გვერდი

Thursday 1 December 2011

ბიძინა ივანიშვილი: კომუნალური გადასახადების გადახედვა მოხდება

   კომუნალური გადასახადები უნდა იყოს ადეკვატური და, რაც მთავარია, მოქალაქეებს, ოჯახებს უნდა შეეძლოთ მათ გადახდა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი „ფეისბუქში“,  თავის ოფიციალურ გვერდზე მოსახლეობის კითხვებზე პასუხისას აცხადებს.
  მისი თქმით,  გადასახადები რა თქმა უნდა, გადაიხედება და მათი ოდენობა ექსპერტების მიერ მიზანშეწონილობის დასაბუთების და რეალური დანახარჯების შემთხვევაში დადგინდება.
  „ეს საკითხი, ისე როგორც დაბალი პენსიის პრობლემა მოგვარდება ეკონომიკის განვითარების, ადამიანების რეალური შემოსავლების ზრდის კვალდაკვალ. ამ საკითხების დაყენებისას ჩვენ ასეთი მიდგომით ვიხელმძღვანელებთ. როცა მინიმალური სახელმწიფო პენსია საარსებო მინიმუმზე დაბალია, ეს დაუშვებელია და ეკონომიკური ზრდის პარალელურად, რაც შეიძლება მალე ასეთი ვითარება უნდა შეიცვალოს და გამოსწორდეს. პენსიონერის, შრომისუუნარო ადამიანის თუ ინვალიდის ყოველთვიური შემოსავალი, ადამიანის რომელსაც სხვა საარსებო წყარო არ გააჩნია, საარსებო მინიმუმზე დაბალი არ შეიძლება იყოს“- ამბობს ივანიშვილი.

No comments:

Post a Comment