გვერდი

Tuesday 20 December 2011

ირაკლი ალასანიას სამეგრელოში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს

ცნობილმა ბიზნესმენმა და საქართველოს უდიდესმა პატრიოტმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან განაცხადა, რომ იგი ითანამშრომლებს ირაკლი ალასანიასთან. ამას ბუნებრივია მოჰყვა კითხვა: რატომ მაინცადამაინც ირაკლი ალასანია?
ირაკლი ალასანიას მამა _ მამია ალასანია ჟიული შარტავას მეგობარი იყო. სანამ აფხაზეთის ომში წავიდოდა, 6 წელი ვღანეთში იბრძოდა. თავისი საქმის პროფესიონალი გახლდათ. იგი 47 ქართველ ვაჟკაცთან ერთად დახვრიტეს აფხაზეთში.
აფხაზეთის ომში იბრძოდა ირაკლი ალასანიაც, როგორც რიგითი ჯარისკაცი. იგი მაშინ 19 წლის ბიჭი იყო...
ირაკლი ალასანია დღეს შესანიშნავი პოლიტიკოსი და დიპლომატია.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. 2006 წლის 11 სექტემბრიდან 2008 წლის 4 დეკემბრამდე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. მისი გაეროში ელჩად მოვლინება მიზნად ისახავდა საერთა შორისო მცდელობების გაძლიერებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების კუთხით.

2008 წლის 12 მაისს, აფხაზეთში გართულებული სტუაციის ფონზე, ალასანია მოულოდნელად ეწვია სოხუმს და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან გამართა შეხვედრები, რომელთა დეტალები არ გახმაურებულა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მონაწილეობდა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა დიპლომატმა და პატრიოტმა. ერთი სიტყვით, ირაკლი ალასანიამ თავისი ბიოგრაფიით დიდი ხანია ქართველი ხალხის სიყვარული დაიმსახურა. ჩვენ ყველას მოგვწონდა მისი საქმიანობა აფხაზებთან მოლაპარაკებების პროცესსა და გაეროში. ის ღირსია იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში.
ამას წინათ, როცა რედაქციაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ვსაუბრობდით, ჩვენთან სტუმრად მოსულმა ერთმა მარტვილელმა თქვა:
_ ირაკლი ალასანიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს სამეგრელოში, განსაკუთრებით მარტვილში, ამ ორიოდე თვის წინათ სოფელ მუხურჩაში მასთან შეხვედრას 200 კაცი ესწრებოდა, ხალხს სჯერა მისი, არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, მაგრამ მაინც გეტყვით, ირაკლის მეუღლე, ქალბატონი ნათია ფანჯიკიძე დიდეული მარტვილელი კაცის, სულკურთხეულ დოცენტ ალექსანდრე კოკაიას შვილიშვილი და ცნობილი ლიტერატურათმცოდნისა და პროფესორის, მარტვილის სახელოვანი შვილის დალი კოკაია-ფანჯიკიძის ქალიშვილია.
ასე რომ, ირაკლის ჩვენთან ჰყავს ნათესავებიც. ჩვენ ვენდობით მას და თქვენც გარწმუნებთ, რომ ირაკლი, როგორც ცხოვრებაში, პოლიტიკაშიც ორმაგ თამაშს არასოდეს ითამაშებს, ის ერთგულად დაუდგება გვერდით ბიძინა ივანიშვილს, ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი და ყველასათვის საოცნებო საქართველოს აშენებაში.
ღმერთმა ქნას, რომ ეს ასეც მოხდეს.

ფაუსტ ნადარაია

No comments:

Post a Comment