/ მ. ებნერ-ეშენბახი/
კოჰაბიტაცია (Cohabitation) ფრანგული
სიტყვაა და
თანაცხოვრებას, თანაარსებობას ნიშნავს. კოჰაბიტაცია სათავეს
საფრანგეთის მე-5
რესპუბლიკის კონსტიტუციიდან იღებს, როდესაც საფრანგეთი ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა.
პრემიერისა და
პრეზიდენტის მსგავსი
„თანაარსებობა“ კი
მხოლოდ ნახევრად
საპრეზიდენტო მმართველობის დროსაა შესაძლებელი, როდესაც პარლამენტს შეუძლია უნდობლობის ვოტუმით მთავრობის
გადაყენება, ხოლო
პრეზიდენტს შეუძლია
პარლამენტის დათხოვნა.
მაგრამ საქართველოში სულ სხვა რეალობა, სააკაშვილს დღეს მოქმედი კონსტიტუციით მისი
სურვილის შესაბამისად ერთდროულად მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს
და ეს მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის- სააკაშვილის რეიტინგი 5-8
%-ს არ აღემატება.
სამწუხარო ის
არის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზების მიზნით დასავლელი
პოლიტიკოსებისგან შემომოთავაზებული კოჰაბიტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და
მათ მცირერიცხვოვან მხარდამჭერებს მხოლოდ
თავის სასარგებლოდ ესმით და
თავხედურად ცდილობენ
მათ მიერ
ჩადენილ უამრავ
ბოროტებაზე პასუხისგებას თავი აარიდონ,
რადგან უძნელდებათ იმ პირადი კეთილდღეობის დათმობა რაც
მათ ამ ცხრა წლის განმავლობაში დაუმსახურებლად, დროის ავბედითობის გამო მიიღეს.


