გვერდი

Monday 30 July 2012

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბიოგრაფიები


ლევან იზორია
კოალიცია "ქართული ოცნების" ჩხოროწყუს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ბიოგრაფია
ლევან იზორია დაიბადა 1974 წლის 5 თებერვალს.
1996 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1998 წელს სწავლა განაგრძო გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1999 წელს სამართლის მაგისტრის ხარისხით (უმაღლესი შეფასება Sehr Gut ). 2002 წელს ამავე უნივერსიტეტში მას მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი (უმაღლესი შეფასება magna cum laude ).
2002 წლიდან ლევან იზორია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თ.წერეთლის სახელობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია
2002-2005 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის დოცენტი.
2002-2003 წწ ლ.იზორია სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების სახელმწიფო კომისიის კოორდინატორია .
2003-2004წ.წ გერმანიის კონრად ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.
2004 წელს ლევან იზორია დაინიშნა შინაგან საქამეთა სამინისტროს აკადემიის რექტორად.
2006-2007 წლებში ის საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და პროფესორია.
2007-2009 წ.წ ლ.იზორია პროფესორის ხარისხში სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწევა შპაიერის გერმანული საჯარო ადმინისტრაციის კვლევის ინსტიტუტში(ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიანტი).
2008 წელს ის კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია .
2010 წ.ივლის-აგვისტოში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ჰაიდელბერგის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს ბლანკის ინსტიტუტში.
ლევან იზორია 2009 წლის მარტში შეუერთდა ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს. 2009წლის ივლისიდან ის პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრია .
ყავს მეუღლე და ორი შვილი.

---------------------------------------------------------------------



გურამ ოდიშარია
კოალიცია "ქართული ოცნების" სენაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ბიოგრაფია
გურამ ოდიშარია დაიბადა 1951 წლის 24 სექტემბერს სოხუმში. სოხუმშივე დაამთავრა საშუალო სკოლა და აფხაზეთის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. ის 9 პოეტური და 10 პროზაული წიგნის, რამდენიმე პიესის, კინო და ტელე სცენარების ავტორია. მკითხველთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვიეს მისმა რომანებმა: “შავი ზღვის ოკეანემ”, “სოხუმში დაბრუნებამ” და “პრეზიდენტის კატამ”. ასევე პოპულარული იყო მისი პიესა “... ზღვა, რომელიც შორია”, რომელიც დადგა ცნობილმა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ. ის დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძის სახელობის, გამომცემლობა “ლომისის”, საქართველოს თეატრალური საზოგადოების, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიებით. ასევე, ა. ჩეხოვის ოქროს მედლითა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის პრემიით “ოქროს ფრთა”. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ათ ენაზე.
---------------------------------------------------------------------



მურთაზ ხურცილავა
კოალიცია "ქართული ოცნების" მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

ბიოგრაფია
მურთაზ ხურცილავა დაიბადა 1943 წ. 5 იანვარსმარტვილის რაიონი სოფელ ბანძაში. ბატონი მურთაზი არის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, აგრეთვე ოლიმპიური თამაშებზე მედლების მოპოვება შეძლო. თამაშობდა მცველის პოზიციაზე თბილისის „დინამოსა“ (1961-1975) და ქუთაისის „ტორპედოში“ (1975-1976).
იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი და წევრი. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 1966 და 1970 წლების ჩემპიონატებში, ევროპის 1968 და1972 წლების ჩემპიონატებში, ასევე 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე.
1998-99 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.
2003 წლის ნოემბერში, მურთაზ ხურცილავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს „ოქროს ფეხბურთელად“, როგორც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი.
2012 წ. გახდა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.
---------------------------------------------------------------------

ირაკლი საბულუა
კოალიცია "ქართული ოცნების" აბაშის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ბიოგრაფია
ირაკლი საბულუა დაიბადა 1982წლის 1 აპრილს აბაშაში.
2003 წელს მან წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიუკური უნივერსიტეტის სამშენბელო ფაკუტეტის ბაკალავრიატი. 2005 წელს კი იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2002-2003 წლებში დიდ ბრიტანეთში კომანია „Boyed Farm“ მენეჯერის თანაშემწეა.
2003-2005 წლებში იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის პროექტის მენეჯერი.
2005 წელს ირაკლი საბულუა აფუძნებს სამშენებლო კომპანია „გეოკონსტრაქშენს“ რომელსაც ხელმძღვანელობს 2009 წლამდე.
ირაკლი საბულუა 2012 წელის შეუერთდა ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს
---------------------------------------------------------------------


ეკა ბესელია
კოალიცია "ქართული ოცნების" ქ. ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

ბიოგრაფია
ეკა ბესელია დაიბადა 1972 წლის 6 ნოემბერს სენაკში.

განათლება
1990-96 წწ ივ. ჯავახიშვილის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

პროფესია-სამართალმცოდნე

კვალიფიკაცია: ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო (სისხლის, საერთაშორისო და სამოქალაქო სამართლის) სპეციალიზაციით.

გამოცდილება:
 1996-წლიდან ადვოკატთა კოლეგიის წევრი, 12 წლიანი საადვოკატო პრაქტიკა.
1998 წლიდან დამფუძნებელი საადვოკატო ფირმა სპს ,,ეკა და კომპანიის” დღემდე.
2006 წელი ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
1998 წლიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი., 2006 წლიდან ამავე ასოციაციის გამგეობის წევრი.
ასამდე საერთაშორისო და შიდა სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა.
2006 წლის აპრილში გაეროს განვითარების პროგრამით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად  ექსპერტი, სემინარის ტრეინერი  -ევროპული კონვენციის მე-5, მე-6 მუხლების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის, პოლიციისთვის, ჟურნალისტებისთვის.
2003 წლის აშშ იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სასამართლო პროცესის  სასწავლო კურსის გამარჯვებული.
2001-2004 წწ წლის საუკეთესო ადვოკატი.
2007 წლის ივლისში ამერიკის შეერთებულ შტატებში- 5 შტატში სასამართლო სისტემის შესწავლის სპეციალური  სასწავლო პროგრამის მონაწილე.
2007წ 21 მაისი- 20 ივნისი საქართველოს პარლამენტის წევრი. (საკუთარი განცხადებით შეუწყდა უფლებამოსილება).
2008-2010 წელი პ/გ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” გენერალური მდივანი.
2010 წლის 12 თებერვლიდან სამოქალაქო მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრების”  დამფუძნებელი და დირექტორი.
---------------------------------------------------------------------

გიორგი ნაჭყებია
კოალიცია "ქართული ოცნების" წალენჯიხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ბიოგრაფია
გიორგი ნაჭყებია დაიბადა 1956 წ. 24 აგვისტოს ქ. ზუგდიდში.
განათლება
1974-1979 საქართველოს პოლიტექნიკური  ინსტიტუტი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი
1984-1989 ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი                  
 სამუშაო გამოცდილება
1979-1982 სამთო ოსტატი, უბნის უფროსის მოადგილე - ენგურჰესის მშენებლობის კაშხალმშენის სამმართველო
1982-1990  სხვადასხვა თანამდებობებზე კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტსა და პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტში
1990-1992  ვიცე-პრეზიდენტი – მრავალდარგოვანი კონცერნი “სამება”
1993-1995   გენერალური დირექტორი - შპს “ბოგა”
1995-1997  დირექტორი - შპს “ტატა”
1998-1999  ვიცე-პრეზიდენტი სს “სოფლმშენინდუსტრია”
1999-2005   მოსამართლე - ისანი-სამგორის რაიონული სასამართლო
2005-2009  რეზერვის მოსამართლე 
2009-დან დღემდე  საქართველოს ადვოკატთა  ასოციაციის წევრი, დირექტორი - იურიდიული კომპანია “T.E.N.”          

---------------------------------------------------------------------



გიგა ბუკია
კოალიცია "ქართული ოცნების" ხობის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ბიოგრაფია
 გიგა ბუკია  დაიბადა  1967  13 ოქტომბერს
განათლება:     
პროფესია: ინჟინერ-ტექნოლოგი  (სოხუმის სუბტ. ინსტიტუტი 1985-1990 წწ.)

სამუშაო გამოცდილება:
2000-დან  კონსერვატიული პარტია-კომიტეტის წევრი
2004-2008  პარლამენტის წევრი
1991-2002  სამეწარმეო საქმიანობა. შპს-ის ხელმძღვანელი

საარჩევნო გამოცდილება:
2003-2004  ხობის რაიონული ორგანიზაცია-საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი
2005 ქობულეთი-მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბის  ხელმძღვანელი
2008 საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები-სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორი
2008 ხობის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი
2010 თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალური შტაბი-რეგიონების კორდინატორი

No comments:

Post a Comment