გვერდი

Sunday 29 July 2012

„ქართული ოცნების“ მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მურთაზ ხურცილავამ თანარაიონელი დევიზ დარჯანია მოინახულა


ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბატონმა მურთაზ ხურცილავამ და ქართული ოცნების სხვა ლიდერებმა წარსულში საქვეყნოდ ცნობილი ფეხბურთელი, ამჟამად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, დევიზ დარჯანია მოინახულეს
დევიზი დიდი ხანია ავადმყოფობს, გადაადგილება უჭირს.
დევიზ დარჯანიას- დიდ ფეხბურთელსა და ღირსეულ პიროვნებას თავის საფეხბურთო კარიერის მანძილზე ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორიცაა: „ლოკომოტივი“ (სამტრედია), „დინამო“ (ზუგდიდი), „დინმო“ (თბილისი) და „ტორპედო“ (ქუთაისი). სწორედ მისი კაპიტნობიტ მოიპოვეს რიონისპირელებმა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის საგზური. ვეტერანი ფეხბურთელი არასოდეს დავიწყნიათ მარტვილელ თანამემამულეებს.
მურთაზ ხურცილავა: „ვიყავი სოფელ ონოღიაში, ვინახულე ყოფილი ფეხბურთელი დევიზ დარჯანია. ჩვენ ერთად ვთამაშობდით ზუგდიდის „დინამოსა“ და სამტრედიის „ლოკომოტივში“. დევიზს ბომბარდირული თვისებები ჰქონდა, განსაკუთრებით ძლიერად ურტყამდა თავით. ამ უნიკალური ნიჭით საქართველოში ორად-ორი ფეხბურთელი იყო დაჯილდოებული: ზაურ კალოევი და დევიზ დარჯანია. დასანანია რონ დღეს ასეთ მდგომარეობაშია.
ჩემს უმცროს მეგობარს დევიზ გამოჯანმრთელებასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ თავის შესანიშნავ ოჯახთან ერთად“.

ბესიკ გვაზავა
„ლელოს“ და „თავისუფალი პრესის“
 კორესპონდენტი

No comments:

Post a Comment