გვერდი

Wednesday 30 May 2012

მარტვილის რაიონში გაზეთების "თავისუფალი პრესისა" და "მარტვილის" ოფისი დაარბიეს


22 მაისს დაუდგენელმა პირებმა მარტვილში გატეხეს გაზეთების `თავისუფალი პრესისა~ და `მარტვილის~ ოფისი, წაიღეს რედაქტორის 2 უბის წიგნაკი, რომელშიც ტელეფონის ნომრები და ჟურნალისტური საქმიანობის ამსახველი სხვადასხვა მასალები იყო ჩაწერილი, შემდე კი, სამუშაო ოთახში მიფანტ-მოფანტეს ყველაფერი და წავიდნენ.
აღნიშნულის შესახებ დროულად ეცნობა პოლიციას და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჩვენი აზრით, მომხდარი ფაქტი გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნისა, რასაც მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა თავისუფალი პრესის წინააღმდეგ ახორციელებს.
თავისუფალი პრესის წინააღმდეგ სერიოზული სადამსჯელო ღონისძიებების გატარება გამგებელმა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ოქტომბერში გაზეთ `მარტვილსა~ და გაზეთ `თავისუფალ პრესაში~ გამოვაქვეყნეთ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის ამსახველი მასალები. გამგეობის გაღიზიანება გამოიწვია გაზეთის მიერ იმ დანაშაულებრივი ქმედების გამოაშკარავებამაც, რომელიც სოფელ ლეცეცხვაიეს საჯარო სკოლის უკანონო დახურვას შეეხებოდა.
თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და ისეთი დახავსებული აზროვნების ადამიანი, რომელსაც ამის გაგება არ შეუძლია, გამგებლად არ უნდა მუშაობდეს.
მარტვილის რაიონის გამგებელი მამუკა დანელია დიდი ხანია თავისი უფლებების გადამეტების მანიითა შეპყრობილი, მაგრამ ამაზე უფრო დეტალურად სხვა დროს.
ახლა კი გვინდა მკითხველს ვაუწყოთ, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისადმი პროტესტის გამოხატვისა და გაზეთ `თავისუფალი პრესისა~ და გაზეთ `მარტვილის~ გადარჩენის მიზნით, ყველასაგან მოულოდნელად,
რამდენიმე პენსიონერმა გამოთქვა სურვილი თავისი საყვარელი გაზეთების გამოსაცემად, შემოწირულობის სახით, 10-20 ლარი გაიღოს. ბუნებრივია ეს გაზეთის პრობლემებს ვერ გადაჭრის, მაგრამ ამას აქვს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოსახლეობა ხელისუფლების უკანონო ქმედებებს არ შეეგუება.

faust nadaraia

Monday 28 May 2012

შეიქმნა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მარტვილის რაიონული ორგანიზაცია


 biZina ivaniSvilis politikuri partia `qarTuli ocneba _ demokratiuli saqarTvelos~ martvilis raionuli organizaciis Tavmjdomared dainiSna qalbatoni mavlina Cxetia.
qalbatoni mavlina adgilobrivi TviTmmarTvelobis arCevnebSi kenWs iyrida sofel sergieTSi damoukidebel kandidatad. martvilSi yvelam icis, rom mis winaaRdemg ibrZoda mTeli nacionaluri moZraoba da is opoziciuri partiebic, romlebic viTom opozicionerobdnen da sinamdvileSi xelisuflebis TamaSs TamaSobdnen. amitom, bunebrivia, arCevnebi gauyalbes. qalbatoni mavlina darwmunebulia, rom Tu amJamad ar iqneba Ralati da iqneba erTianoba, xelisufleba ver SeZlebs arCevnebis gayalbebas da `qarTul ocneba~ aucilebad gaimarjvebs.

ჯონ ბასი ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებსა და სასჯელაღსრულების სისტემის ხარვეზებზე საუბრობს


საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრობს. როგორც ელჩი გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, მოსაზრებები საქართველოში მისი ყოფნის სამწლიანი პერიოდის დაკვირვებას ეფუძნება. ჯონ ბასის შეფასებით, სამწუხაროდ, მედია ქვეყანაში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური სიტუაციის დამატებითი ნაწილია.
 "ძალიან ხშირად მედიაგამოცემები იძულებულნი არიან, მიეკედლონ ამა თუ იმ პოლიტიკურ სპექტრს და შედეგად, ხალხის თვალში, ისევე, როგორც ქვეყნის გარეთ და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებში, კონკრეტული მედიასაშუალებები ასოცირდებიან კონკრეტულ პოლიტიკურ შეხედულებებთან. ვფიქრობ, ძალიან ხშირია ისეთი სიტუაციები, როდესაც ოფიციალური პირები ჟურნალისტების ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და მათ ღონისძიებებზე დასწრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ იმის მიხედვით, თუ ინდივიდუალური მედიაგამოცემები რომელ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდებიან", - აცხადებს ჯონ ბასი.

Sunday 27 May 2012

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ აქციაზე წარმოთქმული სიტყვა


   პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა, რომელსაც "თავისუფალი პრესა" უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ ვიწყებთ

ჩემო საყვარელო ხალხო, მოგესალმებით!
ბედნიერი ვარ, რომ  თქვენ გვერდით, საქართველოს მოქალაქეების, ჩენი სამშობლოს გვერდით ვდგავარ!
საქართველოს გარდა მე სხვა სამშობლო არ გამაჩნია! მე საქართველოს მოქალაქეობა თქვენ უკვე მომანიჭეთ! მე საქართველოს მოქალაქე ვარ, რადგან არავინ მიყვარს ისე, როგორც ჩემი ხალხი, ჩვენი საქართველო!
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიწყებთ ბრძოლას ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის!
დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა პასუხისმგებლობამ ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. ჩვენი ერთობა, ჩვენი სიმრავლე ადასტურებს იმას, რომ ფუჭად არ ჩაუვლია ჩვენი წინაპრების ბრძოლას და თავდადებას. გავიხსენოთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი გმირები. გავიხსენოთ, აი, აქ, ამ მოედანთან ახლოს, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულები. გავიხსენოთ ისინიც, ვინც შარშან 26 მაისის ღამეს ხელისუფლების გაუგონარი ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. მოდით, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას...
ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ძლიერი, განვითარებული, ბედნიერი საქართველო. ჩემი ოცნება იყო ქართული სახელმწიფო, როგორც თავისუფალი ადამიანების საზოგადოება, სახელმწიფო, სადაც მისი ყოველი მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, სადაც პატივს სცემენ ადამიანის ღირსებას და ყველას აქვს საშუალება, საკუთარი ნიჭით და შრომით მიაღწიოს წარმატებას.

დაგვიანებული ჩემპიონი და სამეგრელოს მონაგარი...


       როგორც იცით, საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატი 20 მაისს დასრულდა, იმავე დღეს „ზესტაფონმაც“ და „მეტალურგმაც“ ჩემპიონობა იზეიმეს. თუმცა რეალური ჩემპიონის გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მოწვევა გახდა საჭირო. სხდომაზე კი საღმა აზრმა იძალა. დაგვიანებით, მაგრამ სრულიად დამსახურებულად ზესტაფონის „ზესტაფონი“ ზედიზედ მეორედ გამოცხადდა ქვეყნის ჩემპიონად.
      რაც შეეხება სამეგრელოს რეგიონს, საიდანაც უმაღლეს ლიგაში (ანუ ზედა რვიანში) 3 გუნდი ასპარეზობდა, მოკლედ გაგაცნობთ მათ შედეგებს:

კოლხეთი (ფოთი)
2011-2012 წლების სეზონი ჩვენი რეგიონის გუნდებიდან ყველაზე წარმატებული ფოთის „კოლხეთისათვის“ გამოდგა. მათ საბოლოო ცხრილში მე-6 ადგილის დაკავება მოახერხეს და ბევრი ლიდერიც გაამწარეს. ასე მაგალითად: გამოსაყოფია საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოსთან“ გამარჯვება (2:1), იმავე „დინამოსთან“ სტუმრად მოპოვებული ქულა (1:1), მოგება ქუთაისის „ტორპედოსთან“ (1:0), ჩემპიონობისათვის მებრძოლი „მეტალურგის“ ძლევა ანგარიშით _3:1.

ბაია (ზუგდიდი)
პირველი წრის მატჩები „ბაიამ“ გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე ჩაატარა. ნაახალწლევს კი გუნდი სამწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან ბაზაზე მართავდა შეხვედრებს. ვთქვათ ისიც, რომ უახლოეს მომავალში „ბაიას“ თანამედროვე სტადიონი ექნება, რომლის მშენებლობა წესითა და რიგით, დღე დღეზე უნდა დაიწყოს. ზუგდიდელებმა წლევანდელ ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავეს და ერთი ქულით გადაასწრეს მარტვილის „მერანს“. ამ გუნდების უმაღლესლიგურ დაპირისპირებებში აბსოლუტური თანაფარდობა დაფიქსირდა. ორივემ საშინაო მატჩების სათავისოდ დასრულება მოახერხეს. აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონატში მათ ისეთ ძლიერ მეტოქეებს დააკარგვინეს ქულები, როგორებიც არიან:“ზესტაფონი“ (1:1), „დინამო“ (2:2) და „ტორპედო“ (0:0).

მერანი (მარტვილი)
ქართველ სპეციალისტთა აღიარებით წლევანდელი სეზონის მთავარ აღმოჩენად მარტვილის „მერანი“ იქნა მიჩნეული. გუნდმა მოკლე დროში თვალშისაცემი პროგრესი განიცადა: ჯერ იყო საქართველოს თასის ნახევარფინალი, შემდეგ პირველ ლიგაში საპრიზო ადგილები, ბოლოს კი ეს ყველაფერი უმაღლესი ლიგით დაგვირგვინდა. 2011 წელს პირველად ისტორიაში ისინი საუკეთესოთა მარაქაში გაერივნენ. მარტვილელებმა აქაც არ შეირცხვინეს თავი და ღირსეულად წარმოაჩინეს რაიონი, თავად განსაჯეთ, დებიუტანტმა „მერანმა“ საკუთარ არენაზე „დინამოს“ 2:1 სძლია, ხოლო სტუმრად 2:2 ეთამაშა. პირწმინდად გაანადგურა ქუთაისის „ტორპედო“ (1:0; 3:0), „ზესტაფონთან“ დრამატულ ბრძოლა კი 4:4 დაასრულა...
თუ ასე გაგრძელდა, მომავალი სეზონისათვის მარტვილის „მერანი“ ალბათ მაღალი მიზნებისათვის იბრძოლებს.

Saturday 26 May 2012

ირაკლი ალასანია მარტვილის რაიონის სოფელ ლეციცხვაიას მცხოვრებლებს შეხვდა

 

    ირაკლი ალასანია მარტვილის რაიონის სოფელ ლეციცხვაიას მცხოვრებლებს შეხვდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოფლის მცოხვრებლებს კოალიციის სოფლის მეურნეობის,    განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის პროეტები გააცნო. სოფელ ლეციცხვაიას საჯარო სკოლა განათლების სამინისტრომ გასულ წელს ოპტიმიზაციის მოტივით დახურა, თუმცა პედაგოგები და მოსწავლეები კვლავაც განაგრძლობენ ოფიციალურად დახურულ სკოლაში სიარულს. 

     „ეს არის ალბათ უპრეცედნეტო შემთხვევა მთელ მსოფლიოში, ეს არის პედაგოგების სამოქალაქო გმირობის მაგალითი, ჩვენი შილების მიმართ, როდესაც ოფიცილაურად დახურულ სკოლაში ისინი დადიან და ყოველგვარი ანაზღაურების გაერეშე ასწავლიან მომავალ თაობას. მე მივმართავ განათლების მინისტროს, რომ კარგად შეისწავლოს ეს საკითხი და სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ სკოლის დახურვის გადაწყვეტილება შეცვალოს. აქ 80- ზე მეტი ბავში სწავლობს და მათი ბედის ანაბარა დატობევა დანაშაულია“ - განაცხდა ირაკლი ალასანიამ.
        ლეციცხვაიეს სკოლის დახურვაში მოსახლეობა და მასწავლებლები ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. როგორც სკოლის ყოფილი დირექტორი ელგუჯა სულავა აცხადებს დიმიტრი შაშკინი ინფორმირებულია სოფლის ამ პრობლემის შესახებ თუმცა, რეაგირებას ამ დრომდე არ ახდენს. „რაც შეეხება ოპტიმიზაციას, ეს განხორციელდა აბსოლიტურად უსამართლოდ, უკანონოდ. ბატონმა დიმიტრი შაშკინმა თვითონ განაცხადა ჩემთან საუბარში 17 იანვარს, რომ სკოლის დახურვის შესახებ ინფორმაცია მას მიაწოდაადგილობრივმა ხელისუფლებამ, რესურსცენტრმა გუბერნიასტან შეთანხმებით“- აღნიშნა  ელგუჯა სულავამ.

ზურაბ ჯამბურია


დღეს გაჩუმება ნებაყოფლობითი მონობის ტოლფასია

გულზე მაწევს შავი დარდი,                             დამჭკნარია ბაღში ვარდი
   ვაი ჩემო საქართველოვ,
სადღა არის ცოდვა-მადლი“.

ჩვენ, დღეს ვცხოვრობვთ ვირტუალურ ქვეყანაში, რომელიც მომაგონებს სცენაზე გამოსული ილუზიონისტის  სცენარს და მოქმედებებს. როცა სცენაზე ილუზიონისტი გამოდის ჩვენ ვიხიბლებით მისი მოქმედებით, მაგრამ ვხვდებით რომ ის გვატყუებს. გვატყუებს და ტაშს ვუკრავთ, თანაც-გვიხარია. მაგრამ  როცა სცენა-ქვეყანაა  და ილუზიონისტი ქვეყნის მმართველი, მაშინ იგივე ქმედება,  ტაშის დაკვრა, ხიბლი და სიხარული -ტრაგედიაა. ტრაგედიაა დღევანდელი შიში, სიჩუმე და უმოქმედობა ჩვენი ერისთვის. ჩვენ ვერ ვხედავთ  რეალობას. ჩვენ დავსცინით სხვებს, თუნდაც კორეელებს-კიმ ჩენ ირის სიკვდილის გამო კედელს რომ ურტყამდნენ  თავს.  რუსებს- პუტინის სურათს რომ კოცნიან და ა.შ., მაგრამ ვერ ვამჩნევთ,  თუ რა ხდება ჩვენს თავს. ვერ ვამჩნევთ იმას, რომ ყოველდღე გვატყუებენ. ვერ ვხედავთ იმას, რომ რითაც ქართველები ვაამაყობდაით- ქრისტიანობა, მეგობრობა, სიამაყის გრძნობა, მიწისა და სამშობლოს  სიყვარული უკვე წაგვართვეს. ნამუსი აგვხადეს, ეროვნული ფასეულობები და ტრადიციული ღირებულებები- ტურიზმის ნიფხავად გაგვიხადეს. რითაც მოსპეს  საერთო ეროვნული, სახელმწიფოებრივი შეგრძნება და სულისკვეთება.  ხოლო გზა გაუხსნეს მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვას და არა თვითგანვითარებას, თვითდამკვიდრებას, ზნეობისა  და რწმენის ამაღლებას. ყოველივე ეროვნული, ზნეობრივი  და ქრისტიანული  გახადეს სამარცხვინო.
   პრეზიდენტი, ხელისუფლება და მთლიანად საჯარო მოხელეები დღეს დაკავებულნი არიან ხალხის მართვით და არა მათი სამსახურით. მათთვის უცხოა ქართველთა სახელმწიფოს ზნეობრივი საფუძვლები და წინაპართა რელიგიური, სამოქალაქო, ეროვნული ადათ წესები.    

Friday 11 May 2012

ონოღიელებს ალასანიას იმედი აქვთ


10 მაისს მარტვილის რაიონის სოფელ ონოღიაში ’’თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მოსახლეობას შეხვდა და  ’’ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებზე გააცნო. ალასანიამ ონოღიელებთან კოალიციის ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის პროგრამები შესახებ ისაუბრა.
’’თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ონოღიელებისგან მოისმინა სოფელში არსებული პრობლემები და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ გადაჭრას დაჰპირდა.
’’ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ გავიმარჯვებთ სამეგრელოში, გავიმარჯვებთ საქართველოში  და ამ პრობლემების გადაწყვეტას დავიწყებთ. იმიტომ, რომ ადამიანებს სჭირდებათ დეპუტატი პარლამენტში, რომელიც მათ სატკივარს მიიტანს. ამ ადამიანებმა სახელიც კი არ იციან საკუთარი დეპუტატის, არც ჩამოსულა, არც დალაპარაკებია ამ ხალხს და არც პარლამენტში დაუყენებია რამე საკითხი საჭირბოროტო ამ სოფლისთვის“- განაცხადა შეხვედრის დასასრულს ალასანიამ.
ცნობისთვის, ონოღია და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას და დევნას განიცდიან. ხელისუფლებამ სოფელს წაართვა მიწის ფართობები, საძოვრები და სრულიად უკანონოდ, მოსახლეობისგან მალულად უცხოურ კომპანიაზე გაასხვისა.
შეხვედრის შემდეგ მოსახლეობამ გამოთქვა იმედი, რომ ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლების კანონიერი გზით შეცვლას, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრას და უკანონობის ალაგმვას  შეძლებს.

ზურაბ ჯამბურია

მანანა კობახიძე: "საქართველოში შიში დაძლეულია"

     პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები სენაკს ეწვივნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. 
     პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ შეკრებილებს კოალიციისა და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.
     „გვსურს იმ ადამიანების გაერთიანება, ვისაც მობეზრდა იმ სიდუხჭირესა და უღირს პირობებში ყოფნა, რომელშიც სამწუხაროდ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამყოფებს ჩვენს თანამემამულეებს“ – განაცხადა კობახიძემ და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შიშის დაძლევისა და გამგებლების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ხალხმა სოფლებიდან სენაკში ჩასვლა შეძლო.
      მისი თქმით, ის, რომ დარბაზმა სტუმრები ვერ დაიტია, იმის გამოხატულებაა, რომ შიში დაძლეულია. 
      „მინდა ეს სიტყვა აღარ ვახსენოთ. შიში მაშინ იქნა დაძლეული, როდესაც ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც უმაღლესად შეეძლო ეცხოვრა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სამოთხის მსგავს ნებისმიერ კუთხეში, გადადო ეს ყველაფერი, რათა ადამიანებს ღირსეული ცხოვრება დაუბრუნოს“ - განაცხადა მანანა კობახიძემ და აღნიშნა, რომ მისი, როგორც იურისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის პროფესიიდან გამომდინარე, 2003 წლიდან დღემდე, საქართველოში არნახული სიძულვილი ნახა საკუთარი ხალხისა თუ როგორ შეიძლება ხელისუფლებამ წაართვას ადამიანებს საკუთრება, სიცოცხლე, ღირსება, ციხეში ჩასვას, აწამოს და არაადამიანურად მოექცეს.

newspress.ge

Monday 7 May 2012

იუსტიციის სამინისტრომ ივანიშვილის პარტია რეგისტრაციაში გაატარა


     ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა, ამის შესახებ მას იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.
    პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სადამფუძნებლო ყრილობა 21 აპრილს ჩატარდა. როგორც ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის წევრმა, არჩილ კბილაშვილმა განმარტა, ბიძინა ივანიშვილს  პარტიის თავმჯდომარედ კონსტიტუციაში იმ ცვლილებების შეტანამდე ვერ აირჩევენ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას გულისხმობს. მანამდე პარტიის თავმჯდომარედ ადვოკატი მანანა კობახიძე დაინიშნა.
       პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები არიან: გურამ ოდიშარია, ირაკლი სესიაშვილი, ივანე კიღურაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, სოზარ სუბარი, გუგული მაღრაძე, ელისო ჩაფიძე, გელა ხვედელიძე, ნოდარ ხადური, თედო ჯაფარიძე, თამაზ ავდალიანი.