გვერდი

Wednesday 1 August 2012

20 წლის ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა


20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. შავდათუაშვილმა ძიუდოისტთა შეჯიბრის ფინალში 31 წლის უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა საკუთარ ანგარიშზე იუკო ჩაიწერა და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა.
ლაშა შავდათუაშვილმა ფინალამდე ოთხივე ჩატარებული შეხვედრა იპონით მოიგო. ეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველებისთვის პირველი ოქროს მედალია.
ლაშა შავდათუაშვილი დაიბადა 1992 წლის 31 იანვარს გორში. 2012 წელს გახდა დიდებში - ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი; 2011 წელს თბილისის, პრაღის, ბუენოს აირესის მსოფლიო თასების გამარჯვებული; რიო დე ჟანეიროს დიდი პრიზის მესამეპრიზიორი. ახალგაზრდებში - ევროპის (2011) ჩემპიონი, მსოფლიოს (2011) მესამე პრიზიორი, მუდანიისა და ორჯერ პრაღის ევროპის თასების (2010, 2011) გამარჯვებული, საქართველოს (2011) ჩემპიონი.
ლაშა შავდათუაშვილის მწვრთნელები არიან არიან ანზორ თენაძე და ნიკო ბიბილაშვილი.

No comments:

Post a Comment