გვერდი

Sunday 15 July 2012

ბიძინა ივანიშვილი: "ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქართული ოცნება გაიმარჯვებს!"


   "გამარჯობაგორელებოგამარჯობაქართლო!
ყველას მოგესალმებითდიდ მადლობას გიხდით იმისთვისრომ დღეს აქ ერთად ვართ.
საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვსქართლი კი ყოველი კუთხის გამაერთიანებელიერთიან საქართველოდ შემკრები და შემკვრელისიტყვა საქართველოც ხომ ქართლიდან მოდის.
მარტო უფლისციხესამთავისიყინწვისი და ატენის სიონი იკმარებდა იმის დასტურადრომ აქქართლშიიქმნებოდა საქართველოს ისტორია.
ჩვენ დღეს გორში შევიკრიბეთ, დიდი დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებულ ქალაქშიამ ქალაქს ბევრი განსაცდელი უნახავს და ბევრი გასაჭირი გადაუტანიამაგრამ დღემდე მტკიცედ დგასროგორც საქართველოს ერთიანობისჩვენი სამშობლოს გაუტეხლობისა და სიმტკიცის სიმბოლო.  

ქედს ვიხრი თქვენ წინაშეაქ ლამაზი სიტყვების არც ადგილია და არც დროქართლის გულში ვდგავართსაქართველოს გულში და ეს გულია ახლა ნაიარევიუკვე ოთხი წელი გადის, ეს იარა კი ვეღარ შუშდება.
ამ ჭრილობას სულის შებერვით ვერ მოაშუშებმას არც ტკივილის გაყუჩება უშველისამ ჭრილობას სასწრაფოდ უნდა ვუმკურნალოთრათა პირი შეიკრას და შეხორცდესუკვალოდ მის გაქრობას ვერავინ დაგვპირდებადაღუპულებს ვერავინ გაგვიცოცხლებსდაღუპულებს ვერავინ დაგვიბრუნებს.
წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას...
გულით თუ გვინდარომ ამ ჭრილობამბოლოს და ბოლოსპირი შეიკრასჯერ ჩვენ შევკრათ პირი - დღეს და აქ.
ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებასჩვენ შევძლებთ არა მარტო პატიებასჩვენ ჩვენი ბრალის აღიარების და მონანიების ძალაც შეგვწევს. ჩვენ ქართველ დედებს კიდევ ერთხელ მოვუხდით ბოდიშსჩვენ ვეფხის და მოყმის შემქმნელი ხალხი ვართ -  ჩვენ სამძიმარს ვეტყვით ოს დედებსდავეხმარებით მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაშიჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას, გამოვასწორებთრისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია.
მომავალშიც ჩვენ მხოლოდ გზას დავულოცავთ  ქართულ-ოსურ ოჯახსრომელიც ყოველთვის ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავი იყო აქამ მხარეშიჩვენქართველებმა და ოსებმაერთად უნდა შევძლოთ ურთიერთობების აღდგენარადგან ამდენი რამ გვაკავშირებს და გვაახლოებს ერთმანეთთან. ჩვენ გამოვნახავთ მისადგომს  ჩვენს ძმებთან და დებთან - ოსებთანჩვენ აუცილებლად აღვადგენთ მათთან ურთიერთობას.
დღევანდელი ვითარება შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდესარ შეიძლება ქართველი  იმას შეეგუოსრო თავისუფლად ვეღარ ნახავს ქართული ხუროთმოძღვრების შედევრ იკორთის ტაძარსადაც დაკრძალული არიან ქართველი გმირები - ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.
და ეს მდგომარეობაასეთი ვითარება აგვისტოს ომ შედეგია.
მე არ მიმაჩნია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ჩვენ არ გადავსულვართ რუსეთის ტერიტორიაზემაგრამ ვერსად გავექცევით იმრომ საქართველოს ხელისუფლება  ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ წამოიწყო სამხედრო მოქმედებები ისერომ ვერ გათვალა შესაძლო შედეგები.
ეს არ შეიძლება ვინმეს ახარებდესხელისუფლების მოქმედებები იმ ტრაგიკულ დღეებში ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკასმაღალი თანამდებობის პირებირომლებსაც სახელმწიფოსა და ხალხის ბედი აბარიათსრულიად სამარცხვინოდ იქცეოდნენ.
პატივი და დიდება ყველა იმ ჯარისკაცსა და ოფიცრსვინც გმირულად იბრძოლა და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა სამშობლოს!
მაგრამ უზნეობაალამის გამარჯვებად გამოაცხადო ომირომლს ასზე მეტი სოფლი ოკუპაცია მოჰყვა.
ჩვენყველამ ერთადრაც არ უნდა მწარე იყოსსიმართლე უნდა ვთქვათდა როცა სიმართლეს არ გავექცევითიმასაც ადვილად დავინახავთრა გზებით შეიძლება სასიკეთო ცვლილებების მიღწევა.
  ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვიპოვოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნებისასევე საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო ქმედითი მხარდაჭერა. ასეთ მხარდაჭერას კი, მხოლოდ აშინ მივაღწევთროცა საქართველო რეალურად დაადგება დემოკრატიის მშენებლობის გზას.
დემოკრატი ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ამას აუცილებლად დავამკვიდრებთ.
ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს ჩვენს ოს ძმებთან, გამოვიყენებთ სახალხო დიპლომატიასგამოვნახავთ საერთო ინტერესებს და ამას დაეფუძნება ჩვენი სამომავლო ურთერთობები.
ყველამ კარგად იცისროგორ კავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობები და საერთო ინტერესებიამის მაგალითად ერგნეთის ბაზრობაც საკმარისიაამ ბაზრობის წყალობით წლების წინ ქართველებმა და ოსებმა შეძლეს ურთიერთობის აღდგენადა ეს ურთიერთობა ბუნებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა.
ამ ადგილზე ისინი არა მარტო ხვდებოდნენ ერთმანეთსარამედ საერთო ბიზნესშიც ჩაებნენ და  საქმესაც ერთად უძღვებოდნენმაშინ მათქართველებმა და ოსებმათავიდან აღმოაჩინესრომთურმეერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ.
კონფლიქტის მშვიდობიანვიმეორებმშვიდობიან მოგვარებაზე ოდნავ მაინც რომ ეზრუნახელისუფლება ასე  დაუფიქრებლადასე ხელაღებით არ დახურავდა ერგნეთის ბაზრობას.
ერგნეთის ბაზრობის დახურვა ჩვენი ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგიარადგან იქ, სადაც რვა წლის განმავლობაში ქართველებისა და ოსების საერთო სავაჭრო დახლები იდგა და სავალუტო ჯიხურები მუშაობდაახლა  რუსული სამხედრო პოსტია.
ამ შეცდომის გამოსწორება მარტო ჩვენ შეგვიძლიაჩვენხელისუფლებაში მოსვლის შემდეგკანონის ფარგლებშილეგალურად აღვადგენთ ერგნეთის ბაზრობასჩვენ ყველაფერს გულდასმით გავითვლით და ყველა რისკს გავითვალისწინებთ.
ჩვენ მიგვაჩნიარომ ამ ბაზრობის აღდგენით გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენა დაიწყება და ურთიერთობებიც ერთხელ და საბოლოოდ დალაგდება.
ჩვენ არა ერთხელ ვთქვით და აქაც ხმამაღლა განვაცხადებსაქართველოს დასავლური ორიენტაცია,  ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანირომელსაც ალტერნატივა არა აქვს! მაგრამ  ჩვენ ვერ ავირჩევთ მეზობლებს.
ჩვენმიუხედავად ყველაფრისამოგვიწევს რუსეთთან ურთიერთობის შედარებით ნორმალიზებავფიქრობხელისუფლებაში მოსვლის შემდეგჩვენ შევძლებთ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას.
რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტულიმაგრამ პრინციპული. განსახვავებით ამ ხელისუფლებისაგანრომელიც უპრინციპოა და არაკორექტული.
 ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საერთო ენას აფხაზებთან და ოსებთანჩვენ გვაქვს ამის რესურსიდა ეს იცის ხელისუფლებამამ მხრივჩვენი მიზნები და ამოცანები მთლიანად ემთხვევა საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს.
სწორედ ესაარომ აღიზიანებს ხელისუფლებას და აქედან იღებს სათავეს ჩვენი კოალიციისა და პირადად ჩემკენ მომართული ცილისწამების ნიაღვარი.
ამ დროსხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვისრომ ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს ხალხის მდგომარეობა.
უმძიმესი მდგომარეობაა ადმინისტრაციული საზღვრის პირასგამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებშიიქ ისეთი ვითარებაა შექმნილირომ შეუძლებელი ხდება ცხოვრებარის გამოც კატასტროფული სისწრაფით იცლება სოფლები.
ბევრია ისეთი სოფელირომელიც მესაქონლეობით ირჩენდა თავსომის შემდეგ ამ სოფლების საძოვრები გამყოფი ხაზის გადაღმა აღმოჩნდა და სოფელი მთლიანად საძოვრების გარეშე დარჩაგამყოფი ხაზის გადაღმა აღმოჩნდა ყანებივენახები და ტყეცსაიდანაც ომამდე სოფლის მოსახლეობა შეშას ეზიდებოდა.
ახლა სოფლებში აღარც გაზია და აღარც სარწყავი წყალიბევრგან უკვე სასმელი წყალიც კი სანატრელი გაუხდათაიასეთი განსაცდელის პირისპირ დატოვა ხელისუფლებამ თავისი ხალხიუკიდურესი გაჭირვებადაუცველობა და უიმედობა - აიამისთვის არის განწირული დღეს ეს სოფლები.
მე და ჩემი გუნდი ამ ხალხს ვპირდებითრომ ეს უსულგულობა მალე დამთავრდებაამ ხელისუფლების პირობებში კონფლიქტის მოგვარებას პირი არ უჩანსკარგად გვესმისრომ ამ პრობლემას ერთი ხელის მოსმით ვერც ჩვენ გადავწყვეტთ.
მაგრამ იმას ნამდვილად გპირდებითრომ გამოვნახავთ საერთო ენას ოსურ მხარესთან და სოფლებში სარწყავ წყალს დავაბრუნებთჩვენ ამ გაუსაძლის ყოფას შეგიმსუბუქებთუყურადღებოდ არ დარჩება არც ერთი სოფელიარც ერთი ოჯახიყველას სატკივარს გავიზიარებთ და ყველა საკითხს შეძლებისდაგვარად მოვაგვარებთ.
ომის უმძიმესი შედეგია ისრომ საქართველოს ათასობით მოქალაქე საკუთარი სახლიდან აიყარა და თავისსავე სამშობლოში დევნილად იქცაერთი შეხედვითთითქოს ხელისუფლებამ იზრუნა მათზეამისათვის სპეციალური კოტეჯებიც კი დაუდგამაგრამ რა პირობებში უწევთ ჩვენს თანამემამულეებს ცხოვრებაყველამ კარგად ვიცით.
უფრო მეტიც - რაც ყველაზე მეტად აღმაშფოთებელია - დევნილთათვის კოტეჯების ან ფულადი დახმარებების გამოყოფამ თავიდანვე პოლიტიკური კორუფციის სახე მიიღო - ხელისუფლება განაწილებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ პოლიტიკური   ლოიალურობის ნიშნით!
ხშირად  დევნილებს იძულებით ასახლებენ სოფლებშისადაც არ არის ცხოვრებისა და საქმიანობის მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობებიათასობით დევნილი კუთვნილი სტატუსის მინიჭებას დღემდე ელოდებაკონფლიქტის ზონებსა და მის მიმდებარე სასაზღვრო ველში ბევრმა დაკარგა სოციალური შეღავათები.
ერთმა დევნილმა „ქართული ოცნების“ ბარათში ჩაწერაჩემი ოცნებააიმდენი ქულა დავაგროვორომ სიღარიბის შემწეობა მივიღოო.
აიესაა ჩვენი მწარე სიმართლედა ჩვენ მას თვალს გავუსწორებთამას გპირდებთეს უნდა დამთავრდესხალხოჩვენი ხალხის ასეთი უღირსებო ყოფა უნდა დამთავრდეს და მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის!
სიტყვას ვაძლევ ჩვენს დევნილებსხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველას დაუკანონდება ის ფართობებირომლებშიც ახლა ცხოვრობენრათა მათ საშუალება ჰქონდეთდაგეგმონ საკუთარი ცხოვრება და მომავალივიდრე დროებით დაკარგულ სახლკარს დაუბრუნდებიან.
ჩვენ ყველა პირობას შევუქმნით მათრომ ღირსეულად შეძლონ ცხოვრებააღარ იყვნენ ხელისუფლების შემწეობასა და მოწყალებაზე დამოკიდებული.
ვეღარასოდეს ვერავინ  გაბედავსრომ მათ გარეშე მათი ბედი გადაწყვიტოსვეღარავინ გაბედავს დამცირებითშეურაცხყოფით და ცემა-ტყეპით მათ დაწიოკებას და ღამის სათევად ღია ცის ქვეშ გაყრასროგორც ეს არა ერთხელ მომხდარაჩვენ ამას არ დავუშვებთამის სიტყვას მე გაძლევთ!
ხალხის მიმართ გულგრილობაცინიზმი და დაუნდობლობა ამ ხელისუფლების ხელწერად იქცაყველას გვახსოვსროგორ დაამცირა და აბუჩად აიგდო ხელისუფლებამ ჩვენი ვეტერანები - ის ხალხირომლებმაცროცა სამშობლოს უჭირდამის დასაცავად თავი გადადეს.
როცა ვეტერანებმა უკიდურესი გაჭირვება  და სახელმწიფოს მხრიდან სრული უყურადღებობა ქუჩაში გააპროტესტესხელისუფლებამთითქოს საგანგებოდსამაგალითოდყველას თვალწინისინი შეურაცხყო და  დაამცირა.
აიასეთ მაგალითს აძლევს ეს ხელისფულება ახალგაზრდა თაობასმაშინ როცაღირსების მქონე სახელმწიფო  განსაკუთრებული პატივისცემით ექცევა თავის ვეტერანებსამავე სულისკვეთებით ზრდის ის თავის მომავალ თაობას და ამით უჩენს სამშობლოსადმი ერთგულებისა და თავდადების განცდას.
მე და ჩემი გუნდი გპირდებითრომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს ვეტერანების მიმართიქნება ის მეორე მსოფლიო  ომისაფხაზეთის თუ აგვისტოს ომის მონაწილე, მათი ღვაწლი დაფასდებადაწესდება სოციალური შეღავათები და მათ ღირსეულად ცხოვრების საშუალება მიეცემათ
ვეტერანთა გარდა, გპირდებით, ჩვენ უყურადებოდ არ დავტოვებთ სხვა სპეციფიურ ჯგუფებსაც, რომლებიც დღეს ხელისუფლებისგან მიტოვებული არიან: I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსმარჩენალდაკარგულებსპოლიტრეპრესირებულებს და ჩერნობილის დაზარებულებს.
ჩვენ არ დავუშვებთ 2005 წელს ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეების დისკრიმინაციას, მათი პენსიები გადაანგარიშება დღეს მოქმედი ნორმატივების მიხედვით.
მე თქვენ გპირდებითრომ ვეღარავინ გამოიყენებს ჩვენი ხალხის დამსჯელად პოლიციასრომელიც ამავე ხალხის სისხლი და ხორციასწორედ ამიტომაქვე უნდა მივმართო ჩვენს პოლიციელებს:  მე ბევრჯერ აღვნიშნერომ ჩვენი პოლიციელების უმრავლესობა წესიერი ადამიანიარომლებიც უანგაროდ და პატიოსნად ემსახურებიან თავის სამშობლოს და ხალხს.
როგორც ჩანსსააკაშვილი შეაშფოთა ჩემმა სიტყვებმა და  რამდენიმე დღის წინ პოლიციელებს მინისტრად დაუნიშნა სისასტიკით ცნობილი ახალაია და ასე ცდილობს  დათრგუნოს და დააშინოს არა მარტო მოსახლეობაარამედ პოლიციელებიც.
დააკვირდითხალხოდა ნახავთრომ სააკაშვილის ეს ნაბიჯი შეშინებული კაცის გადაწყვეტილებააროგორც ჩანსმას კიდევ უფრო მკაცრი ხელი სჭირდება თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლადმას არჩევნებისთვის სჭირდება ზონდერბრიგადებირომელთა მართვითაც ახალაია არის განთქმული.  
მოგმართავთ თქვენჩვენო საამაყო პოლიციელებონურაფრის შეგეშინდებათ! ეს ყველაფერი მალე წარსულს ჩაბარდებაცოტაც უნდა გავუძლოთყველამ ერთად!  ჩვენ ვერ გვაჯობებენ!
თუ თქვენ არ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებსკანონი თქვენ მხარეს იქნებადა არა მარტო კანონისამართლიანობა იქნება თქვენკენდა მაშინ გახსოვდეთასე ვერავინ დაგჯაბნითთქვენ ვერ მოგერევათ ვერც ერთი კრიმინალი თანამდებობის პირი.
იდექით ხალხის სამსახურშიდაიცავით იგითქვენ ხომ სიცოცხლესაც არ დაიშურებთ მისთვისთქვენ ამას აუცილებლად დაგიფასებთ ჩვენი ხალხი!  ჩვენ  გვახსოვს და გვემახსოვრება ის თავგანწირვარომელიც 23 წლის წინ, 9 აპრილს გამოიჩინა მაშინდელმა პოლიციამროცა ხალხს გადაეფარარათა ჯალათებისგან დაეცვა იგი.
სწორედ ამის ეშინია სააკაშვილს ცეცხლივითეშინია იმისრომთუ საქმე საქმეზე მიდგებაპოლიცია კვლავ ხალხს დაიცავსრატომღაც მერაბიშვილსაც კი არ ენდო სააკაშვილიშინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოაშორა და პრემიერად გადაიყვანა.
თუმცაარც მერაბიშვილს დაუხევია უკან სააკაშვილის არა ერთი უკანონო ბრძანების შესრულებაზემის სახელს უკავშირდება ის განსაკუთრებული სისასტიკერომელიც გამოიჩინეს ძალოვანმა  სტრუქტურებმა 7 ნოემბერსა და  26 მაისსმერაბიშვილი  ვერც ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების საქმეებს ჩამოირეცხავს.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა ზარზეიმით წარმოგვიდგინა ვრობის პროგრამაეს პროგრამა სხვა არაფერიათუ არა   პოლიტიკური პლაგიატი - ჩვენი პროგრამების მითვისების მცდელობა.
ჩვენს შორის ერთი სერიოზული განსხვავებააჩვენ  დაპირებებს ტყუილად არ ვიძლევითკარგად გათვლილი და გაანგარიშებული გვაქვს ყველაფერი.
მერაბიშვილის ციფრები კი მხოლოდ ამომრჩველთა ყურისთვის არის განკუთვნილი და მათი გულის მოსაგებად არის ნათქვამითუმცაისინი ტყუილებშიც თავის სიძუნწეს ვერ ერევიან!  ჯერ რიხით აცხადებენ 1000-ლარიან დახმარებას და შემდეგ სასხვათაშორისოდ დააყოლებენრომ ეს 4 წელზე გათვლილი თანხაა ერთი ოჯახისთვისდა რა გამოდისრას ჰპირდებიან სინამდვილეში ხალხს – ერთ ოჯახს წელიწადში 250 ლარსანუ თვეში 20 ლარს.
ხალხის მოსატყუებლად ისიც კი იკადრესრომ დასაქმების სამინისტრო შექმნეს.  სამინისტროს შექმნით რომ სამუშაო ადგილები არ იქმნებაეს მათ ზუსტად იციანსამუშაო ადგილებს ბიზნესი ქმნისჯანსაღი ბიზნესგარემოარადასწორედ ეს მოსპო სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამრამაც ხალხის გაღატაკება გამოიწვია.
ყველას გვახსოვს ხელისუფლებისეული დასაქმების კამპანიებივითომ უმუშევრობის საკომპენსაციოდ დარიგებული ფულიტელეკამერების წინ სხვადასხვა საწარმოში ვითომ დასაქმებისთვის პრეზიდენტის მიერ მიყვანილი უმუშევრებიგვახსოვს ლენტების გაუთავებელი ჭრა ჯერარარსებული საწარმოებისა და დაუმთავრებელი საავადმყოფოების ფონზე.
შედეგად მივიღეთ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ოფიციალურად დარეგისტრირებული მილიონამდე მოქალაქე და თითქმის ამდენივე ადამიანირომელიც ღატაკისათვის განსაზღვრულ შემწეობას ელოდება.
ხელისუფლებამ მშვენივრად იცისსადამდე მიიყვანა ქვეყანა და ხალხიდა იმის მაგივრადრომ რეალურად რამე შეცვალოსისევ ხალისთვის თვალში ნაცრის შეყრა გადაწყვიტა
ქართველი ხალხი დიდხანს ატყუესგააღატაკეს და ახლარა შთამბეჭდავი ციფრებიც არ უნდა დაასახელონჩვენი ხალხი აღარ მოტყუვდებაესენი ჩვენს ხალხს არ იცნობენჩვენმა ხალხმა ბევრი მოითმინაბევრიც აპატიამაგრამ  მოთმენა და პატიება  ამ ხელისუფლებამ მას სიბრიყვედ ჩაუთვალა და ახლაც ფიქრობსრომ ადვილად დაიმორჩილებს.
ხალხის გაბრიყვება აღარ გამოუვათეს დამთავრდებადა ამას ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ!
ახლა ცალკეულ გასაჭირს როგორ მოევლება, იმას გეტყვით  პატიოსნად. თქვენ, პირველ რიგში, პატიოსნებას იმსახურებთ. ქართლელებო, თქვენ ხომ მხოლოდ ბრძოლისთვის არ გაჩენილხართ, თქვენ შრომისა და საქმიანობისთვის, ძმობისა და მეგობრობისთვის უნდა გეცხოვრათ, და იცხოვრებთ კიდეც, გპირდებით!
ჩვენ ყველაფერი ზედმიწევნით დათვლილი და დაანგარიშებული გვაქვს.
ჩვენ ვაცხადებთრომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის  საფუძველიაქართულ ოცნებას“ დაგეგმილი აქვს, ააღორძინოს ქართული სოფელი  და ამისათვის შექმნას ერთმილიარდიანი ფონდიამ ფონდის დახმარებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეები შეძლებენ გრძელვადიანი,  ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სესხების აღებას და ამ ფული სარგებლობას.
ქართლში მეხილეობის აღორძინებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, მეხილეობის აღორძინება წარმოუდგენელია გასაღების ბაზრების გარეშეჩვენი ხელისუფლების უგუნურობამ გლეხი ტრადიციული ბაზრების გარეშე დატოვა და, სამწუხაროდ, ვერც ახალი ბაზრების გამონახვა მოხერხდა.
ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ და გამოვნახავთ ბაზარს და  გლეხს გაუსაღებელი მოსავალი ღა დარჩებასაქართველოში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული დიდ შემოსავალს მოუტანს გლეხსფერმერს და მთელ ქვეყანას. ჩვენ ამას გპირდებით!
სოფლის მეურნეობის აღორძინება ვერ მოხდება კვების მრეწველობის და გადამმუშავებელი საწარმოების გარეშე. ჩვენ ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო საწარმოების შექმნასჩვენ აღარ ვიქნებით დამოკიდებული უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქტზე.
ბაზარში კვლავ დაბრუნდება იაფი და ამავე დროს ხარისხიანი ადგილობრივი ბოსტნეულიხილიხორცისაბოლოოდ, კი სოფლის განვითარება საქართველოს კეთილდღეობას ჩაუყრის საფუძველს.
მებიძინა ივანიშვილისიტყვას გაძლევთრომ ყველა სოფელს და თითოეულ ოჯახს კეთილდღეობის გზაზე დავაყენებ.
ჩვენი გეგმა თავიდანვე ითვალისწინებს იმასრომ უნდა შეიქმნას რეალური სამუშაო ადგილებიასეთი სამუშაო ადგილების რაოდენობა ათეულობით ათასი იქნება.
მე გპირდებითრომ გაუქმდება მონოპოლიური ბიზნესიბიზნესისათვის დაწესდება შეღვათებიუსაფრთხო გარემო ექნებათ უცხოელ ინვესტორებსრაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.
ამავე დროსრაც განსაკუთებით მნიშვნელოვანიაჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალრეალურ ზღვარსცხადიაეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელიპენსია არ იქნება იმაზე ნაკლებივიდრე საარსებო მინიმუმია.
აღარც ერთ ოჯახს აღარ გაუჭირდება შვილებისთვის სახელმძღვანელოების შეძენადა აღარც ბავშვებს დასჭირდებათ სხვა სოფლის სკოლაში მისასვლელად ყოველდღიური მომქანცველი გზის გავლაყოველ სოფელს თავისი სკოლა ექნება.
მასწავლებელი იამაყებს თავისი პროფესიითრადგან მატერიალურადაც სათანადოდ იქნება მისი შრომა დაფასებული და რეალური პროფესიული გადამზადებაც მისთვის თავისუფლად ხელმისაწვდომი გახდება.
გორელებოქართლელებოგანათლების აი, ასეთ რეფორმას გპირდებათ ქართული ოცნება“!
მაგრამარც ეს კმარარათა მშვიდად იცხოვროთთქვენი ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა მთავარია  ჩვენთვისჩვენი ქართული ოცნებისთვის“. ჯანდაცვის საქმე რომ 20 წელზე მეტია, სამწუხაროდსულ უკან-უკან მიდის,   ყველამ კარგად იცითამ ხელისუფლებამ ვითომ ახალი საავადმყოფოები ააშენამაგრამ იქ მისვლა და მკურნალობა ისე ძვირი ღირსპატიოსან კაცს სახლ-კარის ფასად უჯდება.
ოპერაცია და წამლებიც ისე გაძვირდარომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუწვდომელიაამიტომ ავადმყოფობა ჩვენი მოსახლეობისთვისგანსაკუთრებით კი პენსიონერებისა და გაჭირვებული ადამიანებისთვისხშირად, სასიკვდილო განაჩენია ეს უნდა შეწყდეს!
ქართული ოცნება“ ბოლოს მოუღებს ამ უსულგულობასყველას ექნება  – ყოველ თქვენგანს – სამედიცინო დაზღვევაგპირდებით ამას!
ჩვენ ჯანსაღიგანათლებულიმშრომელიღირსებით სავსე და ამაყი  ხალხის ხელისუფლება უნდა ვიყოთჩვენ მივაღწევთ ამასჩვენ - ყველანი ერთად!
ჩვენს ხელისუფლებას  ეცოდინება და არასდროს დაავიწყდება ადამიანის ფასიეცოდინებარომ ყოველ თქვენგანსყოველ ადამიანს თვალის ჩინივით უნდა გაუფრხილდეს!
ჩვენ ყველა დაპირებას შევასრულებთამის სიტყვას მე გაძლევთ!
ეს ხელისუფლება რომ დამთავრდებამის ძალაუფლებას რომ ბოლო ეღებაამას უკვე თავად სააკაშვილიც კარგად ხედავს და გრძნობსრადგან მისი ბოლოდროინდელი მოქმედებები ჩემი და ჩემი გუნდის წინააღმდეგმხოლოდ გონებაარეული კაცის ნაფიქრალი შეიძლება იყოსსახელმწიფოს მეთაურები ასე არ იქცევიან!  
ის სანქციებირომლებსაც სააკაშვილი ჩემ წინააღმდეგ ახორციელებსყაჩაღობაახალხომას არ ენაღვლება არც კანონიარც სამართალიარც საზოგადოების განწყობადა, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემიააღარც დასავლელი პარტნიორების აზრი აინტერესებსრასაც ამდენ ხანს მეტ-ნაკლებად მაინც უწევდა ანგარიშს.
 „ქართუ ჯგუფის“ დაყადაღებით და ქონების გაყიდვით სააკაშვილმა მთელს საერთაშორისო საზოგადოებას დაანახაროგორ ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტს
ამ ბანკის ჩამორთმევა ვერაფერს ავნებს ჩემს კაპიტალს. „ბანკი ქართუ“ ინვესტიციააეს ის პროექტიარომელიც მე ჩემი სამშობლოსა და ხალხის ხელშეწყობისათვის  განვახორციელეეს ბანკი მე ჩემი მოგებისთვის არ გამიხსნია!
დღეს სხვადასხვა ბანკის სესხის გამო ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს სიღატაკე და სახლებიდან გამოყრა ემუქრებაჩვენ ვსწავლობთ ამ პრობლემას და აუცილებლად გამოვნახავთ ისეთ გამოსავალსრომ ამ ხალხს დავეხმაროთ და არც საბანკო სისტემა დავაზიანოთ.
ამ მეთოდებით ჩემი დამარცხება შეუძლებელიაჩვენი დამარცხება შეუძლებელიარადგან ჩვენს მხარეს არის კანონი და სამართალირომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს.
სააკაშვილს ყველა თავისნაირი ჰგონიასწორედ ამიტომ ფიქრობსრომ პოლიტიკოსის მთავარი კაპიტალი ფულიაჩემი კაპიტალირომელიც დღითი დღე სულ უფრო იზრდებათქვენი ნდობაარომელიც მე ჩემმა ხალხმა გამომიცხადაჩემი ოცნების ხალხმაანუ თქვენ.
სწორედ ამ ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდება სააკაშვილიჩვენ გავიმარჯვებთ და სამართლიანობა აღდგებაარ გამოუვათ არაფერივერაფერს დაგვაკლებენ
ჩემთან ბრძოლისთვისჩვენთან ბრძოლისთვისსაკუთარ ხალხთან ბრძოლისთვის უკან აღარაფერზე  იხევენსააკაშვილმა დაჰყო ქართული საზოგადოებამას ჰყავს თავისი ჟურნალისტებითავისი მსახიობებირეჟისორებიმასწავლებლებისაზოგადოება დაყო ასაკის მიხედვითენის ცოდნის მიხედვით და ისეთ სფეროშიც კი შეიჭრა და იქაც კი გახლიჩა ადამიანებიროგორიცაა სპორტისადაც გუნდურობა  წარმატების საწინდარია.
მან საქართველოში სპორტის პოლიტიზება შეძლოეს კი იმას ნიშნავსრომ ჩვენს ქვეყანაშიწესითსაამაყო და სანიმუშო სპორტსმენს მთავრობა არა სპორტული მიღწევების,  არამედ ხელისუფლებისადმი  ყურმოჭრილი მორჩილების მიხედვით აფასებს.  ეს სპორტსმენის გადაგვარებას ნიშნავს.
ცნობილიარომ  პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეების დასაშინებლადდასაჩაგრავად და დასასჯელად სწორედ ჯან-ღონით გამორჩეული სპორტსმენებისგან ქმნიან სამარცხვინო რაზმებს.
თანაცისიც ცნობილიარომ ეს  რაზმები დაუნდობლად სწორედ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ სპორტსმენებს უსწორდებიან.
რასაც არ უნდა ჰპირდებოდეს თავის მორჩილ სპორტსმენებს ეს ხელისუფლებაჩვენ  მათ მხოლოდ სამართლიან კანონს ვპირდებითდა არავითარ შემთხვევაში  - შურისძიებას!
ჩემო ძმებოჩემო შვილებონუ ჩაიდენთ უპატიებელ დანაშაულსსამარცხვინოარომ 21- საუკუნეში საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა ჯგუფებირომლებსაც ხალხმა ფაშისტური სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის სახელი - „ზონდერბრიგადები“ შეარქვაკიდევ უფრო სამარცხვინოა ისრომ მათი ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის წევრია.
ჩვენ გავათავისუფლებთ ამ ქვეყანას ამ სამარცხვინო სენისაგანჩვენ მოვსპობთ დაპირისპირებას საზოგადოებაშიარავის მოეთხოვება ხელისუფლების ერთგულებაყველანი ჩვენი სამშობლოსსაქართველოს ერთგული უნდა ვიყოთეს იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაეს არის გზა ცივილიზაციისაკენ!
ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ დაპირისპირებასქვეყანა აღარ იქნება დაყოფილი ხელისუფლების უტეხ მომხრეებად და შეუპოვარ მოწინააღმდეგეებად.
ჩვენ საერთო ქვეყანას ავაშენებთსადაც ცხარედმაგრამ ცივილიზებულად ვიკამათებთ ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზემაგრამ აღარასოდესაღარასოდეს დავუპირისპირდებით ერთმანეთს ძალითაღარასოდეს გავახარებთ საქართველოს დანაწევრებისა და შინააშლილობის მოსურნეს!
შემოდგომაზე არჩევნებზე გელოდებითპატიოსანი არჩევანი გავაკეთოთ და ჩვენც დავრწმუნდეთ და მთელ მსოფლიოსაც ვაჩვენოთრომ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრი  ვართ
ჩვენ გავიმარჯვებთსაქართველო გაიმარჯვებსჩვენი ხალხიჩვენი ქართული ოცნება გაიმარჯვებს!
მე გპირდებითრომ თქვენთან ერთად ვიბრძოლებ და არჩევნებით შევცვლით ამ ხელისუფლებას!
ამ ბრძოლაში ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებითმხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძოლას!
ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერარომ გავიმარჯვებთ არჩევნებშიქართველი ხალხი გაიმარჯვებსსაქართველო გაიმარჯვებსჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას!"

No comments:

Post a Comment