გვერდი

Tuesday 29 November 2011

ივანიშვილის განცხადებამ მარტვილიც გამოაცოცხლა

  ცნობილი ბიზნესმენისა და თავისი ქვეყნის უდიდესი პატრიოტის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც მთელ საქართველოში, მარტვილშიც ახლა ყველა იმ კაცზე ლაპარაკობს, ვინც სამების ტაძასრი ააშენა, ვინც არაერთი მწერალი, მეცნიერი, ხელოვანი იხსნა შიმშილით სიკვდილისაგან, ვისგან 50 ათასზე მეტი ოჯახი იღებს დახმარებას და ვისი ფონდიც დღესაც უამრავ ადამიანს ეხმარება სიცოცხლის გადარჩენაში.
    ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, რამდენი რამ აქვს მას გაკეთებული და ახლა იგებს.
  დიდი ქართველი მეცენატის, ერისკაცისა და ღირსეული მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის პიროვნების შესახებ გვესაუბრება ცნობილი ქართველი ლიტერატორი, კინოდრამატურგი, პედაგოგი, მთარგმნელი, არაერთი ქართული ფილმის (მათ შორის „ვედრებისა“ და „მონანიების“) სცენარის ავტორი, მარტვილის სახელოვანი შვილი, რეზო კვესელავა:

    _ ბატონო რეზო! ერთი თვეზე მეტია რაც საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და უკვე მის გამოსვლებსა თუ განცხადებებზე ბევრი დაიწერა. თქვენ თუ შეგიძლიათ რამე ახალი თქვათ ამ მიმართულებით.
გამეორებებს იმდენი ძალა არა აქვთ.

      _ რატომ? გამეორება ცოდნის დედა ხომ არის?
 
      _ და მაინც, რას გვეტყოდით ახალს?

     _ ივანიშვილის განცხადებამ და მიმართვამ მარტვილიც გამოაცოცხლა. არის იმედები, არის დაეჭვებაც. მაგალითად ერთმა სკეპტიკოსმა მითხრა: თავიდანვე ყველა ასეთი დაპირებით მოდის, მაგრამ შემდეგ ხომ ხედავ რაც ხდება? (და ხელი ჩაიქნია). ეს ადამიანი, როგორც ჩანს სიტყვებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს, ფიქრობს, რომ ყველა ნათქვამი ერთი და იგივეა. ეს სმენის საკითხია. არსებობს მუსიკალური სმენა, ასევე არსებობს ზნეობრივი სმენაც. სტილს (ფართო და არა მართლწერის მნიშველობით) დიდი ზემოქმედების ძალა აქვს, ვისაც სტილის, სმენის ბუნებრივი ნიჭი აქვს, აშკარად იგრძნობს იმ გულისცემას, რომელიც ამ განცხადებასა და მიმართვაშია. 2006 წელს (ხუთი წლის წინ) მარჯანიშვილზე შემხვდა მეგობარი მსახიობი, საუბარი გაიმართა ჩვენს შორის. ამ დროს გამოიარეს მოწანწალე ბავშვებმა, ჩემმა მეგობარმა უკმაყოფილოდ ზურგი აქცია მათ, მე რა მაქვს, რომ ამათ მივცეო...
   გავიდა ხანი. ეს მსახიობი კვლავ იმ ადგილას შემხვდა მარჯანიშვილზე. რაღაცით გახარებული ჩანდა. დიდის ამბით შემხვდა, იქვე სასაუზმეზე შემიპატიჟა და იქვე მდგარ მათხოვრებსაც ფულები ჩაუყარა. რა მოხდა? აღმოჩნდა, რომ მარჯანიშვილის თეატრი რესტრავრაციაზე გადაუყვანია ბიძინა ივანიშვილს, დროებით შეჩერდა სცენაზე მუშაობა. მსახიობები დაუთხოვიათ და ყველა მათგანისათვის დიდი ხელფასები დაუნიშნავს, მათ შორის აღმოჩნდა ჩემი მეგობარი მსახიობიც. მეუბნება, ახლა წელში გავიმართე, უკვე ნაცნობების შეხვედრისა არ მეშინია და, როგორც ხედავ, გაჭირვებულებსაც ხელს ვუმართავო, ღირსეულად ვგრძნობ თავსო. შემდეგ შეეხო თეატრის რესტავრაციისა საკითხს, ივანიშვილმა შეისწავლა თეატრის მთელი არქიტექტონიკა, გამოძებნა ძველი პროექტები და სქემები და მაგის მიხედვით დაიწყო აღდგენა, გუმბათები, რომელიც თავის დროზე ვერ განხორციელდა, ახლა განახორციელა, ყოველდღე შედეგებს ამოწმებს და სამაგიეროს არაფერს ითხოვს. უარი თქვა იმაზეც, რომ მისი თავისუფალი სკამი ყოფილიყო ლოჟაში.
    ამ საუბრისას გონებაში ამოტივტივდა რუსთაველის სტროფი: „ოდეს კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უნდა ძმა და თვისი“. და ამ საზომით, ამ რიტმიკით იქვე დაიბადა ასეთი ესქპრომტი, რომლის ბოლო სტროფი ასეთია:
          გამოგზავნა ქრისტემ კაცი
          სიყვარულის ღვთიურ ნიშნით,
          გაიბრწყინა მზის სხივმა და
          გაიფანტა „ჯანღი _ ნისლი,
          ოდეს კაცსა დაეჭირვოს
          მაშინ უნდა ძმა და თვისი“.
     მნიშვნელოვანია მრწმასი ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც რელიგიური შინაარსისაა, მე მოვედი პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინემეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლადო.
      აქ ისმის დიდ მესამოციანელთა ხმა.
  ასეთია სტილი (სტილი ხომ ადამიანია) ამ ადამიანისა. უკუღმართმა სტილმა _ თვითდაჯერებულობამ და კატეგორიულობამ ბევრ პოლიტიკურ მოღვაწეს ავნო.
ზოგიერთს ავიწყდება, ან არც არასოდეს ხსომებია, რომ ადამიანი, მითუმეტეს საზოგადოება,ურთულესი ფენომენია. ოდითგანვე მწერლობა, მეცნიერება სწავლობს ამ ფენომენს. მაგრამ მისი საბოლოო ამოცნობა არ ხერხდება. მხოლოდ მიახლოებით შეიძლება რაღაც დასკვნები გავაკეთოთ.
   თავისი განცხადებებითა და ინტერვიუებით ბიძინა ივანიშვილმა დაგვარწმუნა იმაში, რომ ის გრძნობს სირთულეს და სიძნელეს საზოგადოებრივი ცხოვრებისას, გრძნობს თავის შესაძლებლობებს და სულაც არ სურს განსაკუთრებულ ფენომენად წარმოადგინოს თავი. ვინაიდან მან იცის, რომ ადამიანი, როგორც ასეთი, შეზღუდულია თავისი თავით, საბედისწერო სუბიექტივიზმით, ამიტომ ის ყოველთვის უნდა დაეკითხოს სხვას. ხომ გახსოვთ რუსთაველი: „სხვამან სხვისთვის უკეთ იცის სასარგებლო საუბარი“.
  ამიტომაც ბიძინა ივანიშვილის გვერდით თავი მოიყარეს პატიოსანმა ადამიანებმა, მაგალითისათვის დავასახელებ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. რეჟისორმა გუგული მგელაძემ მადლობა გამოუცხადა მას სტიპენდიის დანიშვნის გამო, ბატონმა ირაკლიმ უპასუხა: რის მადლობა, რა მადლობა, ჩვენ იქით ვეძებთ თვქენისათანა ხალხსო. თქვენ ერის წინაშე იმდენი დამსახურება გაგაჩნიათ, რომ გაქვთ უფლება ნორმალურად იცხოვროთო.
  
     _ როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს?

  _ ამ კითხვას ველოდი. ხშირია ეს კითხვა. ყველა ამას კითხულობს, ყველა გაკვირვებულია. რეჟისორ მგელაძეს დამბლა დაეცა, უკანასკნელ დღეში იყო და ძლივს გამოვიდა სიკვდილიდან. ვინახულეთ მე და ჩემმა მეგობარმა. თავზე ადგნენ შვილები, შვილიშვილები და მეზობელი მომვლელი ქალი. ჩემი მეგობარი ეკითხება, ვინ გივლისო.
    _ ივანიშვილიო, _ ჩაილაპარაკა უძლური ხმით. ჩემმა მეგობარმა პირდაპირ მიიღო ნათქვამი, გაუკვირდა და განმეორებით შეეკითხა. _ ივანიშვილიო _ ხაზგასმით უთხრა. დიახ, ივანიშვილი იყო სწორედ მისი მხსნელი. მას რომ სტიპენდია არ დაენიშნა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასმელს, საჭმელს, ამრტო წამლებს ვერ აუვიდოდა მისი შემოსავალი... 
   მერე კიდევ, შემხვდა ჩვენი ძვირფასი მსახიობი დოდო ჭიჭინაძე. კინოკავშირის სხდომაზე ერთად ვართ და ვეუბნები, მანქანით წაგიყვანმეთქი. არაო, ის დრო წავიდაო. გამახსენდა, ერთხელ თეატრთან ახლოს მაღაზიაში რომ შემოვიდა, არჩევდა რომელი კონსერვი ეყიდა, თავისთავს ეჩხუბებოდა, რა ვქნა, ფული არ მყოფნისო...
     მეც არ მქონდა არაფერი, მეც თავს ვიმალავდი და ისიც თავს მარიდებდა.
  იმ ღვთისნიერმა კაცმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ მსახიობები გვიხსნა ჭაობიდან სიკვდილისაგან. ახლა თვითონ განსაჯეთ, რამდენად ზნეობრივია ასეთი ადამიანისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.


 ესაუბრა ფაუსტ ნადარაია

No comments:

Post a Comment