გვერდი

Monday 19 December 2011

ირაკლი ალასანიას ვიზიტი მარტვილში და გააქტიურებული სამეგრელო ცვლილების მოლოდინში



    დღეს მარტვილში დიდი ჭყონის კულტურის სახლში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ადგილობრივ მოსახლეობასთან და მხარდაჭერებთან შეხვედრა გამართა. 
    შეხვედრა დაახლოებით 15 საათზე დაიწყო და ერთი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ალასანიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა  ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის აუცილებლობასა და ხელისუფლების ცვლილების გარდაუვალობაზე, რომელიც საზოგადოების უმრავლესობის ჩართულობის შედეგად უნდა იქნეს მიღწეული. 
   „აუცილებელია ყველა იმ ადამიანის მობილიზება ვისაც არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს, თითოეულ მოქალაქესთან, ამომრჩეველთან უნდა გვქონდეს ყოველდღიური ურთიერთობა, ეს იქნება მედიის თუ პირადი კომუნიკაციის საშუალებით. მომავალი წელი, იქნება ძალიან აქტიური წელი და მარტვილს და მთლიანად სამეგრელოს განსაკუთრებული ადგილი ექნება ამ ცვლილებაში“, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.

   ალასანია ასევე შეეხო სააკაშვილის  მიერ გატარებულ არასწორ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას, რომელმაც ქვეყანაში უმუშევრობის ზრდა, უკანონობის დამკვიდრება და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერება განაპირობა. გარდა ამისა, ალასანიამ ისაუბრა ხელისუფლების ცრუდაპირებებზე, რამაც  საზოგადოების იმედგაცრუება გამოიწვია. 
     დიდი ჭყონის კულტურის სახლში დღეს გამართული შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მარტვილის მოსახლეობამ დაძლია შიში და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად შეხვედრას მაინც დაესწრო. კულტურის სახლი რომელიც დაახლოებით 400 კაცს იტევს მთლიანად იყო გადავსებული. ამით ყველას აჩვენა მარტვილის საზოგადოებამ, რომ სამეგრელო სააკაშვილის  ერთპიროვნული მხარდამჭერი არ არის და ქვეყანაში გამეფებული უკანონობისთვის შეგუებას არ აპირებს. რაც უდაოდ დადებითი მოვლენაა სამეგრელოს სინამდვილეში. 

No comments:

Post a Comment