გვერდი

Tuesday 31 July 2012

რეკრუტირებული დემაგოგია



`ქართული ოცნების~ პოლიტიკური გააქტიურების პარალელურად საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოღვიძება დაიწყო, რაც ხელისუფლებას არასასიამოვნო მომავალს უქადის. ამიტომ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, როგორც ჩანს ჩათვალეს, რომ თავიანთი ძირმომპალი რეჟიმის გადარჩენას დემაგოგიური და პოპულისტური დაპირებებით შეძლებდნენ და ამ სიტუაციაში მთავარი როლის შესრულება ვანო მერაბიშვილს მიანდეს.
  თავიდან მერაბიშვილის დანიშვნამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ამას არავინ მოელოდა. მართალია განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა, ვინაიდან მერაბიშვილი ისედაც მთავრობისარაღიარებულიპრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც გილაურის ბუტაფორიულ ფიგურას შირმად იყენებდა და რეალურად მთავრობას თვითონ მართავდა. ახალ პოსტზე დანიშვნით კი მისი ძალაუფლება დე-იურედ გაფორმდა, მაგრამ ამ უბრალო პოლიტიკური სვლის უკან აშკარაა, რომ არადაფარულის გაცხადებისსურვილი, არამედ სააკაშვილისშიშიიმალება, რაც გამოწვეულია უნდობლობით ერთერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრისადმი, რომელსაც ძალოვნები ექვემდებარებოდა. ასევე, რაც ყველაზე მთავარია მერაბიშვილისადმი სიმპატიით არის განწყობილი სააკაშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილიც. ამიტომ გადამწყვეტ მომენტში ღალატის შიში დაედო საფუძვლად მორიგ სამთავრობო კარუსელს. ამ ნაბიჯით კი უბრალოდ კეისარმა პოტენციური ბრუტუსი მოიშორა და პოლიტიკაში ყველაზე მძიმე ტვირთი- არჩევნებში მმართველი ძალის გამარჯვებაზე პასუხისმგებლობა აჰკიდა.
უკვე ყველასთვის ცხადია, რომ მთავარი პოლიტიკური მეტოქეები ნაციონალური მოძრაობა და `ქართული ოცნება~ წინასაარჩევნოდ ერთმანეთს მემარცხენე შინაარსის დაპირებებით უპირისპირდებიან და ამ გზით საზოგადოების გულის მოგებას ცდილობენ. თუმცა, მერაბიშვილის და მთელი ნაც-ელიტის მიერ გაჟღერებული ბევრი იდეა და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება ბიძინა ივანიშვილის და კოალიცია `ქართული ოცნების~ პროგრამიდან არის გადმოკოპირებული. ეს კი ერთ რმეზე მეტყველებს: ხელისუფლებამ პრაგმატული იდეების კრიზისის განიცდის, რის გამოც პლაგიატს მიმართა და მისი მთავარი ოპონენტის იდეები მოიპარა!
თუმცა ახლად გაპრიერებული მერაბიშვილი ამას კატეგორიულად უარყოფს: `ვაპირებ, ვუპასუხო იმ ბრალდებას, რომ თითქოს `ქართული ოცნების~ პროგრამა გადავაკოპირე ... ჩემთვის მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ჩვენი პროგრამა არის შედეგნილი ჩვენს მიერ, კონკრეტულ მონაცემებზე, ციფრებზე. მე მგონი, არავის არ გაჩენია შეკითხვა იმ თანხებზე, იმ დაპირებებზე, რომელიც ჩვენ გავეცით. ეს დაპირებები არის რეალისტური. სიმართლე გითხრათ, მე არც შემიდარებია ეს პროგრამა სხვა პოლიტიკური პარტიების პროგარმისთვის. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რა წერია პროგრამაში და არა ის, რომელ პროგრამას ჰგავს ის. მთავარია, პროგრამა და ხალხი, რომელიც ამ პროგრამას შეასრულებს. ჩვენ შეგვწევს ძალა, გვაქვს დაგროვილი რესურსები, რომ დანაპირები შევასრულოთ,~- განაცხადა მერაბიშვილმა. ყოფილი `საქართველოს ხერხემალი~ ალბათდაგროვილ რესურსებშიმისი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიერ ამ რვა წლის განმავლობაში მოსახლეობის გაღლეტის გზით მითვისებულ ფინანსურ რესურსებს გულისხმობს, რომელსაც ახლა საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად გამოიყენებენ. მაგრამ საზოგადოება კარგად აცნობიერებს რომ ელიტური კორუფციის ზეობით და საბიუჯეტო სახსრების უკანონოდ მითვისებით გამდიდრებული ხელისუფლების გამოა ქვეყნა სიღარიბის საშინელ წუმპეში ჩაძირული.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გააქტიურების დღიდან მუდმივად აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტები იქნებოდა: სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით მილიარდიანი ფონდის შექმნა, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის ყოვლისმომცველი პაკეტი და პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებაა.
როგორც ჩანს ხელისუფლებამ ნათლად დაინახა, რომ მოსახლეობა ივნიშვილის პროგრამისადმი ინტერესს გამოხატავდა, ვინაიდან დღეს საზოგადოების უმთავრესი პრობლემა სოციალური საკითხების მოუგვარებლობაა, ამიტომ ამომრჩევლების წინაშე დემაგოგიური დაპირებებით წარსდგა, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ ამ რვა წლის მანძილზე.
წმინდა წყლის დემაგოგია და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა ვანო მერაბიშვილის პროგრამა, სადაც საუბარია: სოფლის მხარდაჭერისათვის 4 მილიარდი ლარის ჩადებაზე (წელიწადში 1 მილიარდი), ასევე ჯანდაცვის სფეროსთვის ოთხი წლის განმავლობაში 3 მილიარდი ლარის გამოყოფაზე, ასდოლარიან პერსიაზე, საყოველთაო დაზღვევაზე, ყველა უმუშევრის დასაქმებაზე და .. არადა ხელისუფლებისთვის დღემდე პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმი, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირება და ინფრასტრუქტურული პროექტები იყო და არა სოფელი და სოფლის მეურნეობის განვითარება.
 ცალსახად უნდა ითქვას რომ ხელისუფლება მერაბიშვილის მიერ წარმოდგენილი ოთხწლიანი პროგრამით საზოგადოებას აშკარად დასცინის. მაგალითისთვის გამოდგება თითოეული ოჯახისთვის ათასლარიანი ვაუჩერის გაცემაზე გაკეთებული დაპირება, რომელიც ოთხ წელზე უნდა გადანაწილდეს. ეს კი იმას ნიშნავს რომ თითოეული ოჯახი წელიწადში 250 ლარს, თვეში 20 ლარს და დღეში 70 თეთრს მიიღებს. ანუ მერაბიშვილი თავისი `ინოვაციური~ პროგრამით ქართველ ამომრჩევლებს პირდება დღეში 70 თეთრად ცხოვრებას.
მთელი ამ სიტუაციის კომიკური ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებამ ივანიშვილის საკუთრებაში რეალურად არსებულ 6,4 მილიარდს, გაცილებით უფრო მეტი ოღონდ ვირტუალური მილიარდები დაუპირისპირა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქვეყანაში არ მუშაობს არცერთი მსხვილშემოსავლიანი საწარმო, სოფლის მეურნეობა მკვდარია, ბიზნესი ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება, შესაბამისად მისი განვითარებისთვის შესაძლებლობა არ არსებობს, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტი ძირითადად მოსახლეობისთვის წართმეული კერძო საკუთრების უკანონოდ გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლებით, ჯარიმებით და საპროცესო გარიგებებით ივსება.
სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის გადამკიდე ქართული საზოგადოება საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო ყოველთვის მოტყუებული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, „გაღლეტილიმერაბიშვილი დემაგოგიური ხელოვნების გამოყენებით ამომრჩევლების მოტყუებას უფრო თავხედურად ცდილობს ვიდრე ამას სააკაშვილი აკეთებდა მისი რვაწლიანი მმართველობის განმავლობაში.
მერაბიშვილის დემაგოგიური პროგრამა, რომელსაც ერთი შეხედვით სოციალისტური ელფერი დაჰკრავს გარკვეულწილად მმართველ პარტიას უქმნის საფრთხეს საკუთარი მხარდამჭერი და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი  .. ლიბერტარიანული ელიტა, რომელსაც არცთუ უმნიშვნელო გავლენა აქვს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე მის ამომრჩეველთა რიგებს ჩამოაშოროს. ვინაიდან ეს ადამიანები, ჯერ კიდევ მანამ, სანამ მერაბიშვილი  ახალ პროგრამას წარადგენდა ბიძინა ივანიშვილს კიცხავდნენ მისი საარჩევნო პროგრამისგადაჭარბებულისოციალური ხასიათის გამო.
წესით `ლიბერტარიანელებს~ მერაბიშვილი უნდა გაეკიცხათ და მისი პროგრამა გაეკრიტიკებინათ. მაგრამ ის ადამიანები ვინც ივანიშვილს საყოველთაო ჯანდაცვისა და სოფლის დახმარებისათვის მილიარდი ლარის გამოყოფის პირობას სოცილიზმის მშენებლობად აფასებდა, ვანო მერაბიშვილის მსგავს იდეას საზოგადოების დაკვეთის ოპტიმალურ პასუხად მიიჩნევნ. მათთვის არასახარბიელო სიტუაციიდან ამ ადამიანებმა მაინც იპოვეს გამოსავალი და დღეს ხელისუფლების თავგამოდებული მხარდამჭერი ეს `ნაღები საზოგადოება~ ცალსახად აცხადებს, რომ მართალია მერაბიშვილის პროგრამა პოპულისტურია და განუხორციელებადი, ასევე, გაცილებით უფრო მიუღწეველი ვიდრე ივანიშვილის პროგრამა, თუმცა მაინცკეთილშობილურიაო“. ძნელია ჩაწვდე ამრთულ ლოგიკასდა გაიაზრო თუ რატომაა კეთილი ის ადამიანი ვინც ყველაზე მეტად ატყუებს საზოგადოებას, ამომრჩეველს. თუმცა მათი ეს `პოზიცია~ კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ დეგრადირებულ აზროვნებაზე და საკუთარი პოლიტიკური მრწამსისადმი უპრინციპო დამოკიდებულებაზე.
ცალსახად უნდა ითქვას, რომ ვანო მერაბიშვილის ახალი პროგრამა `მეტი სარგებელი ხალხს~ და უპირველესი მიზანი `მთავარი მტრის-უმუშევრობის დამარცხება~ უსაზღვროდ პოპულისტური და დემაგოგიური დაპირებებია, რომელიც საზოგადოებას მორიგი `აბსურდის თეატრის~ სცენაზე დადგმული სპექტაკლის საყურებლად ითრევს.
თუკი ამ რვა წლის განმავლობაში ხელისუფლებას მოსახლეობისთვის სიკეთე არ გაუკეთებია, მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა საზოგადოებამ რატომ უნდა გამოუცხადოს ისევ ნდობა იმ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანაში ჩატარებული ყოველი არჩევნების დროს დაპირებებს უხვად გასცემდა, ხოლო რეალურადმიშუშულინაგებობების აშენების მეტი სხვა სიკეთე არ შეუქმნია.
გარდა ამისა უკვე ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ბიუჯეტის ხარჯზე ცდილობს მოსახლეობის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენას. დიდი ალბათობით არჩევნებამდე სააკაშვილის რეჟიმის ეს პოლიტიკა უფრო აგრესიულ ხასიათს მიიღებს, რაც ამომრჩეველთა ნაწილის დაშინებასა და მოსყიდვაში გამოიხატება. ბიძინა ივანიშვილმა მესტიაში, სოფელ ჭუბერში სტუმრობისას ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ მოსყიდვის მცდელობაზე ისაუბრა: სულ მალე არჩევნები იქნება. ახლა დაფაციცდებიან, რა თქმა უნდა, ერთი ტომარა ფქვილი აღარ ყოფნით, ჩვენ შემოვედით და აიწია თამასა, რეალური ოპოზიცია გაჩნდა. ამათ ფული აქვთ და საშუალება, დაიწყებენ ხალხის ტოტალურ მოსყიდვას, არ შეცდეთ! შესაძლებელია დახმარებები მიიღოთ, მაგრამ არჩევანი გააზრებული და არაემოციური უნდა გააკეთოთ. არ გაცვალოთ დროებითი ორლარიანი შემოსავალი ჩვენს მომავალზე. არ გაყიდოთ მომავალი“.
სააკაშვილის რეჟიმის წრმომადგენლები, თავიანთი დემაგოგიურ დაპირებებით შეურაწყოფას აყენებენ ქართველ ამომრჩევლებს. ვინაიდან ასეთი განუხორციელებელი, პოპულისტური პროგრამით ისინი მიზნად ისახავენგაუნათლებელი ბრბოს“, „კომუნისტური მენტალიტეტის ტყვეობაშიმყოფი საზოგადოების მოტყუებას. როგორც ჩანს, არჩევნებამდე პრემიერი მერაბიშვილის მოვალეობა მხოლოდ მოსახლეობის მოტყუება და გაბითურება იქნება, რომელიც ერთი მარტივი პრინციპით იმოქმედებს: `მთავარია დაჰპირდე ხალხს ბევრი სიკეთის გაკეთება, ხოლო მის შესრულებაზე შეგიძლია არც იფიქრო, ხალხი ბრმაა და მაინც გამოგყვება~.
განსხვავება `ნაციონალური მოძრაობის~ ახლად წარმოდგენილ და შეუსრულებელ დაპირებებს შორის იმდენად დიდია, რომ ვანო მერაბიშვილი ლამაზი სიტყვებით და ვირტუალურ მილიარდებზე აპელირებით მოსახლეობის მოატყუებას ვეღარ შეძლებს. ვინაიდან, საზოგადოება კარგად აცნობიერებს, რომ მერაბიშვილის პროგრამა მორიგი წინასაარჩევნო დემადოგიაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზეა გათვლილი და ნაციონალების გამარჯვების შემთხვევაში მას რეალური განხორციელება არ უწერია.

ზურაბ ჯამბურია

No comments:

Post a Comment