გვერდი

Sunday 29 July 2012

მურთაზ ხურცილავამ ბანძის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა


კოალიცია ქართული ოცნების მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მურთაზ ხურცილავა სოფელ ბანძის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. აღსანიშნავია რომ ბანძა მისი მშობლიური სოფელია. შეხვედრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. „ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. იმიტომ რომ მე მარტვილელებზე გული შემტკივა, რადგან ეს არის ჩემი რაიონი, მე აქ დავიბადე. თითქმის ყველას ვიცნობ, ყველა მიცნობს და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მე ვიცი მარტვილელების სატკივარი და ყველანაირად ვეცდები, რომ ხალხს დავეხმარო“- განაცხადა შეხვედრის დასასრულს მურთაზ ხურცილავამ.

No comments:

Post a Comment