გვერდი

Thursday 1 December 2011

მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ  სააკაშვილ ყირგიზეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ალმაზბეკ  ტამბაევ  პირისპირ შეხვდა.
პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, ტურიზმის განვითარებასა და ეკონომიკურ პროექტებზე, მათ შორის, ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
   სააკაშვილმა ყირგიზ კოლეგას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოს გამოცდილება ბევრი ქვეყნისთვის სანიმუშო მაგალითი გახდა. შეხვედრისას გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ყირგიზეთიდან სამთავრობო ჯგუფი ესტუმრება, რომელიც ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს გაეცნობა
"თქვენ ძალზე საინტერესო გზა გაქვთ გასავლელი. ჩვენი ქვეყნის გამოცდილების საფუძველზე, ბევრ შეცდომას აიცილებთ თავიდან", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მასთან საუბრისას.
თავის მხრივ, ალმაზბეკ ატამბაევმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ქართული რეფორმების შესასწავლად უკვე იმყოფებოდნენ საქართველოში, აუცილებელია თანამშრომლობა არა მარტო გაგრძელდეს, არამედ გაღრმავდეს კიდეც.
   "
ჩვენი მეგობრები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, აღფრთოვანებულები დარჩნენ თქვენი ქვეყნის წარმატებებით. მინდა, საკუთარ ქვეყანაშიც იგივეს მივაღწიო", - განაცხადა მან.
მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას, ალმაზბეკ ატამბაევმა რუსი ავტორის, ლარისა ბურაკოვას მიერ გამოცემულ წიგნზე - "Почему у Грузии получилось" გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ წიგნმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
დღესვე საქართველოს პირველი პირი ყირგიზეთის პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იყვნენ მიწვეულნი.

No comments:

Post a Comment