გვერდი

Sunday 1 July 2012

ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

    გუშინ 30 ივნისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ივანე მერაბიშვილი დანიშნა.
    "ჩემი მთავარი ამოცანა არის, არა მხოლოდ ზოგადი პროგრესის მიღწევა, არამედ ის, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იგრძნოს ეს პროგრესი. ამმხრივ ჩვენ გასაკეთებლი კიდევ ბევრი გვაქვს. მერაბიშვილს ვნიშნავ პრემიერ-მინისტრად იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ამ კაცმა მოახრეხა გადამწყვეტი დარტყმის მიყენება კორუფციის და კრიმინალისთვის წინა წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს ამ ახალი ურთულესი ამოცანის გადაწყვეტასაც. მე მასთან უკვე მრავალი წელია, ვმუშაობ და ვიცი როგორი შრომისმოყვარეა, ის ძალიან მიზანდასახური ადამიანია. ვანო არის კაცი, ვინც შეძლო კორუფციის და კრიმინალის ბეჭებზე დადება. ის ბეჭებზე დადებს ჩვენს მთავარ მტერსაც, რასაც უმუშევრობას ჰქვია", - აღნიშნა სააკაშვილმა.



 პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა რომ დასაქმების პრობლემის გადაჭრის მიზნით მთავრობაში "დასაქმების სახელმწიფო მინისტრის" პოსტი ჩამოყალიბდება. ასევე ცნობილი გახდა, რომ აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური "სპარტნიორო ფონდს" ჩაუდგება სათავეში.
     ცნობისთვის ივანე მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე ხელმძღვანელობდა. ნიკოლოზ გილაურს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2009 წლის 6 თებერვლიდან დღემდე ეკავა.

No comments:

Post a Comment