გვერდი

Thursday 1 December 2011

"მაესტროს" თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს

  ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლებმა ტელეკომპანიის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, რომელსაც „თავისუფალი პრესა“ უცვლელად გთავაზობთ:
 "ტელეკომპანია "მაესტროს" სრული კოლექტივის განცხადება საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ გუშინ გახდა ცნობილი. ჩვენ ამ დრომდე არ გვეძლევა საშუალება, სრულფასოვნად გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენ მივესალმებით მოწოდებას, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დამფუძნებელ მამუკა ღლონტსა და "რუსთავის მედიის" მართვის კომპანიის დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს შორის.
      ვეთანხმებით სტატუს-ქვოს აღდგენას, თუმცა, ვაკონკრეტებთ, რომ მოლაპარაკების დაწყების დროს "მაესტროს" ტერიტორია ეროსი კიწმარიშვილთან ერთად უნდა დატოვონ მისმა თანმხლებმა, ჩვენთვის უცხო პირებმა, რადგან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მათი ყოფნა ტერიტორიაზე. ისინი ხელს გვიშლიან მუშაობის გაგრძელებაში, გვიზღუდავენ გადაადგილებას, ბლოკირებულია მეორე და მესამე სართულის შესასვლელი. თითოეული ჩვენთაგანისთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთ ვითარებაში მუშაობა, რადგან ჩვენი აზრით, ასეთ ვითარებაში ვერ იქნება შენარჩუნებული სარედაქციო დამოუკიდებლობა და ობიექტურობა.
      ჩვენ კვლავაც ვაპროტესტებთ ეროსი კიწმარიშვილის მხრიდან ტელეკომპანიაში შემოსვლის ფორმას, ტელეკომპანის თანამშრომლების გათავისუფლებას და ნებისმიერ ძალადობრივ მოქმედებასა თუ განცხადებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

No comments:

Post a Comment