გვერდი

Saturday 31 December 2011

ირაკლი ალასანია ახალი წლის დადგომას საქართველოს მოსახლეობას სამეგრელოდან ულოცავს



               „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამდეგი 2012  წელი სამეგრელოდან მიულოცა:
  „გილოცავთ დამდეგ ახალ წელს სამეგრელოდან, ჩემი მშობლიური კუთხიდან, ზუგდიდიდან. მინდა ეს წელი ყოველი ჩვენთაგანისთვის იყოს წარმატებების და გამარჯვების წელი. გასულმა წელმა ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში, ძალიან ბევრი ახალის  მოწმე გავხდით ყველანი. ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა მოძრაობა, რომლითაც ძალიან დიდი ძალა შემატა საქართველოს პოლიტიკას. ეს წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო, იმითაც რომ მთელმა ქართლუმა საზოგადოებამ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით უნდა განხორცილედეს. სწორედ მომავალ, ახალ 2012 წელს, ჩვენ ყველას ერთად გვეძლევა შანსი დავიწყოთ საქართველოში რეალურად ეროვნული სახლემწიფოს შექმნა. ისეთი პარლამენტი ავირჩიოთ სამართლიანი არჩვენებით, რომელიც მთელი ჩვენი საზოგადოების ინტერესების წარმომადგენელი იქნება. მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ახალი წელი ჩვენს გმირ მეომრებს ავღანეთში და მათ მშვიდობით სახლში დაბრუნება ვუსურვო. მინდა ვუსურვო გლეხებს და ფერმერებს, რომ მომავალ წელს რეალურად გაუჩნდეთ შესაძლებლობა საკუთარი მიწის დამუშავების. საკუთარი შრომის ნაყოფით ოჯახების რჩენის“, – ამბობს თავის მილოცვაში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი.
  ირაკლი ალასანიას სურვილია, რომ 2012 წელს საქართველოში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ყველა ადამიანისთვის ახალი 2012 წელი შიშის დამარცხების  და  საკუთარ თავში რწმენის აღდგენის წელი ყოფილიყოს. „ჩვენ,  ყველანი ერთად, საქართველოს გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – განაცხადა ალასანიამ.

იხ. ვიდეო

No comments:

Post a Comment