გვერდი

Saturday 2 May 2015

პრეზიდენტმა სამთავრობო ცვლილებას ხელი არ მოაწერა


გუშინ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერის მიერ წარდგენილ სამთავრობო ცვლილებას ხელს არ მოაწერა და მას ფორს-მაჟორულ რეჟიმში მიღებულ გადაწყვეტილება უწოდა. გიორგი მარგველაშვილი პრემიერს და პარლამენტს ერთ კვირიან ვადას სთავაზობს, რათა გადაწყვეტილების მიღება სამთავრობო ცვლილების შესახებ უფრო მშვიდ ვითარებაში მოხდეს.
“რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მინისტრების მყისიერი გადადგომა, როდესაც ვხედავდით, რომ ერთ-ერთი მინისტრი ამბობს, რომ არ მიდის პოსტიდან და მეორე დილას წავიდა.
როდესაც გუშინ ვიცოდით, რომ ორი მინისტრი იცვლება და დღეს გავიგეთ, რომ სამი იცვლება. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ცოტა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს. მე მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ ჩვენ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მინდა დავსვა კითხვა, რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს? – ამ რთული ვითარების ფონზე, მე მინდა მივცე შესაძლებლობა, როგორც პრემიერ მინისტრს, ასევე პარლამენტს , უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე.
ამ შემთხვევაში, მე ვიყენებ კონსტიტუციით მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას  და ერთი კვირის ვადით, გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე.

მე იმედი მაქვს, რომ ამ ერთ კვირას, ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მშვიდ გარემოში მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას.”– განაცხადა პრეზიდენტმა.

Friday 1 May 2015

ღარიბაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხდარ ცვლილებეს ჯანსაღ პროცესად მიიჩნევს

მთავრობაში მეშვიდე მინისტრი შეიცვალა, ანუ შეიცვალა მთავრობის 1/3. ამის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ მთავრობას ხელახლა ნდობა უნდა გამოუცხადოს, ასე რომ მინდა ყველას ვუთხრა, რომ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტი¬კური პროცესი. მთავრობაში ცვლილებები ბუნებრივია, რადგან ასეთ დინამიურ პრო¬ცესში მთავრობა მოვლენათა ადეკვატური უნდა იყოს. მე მინდა ყველა დაგარწმუნოთ რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ერთიანია. ქვეყნის განვითარების ინტერესების გათ¬ვალისწინებით, კოალიციას საერთო მიზნები აქვს. პარლამენტს მე წარვუდგენ მთავ¬რობის განახლებულ შემადგენლობას. ჩვენ ახალი მინისტრები გვეყოლება მხოლოდ იმ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს. ეს არის სპორტისა და გარემოს მინისტრები.
ღარიბაშვილმა ლევან ყიფიანის თანამდებობიდან წასვლაც შეაფასა და აღნიშნა რომ ექსმინისტრმა მას გადადგომის მოთხოვნით ერთი თვის წინათაც მიმართა, თუმცა მისი თხოვნა მაშინ არ დააკმაყოფილა.
ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოში უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ვიზიტი და ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის რიგის სამიტი, იბი¬არდის ღონისძიება და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი გამოყო.

ამის გათვალისწინებით, პრემიერმა პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს.

Sunday 29 March 2015

"მარტვილში კოჰაბიტაციის სამარცხვინო ზეიმია"

გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორმა ფაუსტ ნადარაიამ „თავისუფალ პრესასთან“ საუბარში განაცხადა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ნაციონალებთან კოჰაბიტაციაში იმყოფება და იგნორირებას უკეთებს იმ ადამიანებს, რომელთა მხრებზე გადაიარა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებმა. ნაციონალური მოძრაობის ის აქტივისტები, რომლებიც ადრე გაქანებული მიშისტები იყვნენ და ნაცების წინაშე თავმოსაწონებლად ბიძინა ივანიშვილსა და მის მხარდამჭერებს დედას აგინებდნენ, დღეს მარტვილის გამგეობაში თბილად არიან მოკალათებულნი და აქეთ უპირისპირდებიან ოცნების აქტივისტებს.ხოლო რაც შეეხება იმ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც თავიდანვე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ეწეობდნენ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგაც, უარს ეუბნებიან სამსახურში მიღებაზე, რომ მათ ნაცვლად ისევ ნაცები ან „გაოცნებებული“ ნაცყვარყვარეები დანიშნონ.
დღეს მარტვილში უკვე ყველა ხვდება, ამგვარი საკადრო პოლიტიკის მავნებლობას და ამიტომ ითხოვენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავჯდომარის გადადგომას. თუმცა, ამ საქმეს მარტო კომისიის გადადგომა არ შველის.
გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორის აზრით, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა არაფრად ჩააგდეს საქართველოს პრემიერის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც ცნობილი განცხადება: „ჩვენ გვერდით უნდა ამოვიყენოთ და იმედები არ გავუცრუოთ იმ ადამიანებს, რომლებიც პირველივე დღიდან ჩვენთან იდგნენ და ჩვენთან ერთად ებრძოდნენ სააკაშვილის ფაშისტურ რეჟიმს“.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა პირიქით, ყველაფერი ამ განცხადების საწინააღმდეგოდ გააკეთეს, თითქოს პრემიერს მათ გასაგონადაც არ ეთქვას ეს სიტყვები: „მივმართავ ყველას, რომ აღარ დავუშვათ არსად, არც ერთ რაიონში ე.წ კოჰაბიტაცია! ეგ იქნება ჩვენი სირცხვილი...“
ბოლოს კი, გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორი მეტად ხმამაღალ განცხადებას აკეთებს და ღიად მიმართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ბატონ ლევან შონიას:
„დიდად პატივცემულო ბატონო ლევან, თუ კი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ალექსანდრე გრიგალავა გამგეობაში უშუალოდ მის მიერ დანიშნული კადრებიდან (მოადგილეები და სამსახურის ხელმძღვანელები), ორ პიროვნებას მაინც დაასახელებს ისეთს, ვისაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ერთი საჯარო განცხადება მაინც აქვს გაკეთებული იმ უზნეობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა საქართველოში, მე იმ დღიდან გადავდგები გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორობიდან და შევწყვეტ ამ გაზეთის გამოშვებას. ხოლო თუკი, ის ამას ვერ შეძლებს, თქვენგან მოვითხოვ ამ საქმეში უფრო აქტიურად და ობიექტურად ჩარევას, რათა რაც შეიძლება მალე მოეღოს ბოლო მარტვილში იმ სამარცხვინო კოჰაბიტაციას, რაზედაც პრემიერიც ბრძანებს: „ეგ იქნება ჩვენი სირცხვილი“.

ნანა გოგია