გვერდი

Monday 2 July 2012

ალასანია ნაგვაზავოს მოსახლეობას შეხვდა


კოალიცია ქართული ოცნების და პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზას მოსახლეობას შეხვდა. ალასანიამ მოსახლეობას კოალიციის სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
შეხვედრაზე კოალიციის ლიდერმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ სოფლის მეურნეობის პროგრამაზე და ყურადღება გაამახვილა მარტვილის რაიონში უკანონოდ, მოსახლეობისგან მალულად გასხვისებულ მიწებზე. მისი თქმით: „მოსახლეობისგან მალულად გასხვისებულია, ძალიან ბევრი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ამ ხალხს. სხვანაირად ვერც მეცხოველეობა ვითარდება და ვერც ზოგადად, სოფლის მეურნეობა. ჯანდაცვა და განათლება ის პროგრამებია, რითაც ჩვენ გვინდა, საზოგადოებას გავაცნოთ, თუ როგორ საქართველოს შევქმნით“.
ირაკლი ალასანიამ კომენტარი ახალი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ საპროგრამო განცხადებებზეც გააკეთა: როგორც ჩანს, ახალი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ძალიან დიდი გულით ეცნობაქართული ოცნებისლიდერის ყველა გამოსვლას. მან, რა თქმა უნდა, იგივე პრიორიტეტებზე დაიწყო საუბარი, მაგრამ ერთი რამე ვერ გათვალა, რომ 8 წელია, ეს ადამიანები, მისი ჩათვლით ჰპირდება ხალხს ამ საქმეს, მაგრამ ვერ შეასრულეს. პრაქტიკულად ყველა დაპირება პირგატეხილია. ყველანი ვხედავთ სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას, ვხედავთ როგორ ეპყრობიან ადამიანების ქონებრივ საკუთრებას. სამწუხაროდ, ის დაპირებები, რომელიც ქვეყნის გამთლიანებას ეხებოდა, არ არის შესრულებული. სწორედ ამიტომ საზოგადოება აცნობიერებს, რომ ეს არის მთავრობის მორიგი ტყუილი და წინასაარჩევნო ფარსი“.
ხელისუფლებას დღესაც ჰქონდა მცდელობა შეხვედრა ჩაეშალა. ამ მიზნით შეხვედრის პარარელულად მობილიზებული იყო სპეციალური ზონდერ-ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ გამგეობის თანამშრომლები, მარტვილის სხვადასხვა სოფლის რწმუნებულები, ასევე ნაციონალური მოძრაობის მოქმედი აქტივისტები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი აღნიშნულ პირებს დავალებული ჰქონდათ ორ-სამი კაცის გამოყვანა, რომლებსაც ყვირილით და „ბიძინა რუსეთის აგენტიას“ შეძახილით შეხვედრებს ჩაშლა უნდა მოეხერხებინათ. აღსანიშნავია რომ ეს ადამიანები უშუალოდ მითითებებს  მარტვილის რაიონის გამგებლის მამუკა დანელიასგან იღებდნენ, რომელიც დიდი ხანია ცნობილია კომკავშირიდან გადმოყოლილი თავისი პროვოკაციული მოქმედებებით.
შეხვედრის დასასრულს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ: „გეგმაზომიერად ჩავალთ ყველა სოფელში. ყველას ავუხსნით რითი მოდის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. მერე არჩევნების დღეს საზოგადოება გადაწყვეტს ვისი უმრავლესობა მოვა ხელისუფლებაში“.
შეხვედრამ მიუხედავად ჩაშლის მცდელობისა მაინც მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ფაუსტ ნადარაია

No comments:

Post a Comment