გვერდი

Saturday 2 May 2015

პრეზიდენტმა სამთავრობო ცვლილებას ხელი არ მოაწერა


გუშინ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერის მიერ წარდგენილ სამთავრობო ცვლილებას ხელს არ მოაწერა და მას ფორს-მაჟორულ რეჟიმში მიღებულ გადაწყვეტილება უწოდა. გიორგი მარგველაშვილი პრემიერს და პარლამენტს ერთ კვირიან ვადას სთავაზობს, რათა გადაწყვეტილების მიღება სამთავრობო ცვლილების შესახებ უფრო მშვიდ ვითარებაში მოხდეს.
“რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მინისტრების მყისიერი გადადგომა, როდესაც ვხედავდით, რომ ერთ-ერთი მინისტრი ამბობს, რომ არ მიდის პოსტიდან და მეორე დილას წავიდა.
როდესაც გუშინ ვიცოდით, რომ ორი მინისტრი იცვლება და დღეს გავიგეთ, რომ სამი იცვლება. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ცოტა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს. მე მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ ჩვენ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მინდა დავსვა კითხვა, რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს? – ამ რთული ვითარების ფონზე, მე მინდა მივცე შესაძლებლობა, როგორც პრემიერ მინისტრს, ასევე პარლამენტს , უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე.
ამ შემთხვევაში, მე ვიყენებ კონსტიტუციით მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას  და ერთი კვირის ვადით, გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე.

მე იმედი მაქვს, რომ ამ ერთ კვირას, ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მშვიდ გარემოში მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას.”– განაცხადა პრეზიდენტმა.

No comments:

Post a Comment