ჩვენ, დღეს ვცხოვრობთ მოჩვენებით სამართლიან ქვეყანაში. ქვეყანაში სადაც სამართალს ვერ იპოვი, მაგრამ ყოველდღე ჩაგჩიჩინებენ, რომ შენ-ცხოვრობ ყველაზე კარგად, შენი ქალაქია-ყველაზე კარგი, შენი შვილები-სწავლობენ ყველაზე კარგ სკოლაში, შენი ხელისუფლებაა- ყველაზე ჰუმანური და მზრუნველი გაჭირვებულთათვის და ა.შ. ეს მაშინ, როცა ყველაფერი პირიქით არის. ეს კი- უსამართლობა და დანაშაულია საკუთარი ხალხის წინაშე.
ნორმალური სახელმწიფო ვერ შედგება მანამ, სანამ ქვეყანაში იქნება არ შემდგარი პიროვნებები და ამ პიროვნებების ხელში- ძალაუფლება. შემდგარ სახელმწიფოდ შეიძლება ჩაითვალოს ქვეყანა სადაც, არის კანონის უზენაესობა, თავისუფალი მედია, თავისუფალი ბიზნეს გარემო, არჩევნების თავისუფლება, სახელმწიფოს მიერ ერთნაირი დამოკიდებულება ყველა პიროვნების მიმართ და ყველა პიროვნების კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობა. ქართველი ერის გადარჩენა-ერის ტრადიციულობის, მართლმადიდებლური სარწმუნოების, ადათ-წესების და ზნეობრიობის შენარჩუნებაშია.
