გვერდი

Sunday 29 July 2012

ილია მეორე: "მოახლოებულია არჩევნები და ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, იქონიეთ მოთმინება"


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე იქადაგა და საზოგადოებას ერთმანეთის ლანძღვისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. 
პატრიარქის თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დროს საჭიროა ყველამ სიბრძნე მოიკრიბოს და ისეთი სიტყვა არ თქვას, რომ მერე შერცხვეს.
"ადამიანს, რომელსაც ძალაუფლება გააჩნია, ბევრი სიკეთის, ამავე დროს კი ბევრი ბოროტების გაკეთება შეუძლია, ამიტომ შევთხოვთ უფალს, მხოლოდ სიკეთე გვაკეთებინოს. მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და კამათის თუ საუბრის დროს ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას. იქონიეთ მოთმინება, კეთილი გული, სიბრძნე და ისეთი სიტყვა არ უთხრათ ერთმანეთს, რომ მერე ერთმანეთის შეგვრცხვეს", - ბრძანა პატრიარქმა და აქვე დასძინა, რომ თითოეული ადამიანის ყოველი დღე გამოცდაა.

No comments:

Post a Comment