გვერდი

Wednesday 30 November 2011

ივანიშვილის აისი სააკაშვილის დაისის ფონზე



   ქართულ პოლიტიკურ „ტატამზე“ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა საქართველოს ხელისუფლებისთვის თავზარდამცემი მოულოდნელობა იყო, რომელიც ქარიშხალივით დაატყდა და პოლიტიკურ აგონიაში ჩააგდო. მიუხედავად გასული წლების პოლიტიკური კატაკლიზმებისა და მრავალათასიანი მიტინგებისა ძალაუფლების დაკარგვის ასეთი რეალური საფრთხე მას არასოდეს დამუქრებია. ვინაიდან ივანიშვილის სახით ფინანსურად ძლიერი და რაციონალური პოლიტიკური ხაზის გამტარებელი პიროვნება დაუპირისპირდა, რომლის დაძლევაც ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება.
    ხელისუფლებისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება საშიშია არა მარტო იმიტომ, რომ მას აქვს ბევრი ფული, არამედ ივანიშვილს შესწევს უნარი მმართველ გუნდს გამოაცალოს ყველა ის რესურსი, რომელიც სააკაშვილის ერთპიროვნული ძალაუფლების უსაფრთხოებას განაპირობებს. კერძოდ, პროდასავლურ

Tuesday 29 November 2011

ივანიშვილის განცხადებამ მარტვილიც გამოაცოცხლა

  ცნობილი ბიზნესმენისა და თავისი ქვეყნის უდიდესი პატრიოტის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც მთელ საქართველოში, მარტვილშიც ახლა ყველა იმ კაცზე ლაპარაკობს, ვინც სამების ტაძასრი ააშენა, ვინც არაერთი მწერალი, მეცნიერი, ხელოვანი იხსნა შიმშილით სიკვდილისაგან, ვისგან 50 ათასზე მეტი ოჯახი იღებს დახმარებას და ვისი ფონდიც დღესაც უამრავ ადამიანს ეხმარება სიცოცხლის გადარჩენაში.
    ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, რამდენი რამ აქვს მას გაკეთებული და ახლა იგებს.
  დიდი ქართველი მეცენატის, ერისკაცისა და ღირსეული მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის პიროვნების შესახებ გვესაუბრება ცნობილი ქართველი ლიტერატორი, კინოდრამატურგი, პედაგოგი, მთარგმნელი, არაერთი ქართული ფილმის (მათ შორის „ვედრებისა“ და „მონანიების“) სცენარის ავტორი, მარტვილის სახელოვანი შვილი, რეზო კვესელავა:

    _ ბატონო რეზო! ერთი თვეზე მეტია რაც საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და უკვე მის გამოსვლებსა თუ განცხადებებზე ბევრი დაიწერა. თქვენ თუ შეგიძლიათ რამე ახალი თქვათ ამ მიმართულებით.

სისხლიანი წარსული, რომლის დავიწყება არ შეიძლება

                                                (ისტორია მომავლის სადარაჯოზე)     
        
     საქართველო ახალგაზრდა ფორმირების პროცესში მყოფი სახელმწოფოა, რომელიც უამრავ პრობლემას აწყდება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე. ამიტომ აუცილებელია გავიაზროთ საქართველოს უახლესი ისტორიის ის პერიოდი, როცა ქვეყანამ სახელმწიფოებრივი აღზევებიდან – მოულოდნელი დაცემა განიცადა. მითუმეტეს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ისტორიული გამოცდილების გამოყენება და წარსულში დაშვებული შეცდომების გათვალისწინება აუცილებელია, რათა ხელმეორედ არ იქნას დშავებული იგივე შეცდომები.
    ზოგადად სამეცნიერო პუბლიკაციებში ერთგვარად მოდურია საუბარი იმპერიულ სახელმწიფოთა ძალმომრეობაზე, დიდი სახელმწიფოს მიერ პატარა სახელმწიფოს ჩაგვრასა და შევიწროებაზე, მაგრამ დაუშვებელია მხედველობის მიღმა დარჩეს მეზობელი პატარა სახელმწიფოების თუ ერების მოქმედება, რომელიც გაცილებით საშიში და დამანგრეველი შეიძლება იყოს ვიდრე იმპერიული ინტერვენცია. მაგალითისთვის

Monday 28 November 2011

მარტვილელი ჯონი ბენიძე მსოფლიო ჩემპიონია


   ამ წერილის ზემოთ, სათაურის გვერდით, თქვენ ხედავთ სრულიად რუსეთის სპორტის ფედერაციის ჟურნალ „„„„Ãèðåâîè ñïîðò“-ის 2011 წლის მესამე ნომერს, რომლის გარეკანის პირველ გვერდზე მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში დაბადებული მსოფლიო ჩემპიონის_ ჯონი ბენიძის ფოტოსურათია დაბეჭდილი. რამხელა აღიარებაა, როგორი დაფასებაა _ მოგეხსენებათ.


  Äæîííè Áåíèäçå: "Íà ïåðâîì çàíÿòèè ñ ãèðÿìè ìîé òðåíåð Âÿ÷åñëàâ ßêîâëåâè÷ Îãàðåâ ñêàçàë: "Ëþáîé, êòî âûõîäèò â ñïîðòèâíûé çàë áåç ïðîïóñêîâ çàíÿòèé è âûïîëíÿåò äàííîå åìó çàäàíèå, ÷åðåç 5-7 ëåò ñòàíîâèòñÿ ÷åìïèîíîì Ðîññèè".  ß åìó ïîâåðèë". 
     მარტვილელი ჯონი ბენიძე რუსეთისა და მთელი მსოფლიო სპორტის სიამაყეა! ჩვენ ადრეც ვწერდით მის შესახებ. ბარემ აქვე მოვიტანთ ნაწყვეტს იმ რუსული სტატიიდან, რომელიც 2009 წელს გადმოვბეჭდეთ ჩვენს გაზეთში:

დილეტანტებისაგან უარყოფილი პროფესიონალი

                     (ანუ რატომ არ უყვართ უმეცრებს ბრძენნი...)



   სამყაროში ყველა ღირსეული ადამიანი ცხოვრობს წარსულის მოგონებით, აწმყოს განცდითა და მომავლის იმედით და ნამდვილი ადამიანი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმას, რომელსაც წარსულში გააჩნია ღირსი მოგონებებისა, აწმყოში განცდილი მასალა და მომავალში შენიშვნული სინათლე. ეს თვისებები მოჭარბებულად აქვს მომადლებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსდამთავრებულს, მაღალპროფესიონალ იურისტს, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორს ბატონ ვაჟა აბაკელიას.
    ბატონი ვაჟა ათი წლის განმავლობაში იყო თბილისის ნაძალადევის რაიონის სახალხო მოსამართლე, მარტვილის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე, რაიკომის პირველი მდივანი. იგი პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში, მარტვილის რაიონში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მოსახლეობამ აირჩია საქართველოს უმაღლეს საბჭოში _ დეპუტატად. 1990 წელს უმაღლესმა საბჭომ აირჩია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარედ. 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას რეკომენდაციით დაინიშნა საქართველოს გენერალურ პროკურორად. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სამგორის, ისანი-სამგორის რაიონის პროკურორად (სულ 12 წელი).
  ბატონი ვაჟა არის მამულიშვილი, ერუდიტი, სამშობლოსათვის თავდადებული პიროვნება, რაც მას საქმით არაერთხელ დაუმტკიცებია ქვეყნისათვის ურთულეს ჟამსაც კი, მაშინ, როდესაც საქართველოს პირველ კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ჯგროდ შემოესივნენ ანტიეროვნული ძალები და არ მისცეს ეროვნული

Sunday 27 November 2011

ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე

   თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,
    კარგი შვილები რად გვებადება,
   ჩემო ქვეყანავ, ჩემო სამშობლოვ
   არ გეკადრება, არ გეკადრება.
                                               ვაჟა

       გაზეთ „მარტვილის“ რედაქცია „თავისუფალი პრესის“ რედაქციასთან ერთად პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეობას ართმევს საქართველოსა და ქართველ ხალხზე უზომოდ შეყვარებულ ჭეშმარიტ მამულიშვილს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. კაცს, რომელმაც ქართველ ერს სამების ტაძარი აუშენა, კაცს, რომელიც უანგაროდ ეხმარება მეცნიერებს, ხელოვანებს, მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, სკოლებს, საავადმყოფოებს... ერთი სიტყვთ, მთელ საქართველოს.
    ბიძინა ივანიშვილს იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული საქართევლოსთვის, რომ მისი ამაგი ყველა ქართველმა უნდა დააფასოს.
   საჯაროდ ვაცხადებ: მე როგორც ერთი რიგითი ქართველი, დიდ უსამართლობას ვხედავ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაში.
    დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია „თავისუფალი პრესის“ მიერ გამოცემულ გაზეთ „მარტვილის“ ოქტომბრის ნომერში მე დავბეჭდე ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის ამსახველი მასალები, რაზედაც ხელისუფლება გაგვინაწყენდა.მაგრამ ვინც არ უნდა განაწყენდეს, მე მივმართავ ჩემს კოლეგებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამომავალ რაიონული გაზეთების რედაქტორებს: ნუ ვიქნებით პასიურნი, რადგან ჩვენი ერთადერთი მიზანი ხომ მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა. ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფმა რეგიონის სოფლის მოსახლეობამაც ხომ უნდა იცოდეს ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და რა გაუკეთებია მას საქართველოსთვის. ხომ უნდა იწერებოდეს ამის შესახებ რაიონულ გაზეთებშიც, არადა ზოგიერთ რაიონულ გაზეთს რომ ვკითხულობ, არქიფოს ქვეშევრდომები გაგახსენდებათ, „პოლიქრონიონს“ რომ მღერიან.
       _ მე ყველა რაიონში მყავს მეგობრები და ვიცი, რომ სამეგრელოში ბევრი უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის მოსვლას პოლიტიკაში, _ მითხრა ერთმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, რომელმაც მცირე ხნის პაუზის შემდეგ დასძინა: _ ჩემი სურვილია, როგორც მთელ საქართველოში, ასევე ჩემს რეგიონშიც, სამეგრელო-ზემო სვანეთში ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგნენ ჩვენი კუთხის პატიოსანი, ჭკვიანი, განათლებული, წარმატებეული და ღირსეული ადამიანები...
     ჩვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად ღირსია ხელისუფლებაში მოსვლისა. რაც მთავარია, იგი ამას აპირებს ყოველგვარი ძალადობის გარეშე, სამართლიანი არჩევნების გზით.
    რაც შეეხება საკითხს, უნდა იყოს თუ არა იგი საქართველოს მოქალაქე, ამასთან დაკავშირებით სამართლიანად და ყველას გასაგონად ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ: „ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე“.
   გაზეთ „მარტვილის“ რედაქცია მხარს უჭერს, ემხრობა და სავსებით იზიარებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა და მიეცეს თავის სამშობლოში ნორმალურად მოღვაწეობის საშუალება, რადგან „ჩვენ ერთად უნდა ავახდინოთ ქართული ოცნება _ ეს არის ერთიანი, მთლიანი, ძლიერი, სამართლიანი საქართველო“.

ფაუსტ ნადარაია
გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი.

Saturday 26 November 2011

თავისი კუთხის მოამაგე




    სამეგრელოში და არა მარტო სამეგრელოში, მთელს საქართველოში კარგად იცნობდნენ მამანტი კვირტიას, როგორც ჟურნალისტს, პოეტს, ტოპონიმიკისა და ეთნოგრაფიის უზადო მკვლევარს, ფუნაგორიებისა და მახვილსიტყვაობის დიდოსტატს. თავისი ნიჭის წყალობით ახალგაზრდობიდან დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა. 30-იან წლებში ზუგდიდში მეგრულად გამომავალ „ყაზაყიში გაზეთის“ თანამშრომელი ხდება. როცა ისაკ ჟვანია ზუგდიდან ოსეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად გადაიყვანეს, მამანტი თან წაიყვანა და სათავეში ჩაუყენა ახლადდაარსებულ საოლქო გაზეთს „საბჭოთა ოსეთი“. იგი იყო ჩხოროწყუს რაიონული გაზეთის რედაქტორი, მოღვაწეობდა განათლების სისტემაში, პარტიულ სამუშაოებზეც, მაგრამ იგი მაინც დარჩა პუბლიცისტური წერილებითა და ნააზრევით თავისი კუთხის მკვლევარად.
     ბატონი მამანტის ხშირი სტუმრები იყვნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები. უპირველესად ლინგვისტები, ეთნოგრაფები, ფოლკლორისტები. ახლო ურთიერთობა ჰქონდა აკაკი შანიძესთან, არნოლდ ჩიქობავასთან, ვარლამ თოფურიასთან, აპოლონ ცანავასთან, ტოგო გუდავასთან, გიზო ჭელიძესთან... მის მიერ შეკრებილი

ნესტორ ესებუა



              გ ა ხ ს ე ნ ე ბ ა

   სოფელ სორტაში (სენაკის რაიონი) დაბადებული ნესტორი თვრამეტიოდე წლის ბიჭი იყო, ბათუმში, როტშილდის ქარხანაში რომ დაიწყო მუშაობა. მევალე მედუქნეს ნესტორისათვის უთქვამს: ქარხნიდან კალა მომიტანე და ვალსაც იმაში გაგიქვითავო. იმ დღეს ნესტორს ნაბდის ქვეშ ამოუჩრია ორი ყუთი კალა და ქარხნიდან მალულად გამოუტანია. მედუქნესთან მისულს მის ცხვირწინ დაუგდია კალის ყუთები. დიდხანს ეჯაჯგურა, თურმე, მედუქნე სათითაოდ იმ ყუთებს, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. თვითონ ნესტორს დაუწყვია ისინი სასწორზე, 16 ფუთი და 2 გირვანქა გამოსულა... ვალიც გაუსტუმრებია და კიდევ დიდხანს უსაუზმია იმ დუქანში მუქთად... კალის ხარჯზე. სწორედ როტშილდის ქარხანაში მუშაობდა ნესტორი 1885 წელს, როცა კულა გლდანელი ბათუმში ჩავიდა საჭიდაოდ და 12 მოჭიდავე „გალგახა“. ამის შემდეგ მიაკითხეს ნესტორს_ კულასთან უნდა იჭიდაოო. ამ ორი ფალავნის პირველი შეხვედრა ბათუმში 14 აპრილს გამართულა.


მეგრული ნანა

     ბევრი სიმღერა არსებობს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ყველაზე ძვირფასი არის ერთი სიმღერა: „იავნანა“. არ არსებობს დედა, რომელსაც თავისი შვილისათვის არ ემღეროს იგი. 
  განუზომლად დიდია დედის სიმღერის ზემოქმედების ძალა ადამიანზე. გავიხსენოთ იაკობ გოგებაშვილის მშვენიერი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა?“, რომელსაც ჩვენს საბავშვო ლიტერატურაში ბადალი არ მოეძებნება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ მოთხრობის თავისებურება მის წმინდა ფსიქოლოგიზმშია, ე.ი. იმაში, რაც იავნანას მოსმენამ შეძლო, რამაც ლეკად ქცეულ 13 წლის ქეთოს თავისი ადრინდელი ბავშვობის