გვერდი

Friday 27 July 2012

ამეგრელოს რეგიონში „ნაციონალური მოძრაობის’’ მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია


სამეგრელოს რეგიონშინაციონალური მოძრაობის’’ მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია.
ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს როლანდ ახალაიას წარადგენენ.
წალენჯიხაში მაჟორიტარობის კანდიდატი ბიზნესმენი ლევან ქარდავა იქნება.
ჩხოროწყუს რაიონში გოჩა ლემონჯავას კანდიდატურას წარადგენენ. ლემონჯავა ფოთის ყოფილი მერია.
სენაკში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი იყრის, რომელიც ასევე ამ მოწვევის პარლამენტში დეპუტატი გახლდათ. თუმცა სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, რადგან სამეგრელოს გუბერნატორად დაინიშნა.
აბაშაშინაციონალური მოძრაობამაჟორიტარობის კანდიდატად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს დავით დარცმელიძეს წარადგენს.
მმართველ პარტიას საბოლოო გადაწყვეტილება ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ აქვს. თუმცა ამ რაიონში
სავარაუდო კანდიდატი ფოთის საკრებულოს წევრი თენგიზ სარიშვილი მოიაზრებოდა. თუმცა, სარიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამარათლადამრღვევად ცნო მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ სარიშვილმა მოქალაქეს საჩუქრად სატელიტური თეფში გადასცა.
ჯერჯერობითნაციონალური მოძრაობასმარტვილსა და ხობში მაჟორიტარი კანდიდატები არ დაუსახელებია

No comments:

Post a Comment