გვერდი

Wednesday 1 August 2012

მწერალი და დიპლომატი



ბატონო რედაქტორო!
სიამოვნებით ვასრულებ თქვენს თხოვნას. გურამ ოდიშარიას წარდგენა სენაკის რაიონის ამომრჩეველთა წინაშე ჩემთვის რთულიც არის და იოლიც. რთული იმიტომ არის რომ ის მრავალმხრივი მოღვაწეა ერთ საგაზეთო პატარა წერილში ვერ მოხერხდება. იოლი იმიტომ არის რომ მთელი ცხოვრება თითქმის ოთხი ათეული წელი ერთად მოვდივართ და საკუთარი ხელისგულივით ვიცნობ მის ბიოგრაფიას.
უპირველეს ყოვლისა, გურამ ოდიშარია გამოჩნილი ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგია. ის შესანიშნავად უთავსებს აქტიურ ლიტერატურულ ცხოვრებას და სახალხო დიპლომატიას ერთმანეთს. ბატონი გურამი ჩვენი სახეა ევროპის ყველა ფორუმსა და შეხვედრებზე ის დახვეწილი მრავლისმნახველი ინტელიგენტია.
გურამ ოდიშარია ბევრისგან განსხვავებით არ გაბოროტებულა. იობის თმენით იტანდა იმ სისატიკეს, იმ უსამართლობას რაც ტრიალებდა მაშინ ჩვენს ირგვლივ და ჩვენს გარშემო. ის ზოგიერთივით არ გაქცეულა ალმოდებული სოხუმიდან. ის ჩვენთან ერთად იჯდა სახელდახელოდ გათხრილ სანგარში. ახლაც კარგად მახსოვს რა შემთხვევით გავაღწიეთ სოფელ შრომის ფრონტის ხაზიდან მარად დაუვიწყარ ჯანო ჯანელიძსთან ერთად.

გურამ ოდიშარია იმედით შეხვდა ჟიული შარტავას გამოჩენას აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ პოეტებს, მწერლებს, შემოქმედებით ინტელიგენციას გულუბრყვილოდ გვჯეროდა რომ პატიოსნება და სიმართლე გადაგვარჩენდა. ბატონი ჟიულიც ხომ პატიოსნების მამულიშვილობის სიმბოლო იყო.
არ გაჭრა, არაფერი არ გამოვიდა. საქართველოს მთლიანობას თითქმის ერთდროულად სამი სახელოვანი ქართველი, სამი სენაკელი: ჟიული შარტავა, გენო ადამია, თამაზ კანკავა ზვარაკად შეეწირა.
გურამ ოდიშარია ფესვის ფესვით სენაკელია. მამამისი- პროფესიონალი სამხედრო ნიკოლოზ ოდიშარია ჩემი მეგობარი იყო დიდად დაფასებული პიროვნება. ხშირად გვპატიჟებდა ოჯახში და თავისი ყურადღებით გვანებივრებდა. როცა აფხაზეთი დაეცა გურამ ოდიშარია საკენ-ჭუბერის უღელტეხილით წამოვიდა თავისი მტკივანი ფეხით ის გოლგოთა გადმოიარა. მართალი გითხრათ მისი გამბედაობა რომ არა მე ამას ვერ შევძლებდი.
26 სექტემბერი გურამ ფანჯიკიძესთან, ჯანო ჯანელიძესთან საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან ფრიდონ საყვარელიძესთან ერთად გურამ ოდიშრიას სახლში გავათენეთ.
ალბათ, ეს ღამე იყო ყველაზე ტაგიკული ღამე თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში.
გურამ ოდიშარიამ ამ ტრაგედიას მრავალი ლექსი, მოთხრობა, რომანი, პიესა მიუძღვნა.
დოკუმენტური პროზის საუკეთესო ნიმუშისთვის ”დევნილთა უღელტეხილი” სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ქართველები და აფხაზები 20 წელია ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ გურამ ოდიშარიას ერთგული მეგობრები დარჩა იქ. ის ხშირად, ძალიან ხშირად ჩადის სოხუმში. მისი წიგნი ”პრეზიდენტის კადა” რომელიც ეძღვნება დიდად პოპულარული პიროვნების საინტერესო ცხოვრებას მაგალითია იმისა თუ როგორ უნდა გიყვარდეს, თუ როგორ უნდა აღიქვა აფხაზი კაცი შენს ქართულ ცნობიერებაში.
გურამ ოდიშარიამ, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს ამბავი სხვებზე უკეთ მოახერხა. ამიტომ მე საჯაროდ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მთელს ”ქართულ ოცნება”-ს გურამ ოდიშარიას ასე წარმოჩენისათვის. ვინ-ვინ, მაგრამ ირაკლი ალასანიას შემდეგ ყველაზე მეტად გურამ ოდიშრიას ენდობიან ჩვენი აფხაზი ძმები.
დასასრულს ერთი რამ მინდა ვთქვა, საქართველოს მთლიანობის სიმბოლოდ იქცა სამი სენაკელი ქართველი: ჟიული შარტავა, გენო ადამია, თამაზ კანკავა.
ამ გზით მავალი კაცია აფხაზეთზე ფიქრსა და დარდში გაჭაღარავებული გურამ ოდიშარია.
ის არ გიღალატებთ.
ენდეთ მას!
ის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს ორი მოჩხუბარი ძმის შესარიგებლად.
გინდათ აფხაზეთის დაბრუნება?
ხმა მიეცით გურამ ოდიშარიას!!!


                                                                              გენო კალანდია

No comments:

Post a Comment