გვერდი

Friday 23 December 2011

მეცნიერებმა დედამიწის ტყუპისცალი პლანეტა აღმოაჩინეს

       მეცნიერებმა ვირტუალურად დედამიწის ანალოგიური კლდოვანი პლანეტა აღმოაჩინეს. ეს მზის სხვა სისტემაში დედამიწის ტყუპისცალი პლანეტის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.
       მიუხედავად იმისა, რომ პლანეტაზე, Kepler-20f -ზე, შესაძლოა წყლის სქელი ორთქლის ატმოსფერო იყოს, მიიჩნევენ, რომ მისი ზედაპირი საცხოვრებლად მაინც მეტისმეტად ცხელი იქნება.
        იგივე სისტემაში შემავალი მეორე პლანეტა, Kepler-20e, დედამიწაზე ოდნავაა პატარა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ცხელია.
   არცერთი პლანეტა არ მდებარეობს „საცხოვრებლად ვარგის ზონაში“, რადგან ტემპერატურა საკმარისზე მეტად თბილია იმისათვის, რომ ზედაპირის დენად წყალს არსებობის საშუალება მისცეს.
       მიუხედავად ამისა, მეცნიერები თავიანთი ტექნიკური მიღწევებით აღფრთოვანებას ვერ მალავენ, რადგან მათ სჯერათ, რომ დედამიწის ანალოგიური პლანეტების აღმოჩენა მათ იმის შანსს უტოვებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისეთი პლანეტაც აღმოაჩინონ, სადაც სიცოცხლე იქნება შესაძლებელი.
    კემბრიჯში, აშშ-ში ჰარვარდ-სმიტსონიანის ასტროფიზიკის ცენტრის ასტრონომი დოქტორი ფრანკოს ფრესინი ამბობს: „პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანის მოდგმამ შეძლო ვარსკვლავის გარშემო დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოეჩინა. ამგვარად, შესაძლებელია, რომ ჩვენ შევძლოთ სხვა პლანეტების აღმოჩენაც.“
     „ეს მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი იქნება. მე ვფიქრობ რომ დღეიდან 10 ან 100 წლის შემდეგ ადამიანები როცა გადახედავენ წარსულს, დასვამენ შეკითხვას თუ როდის მოხდა დედამიწის სიდიდის პლანეტის აღმოჩენა. ეს აღტაცების მომგვრელია.“

No comments:

Post a Comment