გვერდი

Saturday 23 June 2012

სკოლის დირექტორი ტერორის სამსახურში

      ხელისუფლება სამეგრელოში ტერორს და მოსახლეობის დაშინებას განაგრძობს. მარტვილის გამგებელი მამუკა დანელია რესურსცენტრის უფროს მაია გაწერელიას (რომელიც ასევე მისი ნათესავია) მეშვეობით სკოლის დირექტორებს მოსახლეობაში შიშის დანერგვის იარაღად იყენებს. როგორც ჩვენთან საუბარში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაყვალა ფანცულაია აცხადებს: "გამგებელ დანელიას დავალებით ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექტორი გერასიმე კიკალიშვილი სოფელ-სოფელ და უბან-უბან დადის და მოსახლეობისგან კატეგორიულად მოითხოვს თავი შეიკავონ ოპოზიციის, განსაკუთრებით "ქართული ოცნების" სასარგებლოდ პოლიტიკური აქტიურობისგან, არ გაბედონ "გლობალ TV"-ის სატელიტური თეფშების დამონტაჟება და მხოლოდ ხელისუფლების ხოტბა-დიდებით დაკავდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამსახურს, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ  დხმარებას, პენსიას და ყველანაირ საარსებო საშუალებას დაკარგავენ".
     ძნელი წარმოსადგენია ასეთი "მძიმე ტვირთი" მარტვილის გამგებელმა სკოლის დირექტორს რატომ აჰკიდა, ან თავად დირექტორი კიკალიშვილი, რომელიც წესით სკოლის მოსწავლეების აღზრდის უნდა იყოს დაკავებული, ამ უკანონობაში რატომ მონაწილეობს?! მაგრამ ერთი რამ ცხადია, ხელისუფლება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ გულმოდგინედ ცდილობს საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფოს და გამოხატვის თავისუფლება თუ ობიექტური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მაქსიმალურად შეზღუდოს.

No comments:

Post a Comment