მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან
ექსტრემალების გადმოხტომის შემდეგ დარტიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს."შეძრწუნებული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც გუშინ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მოხდა. ორი ახალგაზრდა საბედისწერო შემთხვევამ იმსხვერპლა. 23 წლის მარიამ ყანდაშვილისა და 25 წლის გოგა გოლეთიანის სიცოცხლე მოულოდნელად შეწყდა მაშინ, როდესაც ცხოვრების დიდ გზაზე უნდა აედგათ ფეხი... ძნელია მოძებნო სიტყვები იმ წარმოუდგენელი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელიც მათ ოჯახებს შემზარავმა ტრაგედიამ დაატეხა თავს. ამ მძიმე წუთებში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და თანავუგრძნო მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.
მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი..." - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებლ
მიმართვაში.











