გვერდი

Friday 3 August 2012

მერაბ ქვარაია ორულუს ინციდენტის გამოძიებას ითხოვს


"ქართული ოცნება" ორულუს ინციდენტს აღმაშფოთებელს უწოდებს და შესაბამის ორგანოებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს. როგორც კოალიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა მერაბ ქვარაიამ ბრიფინგზე განაცხადა, წუხანდელი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, მიიღონ ყველა ზომა, რათა მსგავსი ფაქტები დროულად იყოს აღკვეთილი. საქართველოში, მათ შორის სამეგრელოში და ზუგდიდში, ადამიანებს უნდა მიეცეთ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პოლიტიკური საქმიანობის ხელშეუხებლობა. მივმართავთ ძალოვან უწყებაში, პოლიციაში დასაქმებულებს (მათ შორის ბევრია კეთილსინდისიერი ადამიანი), შევახსენებთ მათ, რომ ისინი უნდა ემსახურებოდნენ ხალხს",- აღნიშნა ქვარაიამ.

ინციდენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში წუხელ, 2 აგვისტოს, 18:00 საათისთვის მოხდა. კოალიციის ადგილობრივ კოორდინატორს ემზარ ცაავას სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ირაკლი ცაავა შეუვარდა და იარაღის მუქარით "ქართული ოცნების" დატოვება მოსთხოვა.
 ცაავები ბიძაშვილები არიან.
"იარაღით შემოგვივარდა და გვიყვიროდა თქვენი ამ პარტიაში ყოფნით ძირს გვითხრითო, ჩამოშორდიო. ყველაფერს ამტვრევდა, მერე მე გამომეკიდა და დავიმალე", -ამბობს ემზარ ცაავა
 ინციდენტის დროს ცაავას მეუღლე შეუძლოდ გახდა, მეზობლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.


No comments:

Post a Comment