გვერდი

Tuesday 3 July 2012

დაპატიმრებული სიმართლე ანუ რა მდგომარეობაა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში


გაზეთ  ჯორჯიან ნიუსის ყოფილი რედაქტორი, ჟურნალისტი ჯამბულ წულაია, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის რუსთავის №17 დაწესებულებაში, გაზეთ თავისუფალ პრესასთან  სასჯელაღსრულების  სტრუქტურაში არსებული პრობლემების შესახებ საუბრობს:
ერთდაერთი პრობლემა, რაც ყველა პატიმარს ერთნაირად აწუხებს, ჯანმრთელობის მდგომარეობაა. პატიმართა დიდი ნაწილი აქ მოხვედრის შემდეგ დაავადებულია სხვადასხვა ავადმყოფობით, რომლის გამომწვევი მიზეზი კვება და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შექმნილი არაადამიანური პირობებია, დაავადების მკურნალობის არანაირი პერსპექტივით. ვფიქრობ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულება ერთადერთია არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, სადაც ყველანაირ დაავადებებს: ნაღვლლის, თირკმლის, კუჭნაწლავის არაფერს ვამბობ ჭლექით, სპიდით და სხვა მძიმე დაავადებებით დაავდებულ პატიმრებზე, ანალგინითა და ციტრამონით მკურნალობენ. მეორე წელია სასჯელს ვიხდი და ექიმი ჯერ თვალითაც არ მი ნახავს, წამლებზე და მკურნალობაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. თუ ადრე ოჯახის წევრებს გარედან მაინც შეეძლოთ სამკურნალო წამლების შემოგზავნა, ახალი წლიდან ისიც აკრძალეს. რაც დრო გადის დღითი დღე იზღუდება ისედაც შეზღუდული პატიმრების უფლებები. ის უფლებებიც კი, რაც კანონით არის დადგენილი. პატიმრებს არ გვაქვს გრძლევადიანი პაემნის უფლება, შეზღუდული გვაქვს ტელეფონზე საუბრის ხანგრძლივობა, არ არის ტელევიზორები, აიკრძალა ჟურნალ-გაზეთების შემოტანა. დღეში მხოლოდ ერთი საათით გავყავართ სუფთა ჰაერზე. ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც ყველას ერთნაირად გვაწუხებს, არაფერს ვამბობ იმ არაადამიანურ მოპყრობაზე, რასაც აქ აქვს ადგილი, რაც შეეხება პატიმართა ცემისა და წამების ფაქტებს. ამაზე საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია.

ერთადერთი ნუგეში ჩვენთვის, რომლებიც ცხოვრების საუკეთესო წლებს გისოსებს მიღმა ვატარებთ არის საპატრიარქოს ის სასულიერო პირები, რომლებიც თითქმის ყოველდღე შემოდიან ჩვენთან საპყრობილეში, იბარებენ აღსარებას, გვმოძღვრავენ, გვიმსუბუქებენ ჩვენს მძიმე მდგომარეობას და გვაძლიერებენ სულიერად, რაც მერწმუნეთ ბევრს ნიშნავს. ჩვენ ვიცით როგორ წუხს და ზრუნავს ჩვენი კათალიკოსპატრიარქი, ჩვენ ამას ვგრძნობთ და შევთხოვთ უფალს, დიდხანს ჯანმრთელად გვიმყოფოს.
თუ ამ ხელისუფლებას ნამდვილად სურს, დაარწმუნოს საზოგადოება და მრავალათასიანი პატიმრების ოჯახის წევრები აქაურ კვებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაშინ დაუშვას დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებათადამცველი ორგანიზაციების შემოსვლა და აქ არსებული ვითარება საჯარო გახადოს. ამას არ აკეთებენ, იმიტომ, რომ აქ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა კვების და პატიმართა ჯანმრთელობის მხრივ, ვიდრე ამის წარმოდგენა შეუძლია ადამიანს.
ვიკვებებით, რაღაც საშინელ ცხიმზე დამზადებულ საჭმელზე, რომელიც საშინელი სპეციფიკური სუნითა და გემოთი ხასიათდება, თითქოსდა ლპობას იწყებსო. არა თუ ხორციანი და გემრიელი საკვებით ვიკვებებით, არამედ აქაური საკვებით ვიწამლებით კიდეც, ამ ცხიმზე .. კომბიჟირზე დამზადებული საკვები იწვევს ძლიერ მოწამვლას და ინტოქსიკაციას. აქ ძირითადად შემოაქვს სუპერმარკეტებში ჩამოწერილი საქონელი. კერძებს ამზადებენ ინდური ძროხის .. ბებუს ხორცისგან, რომელიც ეტყობა ვადაგასულია, ასევე ქათმის კანის ნახარშისგან, შიგ ქათმის კანის ნაფლეთებით, რომელსაც აქ აფეთქებული ქათამი შეარქვეს.
რადგან მისი ჭამის შემდეგ, ისეთი შეგრძნება გეუფლება ადამიანს თითქოს შიგნეული ფეთქდება, აქ ხორციან კერძებს ეძახიან ბებუს მეორადი გადამუშავებული ძვლების ნახარშს, თევზეულზე საერთოდ ლაპარაკი ზედმატია, ასევე გვაჭმევენ ბრინჯსა და მაკარონს .. კომბიჟირზე დამზადებულს სპეციფიკური გემოთი და სუნით, მოხარშულ ლობიოს ცხიმი და ინგრედიენტები რომ გავაცალოთ მდუღარე წყალში ვრეცხავთ, აქ მოხარშულ კარტოფილსაც კი ვერ ვჭამთ, რომელსაც ალბათ კალორიულობის მოსამატებლად სპეციალური ცხიმი აქვს მოსხმული, რომელსაც ასევე მდუღარე წყალში ვრეცხავთ, რომ ცხიმი მოვაშოროთ. ჩაი ძირითადად კანცეროგენულ ნივთიერება _ კოლერის შემცველია, რომელიც როგორც ვიცით მავნებელია ჯანრმთელობისთვის და იწვევს მძიმე დაავადებების პროვოცირებას, აბსურდია ჩაის ქვეყანაში იაფფასიანი, უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საზიანო ჩაი უცხოეთიდან შემოიტანო და კიდევ უფრო დაუმძიმო ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრებს, რომელთა დიდი უმრავლესობა ისედაც დაავადებულია, აქ შექმნილი მძიმე და აუტანელი პირობებით, სხვადასხვა მძიმე დაავადებებით.
_ დიეტური საკვები საერთოდ არ არის, ამიტომ ავადმყოფების ჩვეულებრივი საკვებით ვიკვებებით. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე, რომელიც ერთერთი იყო აქაური საკვებით რომ მოიწამლა.
_ ვიცით, რომ ჩვენს კვებაზე დღეში 3 ლარი იხარჯება ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ 3 ლარად როგორ უნდა მიიღოს ზრდასრულმა ადამიანმა ყველა საჭირო, სიცოცხლისთვის აუცილებელი კალორია.
რაც აქ ხდება, ყველაფერ ადამიანურ ზღვარს სცილდება და თუ დროზე არ მოხდა ამ ტირანიის შეჩერება, ჩვენი პატიმრების უმეტესობას, ამ ჯოჯოხეთს ცოცხალი თუ გააღწია, პირველი ჯგუფის ინვალიდობა ნამდვილად გარანტირებული გვაქვს.
ასეთია ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ევროპული სტანდარტების სასჯელაღსრულების დაწესებულების ქართული სინამდვილე.

No comments:

Post a Comment