ბატონო რედაქტორო!
სიამოვნებით ვასრულებ თქვენს თხოვნას. გურამ
ოდიშარიას წარდგენა სენაკის რაიონის ამომრჩეველთა წინაშე ჩემთვის რთულიც არის და
იოლიც. რთული იმიტომ არის რომ ის მრავალმხრივი მოღვაწეა ერთ საგაზეთო პატარა
წერილში ვერ მოხერხდება. იოლი იმიტომ არის რომ მთელი ცხოვრება თითქმის ოთხი ათეული
წელი ერთად მოვდივართ და საკუთარი ხელისგულივით ვიცნობ მის ბიოგრაფიას.
უპირველეს ყოვლისა, გურამ ოდიშარია გამოჩნილი
ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგია. ის შესანიშნავად უთავსებს აქტიურ ლიტერატურულ
ცხოვრებას და სახალხო დიპლომატიას ერთმანეთს. ბატონი გურამი ჩვენი სახეა ევროპის
ყველა ფორუმსა და შეხვედრებზე ის დახვეწილი მრავლისმნახველი ინტელიგენტია.
გურამ ოდიშარია ბევრისგან განსხვავებით არ
გაბოროტებულა. იობის თმენით იტანდა იმ სისატიკეს, იმ უსამართლობას რაც ტრიალებდა
მაშინ ჩვენს ირგვლივ და ჩვენს გარშემო. ის ზოგიერთივით არ გაქცეულა ალმოდებული
სოხუმიდან. ის ჩვენთან ერთად იჯდა სახელდახელოდ გათხრილ სანგარში. ახლაც კარგად
მახსოვს რა შემთხვევით გავაღწიეთ სოფელ შრომის ფრონტის ხაზიდან მარად დაუვიწყარ ჯანო
ჯანელიძსთან ერთად.
