გვერდი

Monday 16 July 2012

მიხეილ სააკაშვილმა მარიამ ყანდაშვილისა და გოგა გოლეთიანის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა


მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ექსტრემალების გადმოხტომის შემდეგ დარტიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"შეძრწუნებული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც გუშინ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მოხდა. ორი ახალგაზრდა საბედისწერო შემთხვევამ იმსხვერპლა. 23 წლის მარიამ ყანდაშვილისა და 25 წლის გოგა გოლეთიანის სიცოცხლე მოულოდნელად შეწყდა მაშინ, როდესაც ცხოვრების დიდ გზაზე უნდა აედგათ ფეხი... ძნელია მოძებნო სიტყვები იმ წარმოუდგენელი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელიც მათ ოჯახებს შემზარავმა ტრაგედიამ დაატეხა თავს. ამ მძიმე წუთებში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და თანავუგრძნო მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს
მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი..." - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებლ მიმართვაში.

თბილისში ექსტრემალური ხტომის შესრულებისას ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გიორგი გოლეთიანი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდიდან ხტომისას გარდაიცვალნენ.   ახალგაზრდები ექსტრემალური სპორტისროუფ ჯამფინგის" მონაწილეები იყვნენ. ტრაგედის მიზეზი ხტომისას დამცავი და სათადარიგო თოკების ერთდროულად გაწყვეტა გახდა.
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთანროუფ ჯამფინგში" სპორტული შეჯიბრება გუშინ  გაიმართა, ინფორმაციის მიხედვით შეჯიბრის დასასრულს ორმა ახალგაზრდამ ერთიდაიმავე თოკით ერთდროულად გადმოხტომა გადაწყვიტა რასაც ტრაგედია მოყვა. 

No comments:

Post a Comment