ლევან
იზორია
კოალიცია
"ქართული ოცნების" ჩხოროწყუს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ბიოგრაფია
ლევან იზორია დაიბადა
1974 წლის 5 თებერვალს.
1996 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1998 წელს სწავლა განაგრძო გერმანიის ქალაქ გოტინგენის
გეორგ აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში, რომელიც
წარჩინებით დაამთავრა 1999 წელს სამართლის მაგისტრის ხარისხით (უმაღლესი შეფასება
Sehr Gut ). 2002 წელს ამავე უნივერსიტეტში მას მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი
(უმაღლესი შეფასება magna cum laude ).
2002 წლიდან ლევან
იზორია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თ.წერეთლის სახელობის ინსტიტუტის
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია
2002-2005 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის დოცენტი.
2002-2003 წწ ლ.იზორია
სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების სახელმწიფო კომისიის კოორდინატორია .
2003-2004წ.წ გერმანიის
კონრად ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.
2004 წელს ლევან
იზორია დაინიშნა შინაგან საქამეთა სამინისტროს აკადემიის რექტორად.
2006-2007 წლებში ის საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტის დეკანი და პროფესორია.
2007-2009 წ.წ
ლ.იზორია პროფესორის ხარისხში სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწევა შპაიერის გერმანული
საჯარო ადმინისტრაციის კვლევის ინსტიტუტში(ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიანტი).
2008 წელს ის კავკასიის
სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია .
2010 წ.ივლის-აგვისტოში
სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ჰაიდელბერგის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლისა
და საერთაშორისო სამართლის მაქს ბლანკის ინსტიტუტში.
ლევან იზორია
2009 წლის მარტში შეუერთდა ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს. 2009წლის ივლისიდან ის
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრია .
ყავს მეუღლე და
ორი შვილი.