გვერდი

Wednesday 8 February 2012

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას მარტის ბოლოსთვის გეგმავს

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება.
რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფსჯგუფის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართებაამ დროისათვის ივანიშვილი პარტიის სტრუქტურაზე საუბრისაგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობასაც ჯერჯერობით ინტრიგად დატოვებს.
დღესვე პრეკონფერენციაზე ივანიშვილმა ქუჩის აქციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნების დიდი გაყალბების შემთხვევაში გამოვა ქუჩაში, მანამდე კი ქუჩის აქციების დაწყებას კატეგორიულად გამორიცხავს.
“5%- ავიტანთ, ეს დასაშვები და რეალურია. ეს ვერაფერს გვავნებს, მაგრამ თუ იქ 30%-იანი და მეტი გაყალბებები მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვალთ და ხმებს კანონიერი გზით დავიცავთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს თავისი  პრესსპიკერი, მაია ფანჯიკიძე წარუდგინა. ასევე, ისაუბრა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის ფორმატზე  და  ჟურნალისტთა შეკითხვებსაც უპასუხა.