გვერდი

Monday 30 July 2012

”ყველაზე დიდი უსამართლობა, მოჩვენებითი სამართლიანობაა”

        
ჩვენ, დღეს ვცხოვრობთ მოჩვენებით სამართლიან ქვეყანაში. ქვეყანაში სადაც სამართალს ვერ იპოვი, მაგრამ ყოველდღე ჩაგჩიჩინებენ, რომ შენ-ცხოვრობ ყველაზე კარგად, შენი ქალაქია-ყველაზე კარგი, შენი შვილები-სწავლობენ ყველაზე კარგ სკოლაში, შენი ხელისუფლებააყველაზე ჰუმანური და მზრუნველი გაჭირვებულთათვის და .. ეს მაშინ, როცა ყველაფერი პირიქით არის. ეს კიუსამართლობა და დანაშაულია საკუთარი ხალხის წინაშე
ნორმალური სახელმწიფო ვერ შედგება მანამ, სანამ ქვეყანაში იქნება არ შემდგარი პიროვნებები და ამ პიროვნებების ხელში- ძალაუფლება. შემდგარ  სახელმწიფოდ შეიძლება ჩაითვალოს ქვეყანა სადაც, არის კანონის უზენაესობა, თავისუფალი მედია, თავისუფალი ბიზნეს გარემო, არჩევნების თავისუფლება, სახელმწიფოს მიერ ერთნაირი დამოკიდებულება ყველა პიროვნების მიმართ და ყველა პიროვნების კეთილდღეობაზე  ხელმისაწვდომობა. ქართველი ერის გადარჩენა-ერის ტრადიციულობის, მართლმადიდებლური სარწმუნოების, ადათ-წესების  და ზნეობრიობის   შენარჩუნებაშია.

ეს, არ სჭირდება დღევანდელ ხელისუფლებას. მას გარყვნილი, დაშინებულინახევრად მშიერი და მის ნებაზე მოსიარულე დამონებული ერი სჭირდება. დღეს ჩვენ გვახვევენ ისეთ წყობას, რომელსაც ქვეყანა მიყავს არა ეროვნული და არა ტრადიციული გზით. ყველაზე სამწუხარო და საგანგაშო არის ხელისუფლების ჩარევა საეკლესიო  ცხოვრებაში და ქართველი ერის სულიერად გატეხვა.
დღეს, საქართველოს  ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას. ვინაიდან ქვეყანას პატრონობს მასონური ძალები ნაცმოძრაობის სახით. მე, არ გამოვრიცხავ ასეთივე ძალების შეპარვას ქართულ ოცნებაშიც რესპუბლიკელების სახით, ან მათი მიმდევრების, მაგრამ ვიმედოვნებ ქართულ ოცნებაში მალე აეხილებათ თვალები და მიჩნეულ იქნება მათთვის საკადრისი ადგილი.
ვფიქრობ, ერთადერთი გზა საქართველოს გადარჩენის და ქვეყნის გაერთიანების არის ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას გზა. გზასადაც არ გაიყიდება საქართველო და მისი ინტერესები, არ მოხდება ეკლესია-მონასტრების შებილწვა, არ მოხდება საქართველოს  ისტორიის გაყალბება, არ მოხდება ქართული ენების დისკრედიტაცია, არ გასაჩუქრდება საქართველოს მიწა-წყალი ჩინოვნიკებზე და გადამთიელებზე. პატივსაცემი იქნება: კანონის უზენაესობა, ერის და ბერის ერთიანობა, ქართული კულტურა და ტრადიციები, მოხუცებისადმი პატივისცემა, მეგობრობა, ვაჟკაცობა, სტუმართ-მოყვარეობა, ქვეყნისადმი ერთგულება და .. ეს არის ის, რამაც უნდა გადაარჩინოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ მოხერხდა ეროვნული  იდეების მატარებელთა ყრილობის ჩატარება, რომელსაც სამიათასამდე ადამიანი ესწრებოდა და მათ დააფუძნეს  საზოგადოებრივი მოძრაობაეროვნულები”. მალე ყველა რაიონში გაიხსნებაეროვნულები”- ოფისები, მათ შორის მარტვილშიც და ამ მოძრაობაში გაწევრიანდებიან ადამიანები, რომელთაც გული შესტკივათ საქართველოს აწყმოზე და მომავალზე. არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოებრივი მოძრაობაეროვნულებიგადაიქცეს პოლიტიკურ პარტიადრომელიც იბრძოლებს ზემოთხსენებული მიზნების განხორციელებისთვის~
P.S. ვთხოვ ყველას: გავერთიანდეთ ჩვენი ერის გადასარჩენად. მოძრაობა ეროვნულების კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს დადოს თითო აგური ტრადიციული ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. მათთვის ვინც უარს ამბობს კლანურ, მასონურ, ძალადობრივ  და ანტიქრთულ სახელმწიფოზე
                              `სჯობს მონობაში  გადიდკაცებულს
              თავისუფლების ძებნაში მკვდარი~.
                                                           აკაკი წერეთელი.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ქართული საქმის განხორციელებაში.  


             ზურაბ ბიგვავა                                                                        

No comments:

Post a Comment