშშ-ს მთავრობის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის აღმოჩენილი ფასდაუდებელი დახმარების, მათ შორის USAID-ს ეგიდით განხორცილებული მრავალრიცხოვანი პროგრამების, გამო. ჩვენთვის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც წლების განმავლობაში ეწევიან NDI-ის და IRI-ის ადგილობრივი ოფისები. ამ ორგანიზაციების ხელშეწყობით ჩვენ საშუალება გვეძლევა გავაძლიეროთ მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის საფუძვლები, ავამაღლოთ პოლიტიკური ლიდერების და აქტივისტების კვალიფიკაციის დონე, შევიმუშაოთ და დავხვეწოთ პარტიების პოლიტიკური პლატფორმები და პროგრამები, გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და სხვ.

Friday 23 March 2012

საქართველოს პატრიარქმა ელჩებს საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა


გუშინ, 23 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესი და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 95 წლის აღსანიშნავად  სპეციალურ მიღება გამართა. რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პატრიარქმა დიპლომატებს საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა. ასევე ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს რელიგიური გაერთიანებების ინტერრელიგიური ჯგუფის მორიგ შეკრება 2 აპრილს გაიმართება, სადაც საქართველოს ეკლესიის ინიციატივით მოხდება თურქეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, რომლის მიხედვითაც, ოშკისა და იშხანის გადარჩენის სანაცვლოდ, ბათუმში „აზიზიეს მეჩეთი“ უნდა აშენდეს, ხოლო ახალციხის რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული „აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციაში უნდა ჩაერთოს თურქული მხარე.
საქართველოს პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების აღდგენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და არაკეთილმოსურნეების მიერ ჩვენს ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების მდგომარეობის შესახებ უცხოეთში არასწორად გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა.
საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე, პატრიარქის მიერ წარმოთქმულ სიტყვას „თავისუფალი პრესა“ უცვლელად გთავაზობთ:

მწარე სინამდვილე

(პოლიტიკური მინიატურა)

დევნილი იყო შოთა რუსთაველი.
განდეგილი _ დავით გურამიშვილი.
შერისხული _ ბესიკ გაბაშვილი.
ყარიბი _ ნიკოლოზ ბარათაშვილი.
ღარიბ-ღატაკი _ ეგნატე ნინოშვილი.
მოკლეს ერის მამა, ილია ჭავჭავაძე.
უგზო-უკვლოდ გააქრეს ვანო მაჩაბელი.
უყურადღებობით, სიღატაკეში დაღუპეს ვაჟა ფშაველა.
თბილისში თავშესაფარიც არ აღირსეს პოეტთა მეფეს, აკაკის.
გადასახლებაში დაღუპეს ჭოლა ლომთათიძე.
საფლავიც დაუკარგეს უპატრონოდ მკვდარ ფიროსმანს.
დახვრიტეს სრულიად უდანაშაულო გამოჩენილი მწერალი დანიელ ფიფია.
საგიჟეთში ყოფნა მიუსაჯეს სევდის ტრიუმფატორს, დევნილ, უსახლკარო ტერენტი გრანელს.
წამებით მოკლეს ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე...
თავი მოაკვლევინეს პაოლო იაშვილს.
აიძულეს საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმომხტარიყო დიდი გალაკტიონი.

Thursday 22 March 2012

ლევან ყიფიანი: დღეს ქართული სპორტი მაღალჩინოსანთა ინტერესებს ეწირება


საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ სპორტის თემატური ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის ხელმძღვანელი ვეტერანი ფეხბურთელი, კავშირ „ჩვენი ფეხბურთის“ დამფუძნებელი და ლეგენდარული ფეხბურთელის დავით ყიფიანის შვილი ლევან ყიფიანია. თუ რატომ გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა და რა აზრისაა მიმდინარე პროცესებზე _ ამასთან დაკავშირებით „თავისუფალი პრესა“ ლევან ყიფიანს ესაუბრა:

-დავიწყოთ იმით, რომ ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა და არა პოლიტიკური პარტია. აქ მოღვაწეობენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: ლეგენდარული ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი, სასიქადულო მოკრივე დავით კვაჭაძე, მძლეოსანი მაია აზარაშვილი, სამბოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლეგ იაძე და სხვ. ამ ადამიანებს ძალიან დიდ პატივს ვცემ,ხელისუფლებისგან კი სრულიად მივიწყებულები არიან. სასიამოვნოა ასეთ გარემოში მუშაობა, კონფეპციის შექმნა და შემდეგ მისი წარდგენა-განხორციელება. როგორც ჩანს ამ ხელისუფლებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები სპორტში. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის მიმდინარე მოვლენები, რომელიც ზოგადად სპორტში და განსაკუთრებით ფეხბურთში ხდება.თითოეული ქართველის მოქალაქეობრივი ვალია თავისი  კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს და დააფიქსიროს პოზიცია უკანონობის წინააღმდეგ. მე არ ვარ პოლიტიკოსი, თუმცა როგორც რიგით ქართველს მაწუხებს და მტკივა ის, რაც ქვეყანაში ხდება. ყველაზე დამღუპველი ისაა, რომ ყველაფერი ჯერაც პიროვნებებზეა დამოკიდებული, და არა სისტემურ ცვლილებებზე. მიზანი ერთია: სპორტი უნდა ჩამოყალიბდეს აბსოლუტურად დამოუკიდებელ ერთეულად. ჩვენი დევიზია: სამართლიანობა, პროფესიონალიზმი და პასუხისგებლობა. სწორედ ეს სამი კომპონენტი წარმართავს საქმიანობასა და წარმატებებს.
-როგორ შეაფასებდით ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის პოლიტიკაში წასვლას?

Tuesday 20 March 2012

მარტვილში თავისუფალ სიტყვას კლავენ


martvilis gamgebeli da sxva xelmZRvaneli pirebi didi xania mizanmimarTulad cdiloben CaaxSon raionSi Tavisufali sityva da daimorCilon obieqturi, miukerZoebeli media, raTa Semdeg mosaxleoba srul informaciul vakuumSi amyofon.
swored am sakiTxebze gvesaubreba gazeT `martvilis~ redaqtor-gamomcemeli, asociacia `Tavisufali presis~ Tavmjdomare faust nadaraia.

_ მოგეხსენებათ, ასოციაცია თავისუფალი პრესა გაზეთ თავისუფალ პრესასთანერთდ გამოსცემს გაზეთ მარტვილს, რომლის მიზანია რაიონში ახლებური აზროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება.
მაგრამ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა დანელია და სხვა ხელმძღვანელი პირები ვერ იტანენ თავიანთ რაიონში არაკონტროლირებადი, თავისუფალი გაზეთის არსებობას. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს მამუკა დანელიას გაზეთ მარტვილის მიმართ თავისი აგრესია არასოდეს დაუმალავს. მის მიზანს ამ გაზეთის დახურვა წარმოადგენს.
_ რამე პოლიტიკური მოტივი ხომ არ უდევს საფუძვლად მის ასეთ ქმედებას?
_ ის, რასაც მარტვილის გამგებელი ჩვენს მიმართ აკეთებს, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა. თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც. შევეცდები დაწვრილებით აგიხსნათ.

Monday 19 March 2012

ნუ ვიქნებით უსამართლო ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული შიშის მონები

(მიმართვა მარტვილელებს, სამეგრელოსა და სრულიად საქართველოს)


გაზეთ თავისუფალი პრესის მკითხველები კარგად იცნობენ ზურაბ ბიგვავას, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთერთ აქტიურ წარმომადგენელს და საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ პატრიოტ პიროვნებას, რომელმაც ჯერ კიდევ 2003 წელს გამოცემულ თავის პირველ წიგნში გახსოვდეს, გვიმზერს მაღლიდან ღმერთი ასეთ ფორმულად ჩამოაყალიბა საკუთარი ცხოვრებისეული კრედო: სანამ ცოცხალი ვარ მინდა ვემსახურო ღმერთს, სამშობლოს და ჩემს ოჯახს იმით რისი შესაძლებლობაც გამაჩნია.
დღეს, სწორედ ამის დასტურია მისი გადაწყვეტილება: უარი თქვას ჩვეულებრივ ცხოვრებაზე და შეუერთდეს ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ კოალიცია ქართული ოცნების გუნდს, რომელიც იბრძვის საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შესაცვლელად.
გთავაზობთ ბატონ ზურაბ ბიგვავას მიმართვას:
------------------------------------------------------
მე, გადავწყვიტე  უარი ვთქვა ჩემს ჩვეულებრივ ცხოვრებაზე და შევუერთდე იმ გუნდს, რომელიც იბრძოლებს ამ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შესაცვლელად ისე, როგორც ვიბრძოდით კომუნისტური წყობის წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.
გვახსოვს ალბათ  მაშინდელი ლოზუნგები  „ძირს რუსეთის ძირმომპალი იმპერია“, „ძირს კომუნისტური პარტია“, „გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს“, „გაუმარჯოს ერთიან ქრისტიანულ საქართველოს“.
მინდა ავღნიშნო, რომ თუ დააკვირდებით მაშინდელ ლოზუნგებს და დღევანდელ რეალობას ბევრი არაფერია შეცვლილი. სამწუხაროდ  ბევრი რამ საერთო აქვთ მაშინდელ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ წყობასთან დღევანდელ რუსეთის და საქართველოს  რეჟიმებს.
ვაკვირდები და ვფიქრობ: შორს წავედით კი 80-იანი წლების ბოლოდან? რა თქმა უნდა არა!

რუის-ურბნისის კრება მნიშვნელოვანი იყო, როგორც ეკლესიის მსახურთათვის ასევე ერისკაცთათვის






რუის-ურბნისის კრება მოიწვიეს დავით აღმაშენებლის  ინიციატივით 1103 წელს და ამ კრების თავმჯდომარე იყო იოანე კათალიკოსი.. ძეგლისწერის შემუშავებაში დიდი წვლილი მიუძღვით გიორგი მწიგნობართუხუცეს (გიორგი ჭყონდიდელი) და არსენ იყალთოელს.  რუის-ურბნისის ძეგლისწერა მიიღეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე.  ამ საეკლესიო კრების დადგენილებებს კანონის ძალა ჰქონდა.
დიდმა მეფემ და წმინდანმა  დავით აღმაშენებელმა,  განკვეთა უღირსი ეპისკოპოსნი და წარმოაჩინა ზნეობრივნი: ამით ღვთის სახლი, რომელიცქვაბ ავაზაკთა ქმნულიყო“, ავაზაკებისგან განწმინდა.
კრებაზე მიღებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დადგენილებები:
    საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები ეხება ეკლესიის მსახურებს, მათ დანაშაულს, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს როგორც ეკლესიის მსახურმა, ისე ერისკაცმა.

ბურიდანის ვირები



  სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები მუდმივად ამტკიცებენ, რომ `ნაციონალური მოძრაობა~ ერთიანი, მონოლითური გუნდია და მისი დაშლის ალბათობა არარსებობს, თუმცა ხელისუფლებას უკვე ორი დეპუტატი გამოაკლდა: უმრავლესობიდან გარიცხეს ბეჟან ხურციძე (ვანის მაჟორიტარი), ხოლო კობა კურდღელაშვილი (კასპის მაჟორიტარი) თავად გადაბარგდა `ქრისტიან-დემოკრატებთან~. მიუხედავად ამისა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების პასიური წევრები, მაჟორიტართა კორპუსი, რომლებიც არ არიან `ნაციონალური მოძრაობის~ პარტიული აქტივისტები, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის მთავარ ფინანსურ საყრდენს წარმოადგენენ, დღეს ბურიდანის ვირის მდგომარეობაში არიან, რომლებსაც ბოლომდე ვერ გადაუწყვეტიათ: დარჩნენ სააკაშვილის გვერდით და ჩაჰყვნენ მას პოლიტიკურ საფლავში თუ გადავიდნენ ახალი პოლიტიკური ძალის _ ივანიშვილის კოალიციაში. ეს ერთგვარი პარადოქსული სიტუაციაა და, თუ ისინი დროზე არ გააკეთებენ არჩევანს, შეიძლება ბევრი რამ დაკარგონ.