გვერდი

Friday, 30 March 2012

აშშ-ს საელჩოს პასუხი "ქართულ ოცნებას"


აშშ-ს საელჩო საქართველოში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" მიერ ჯონ ბასისადმი გაგზავნილ ღია წერილს პასუხობს. განცხადებას "თავისუფალი პრესა" უცვლელად გთავაზობთ :
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არაკომერციული, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 20 წელზე მეტია, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაზე მუშაობს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მეტ ჩართულობასა და მთავრობის ანგარიშვალდებულების ზრდას. მისი პროგრამები დაფინანსებულია სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის, შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 23 მარტს გამოაქვეყნა, აშშ-ის მთავრობას არ დაუფინანსებია.

კოალიცია "ქართული ოცნება" ჯონ ბასს ღია წერილით მიმართავს


პოლიტიკური კოალიცია  "ქართული ოცნებამ"  აშშ-ს ელჩს ღია წერილს უგზავნის და მოითხოვს ორგანიზაციებმა NDI-იმ და IRI-იმ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში შეწყვიტონ სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა, რომელიც შემდეგ სპეკულაციის საგანი ხდება ხელისუფლების ხელში.
"თავისუფალი პრესა" კოალიციის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენო აღმატებულებავ,
პირველ რიგში, გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება აშშ-ს მთავრობის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის აღმოჩენილი ფასდაუდებელი დახმარების, მათ შორის USAID-ს ეგიდით განხორცილებული მრავალრიცხოვანი პროგრამების, გამო. ჩვენთვის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც წლების განმავლობაში ეწევიან NDI-ის და IRI-ის ადგილობრივი ოფისები. ამ ორგანიზაციების ხელშეწყობით ჩვენ საშუალება გვეძლევა გავაძლიეროთ მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის საფუძვლები, ავამაღლოთ პოლიტიკური ლიდერების და აქტივისტების კვალიფიკაციის დონე, შევიმუშაოთ და დავხვეწოთ პარტიების პოლიტიკური პლატფორმები და პროგრამები, გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და სხვ.

Friday, 23 March 2012

საქართველოს პატრიარქმა ელჩებს საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა


გუშინ, 23 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესი და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 95 წლის აღსანიშნავად  სპეციალურ მიღება გამართა. რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პატრიარქმა დიპლომატებს საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა. ასევე ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს რელიგიური გაერთიანებების ინტერრელიგიური ჯგუფის მორიგ შეკრება 2 აპრილს გაიმართება, სადაც საქართველოს ეკლესიის ინიციატივით მოხდება თურქეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, რომლის მიხედვითაც, ოშკისა და იშხანის გადარჩენის სანაცვლოდ, ბათუმში „აზიზიეს მეჩეთი“ უნდა აშენდეს, ხოლო ახალციხის რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული „აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციაში უნდა ჩაერთოს თურქული მხარე.
საქართველოს პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების აღდგენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და არაკეთილმოსურნეების მიერ ჩვენს ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების მდგომარეობის შესახებ უცხოეთში არასწორად გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა.
საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე, პატრიარქის მიერ წარმოთქმულ სიტყვას „თავისუფალი პრესა“ უცვლელად გთავაზობთ:

მწარე სინამდვილე

(პოლიტიკური მინიატურა)

დევნილი იყო შოთა რუსთაველი.
განდეგილი _ დავით გურამიშვილი.
შერისხული _ ბესიკ გაბაშვილი.
ყარიბი _ ნიკოლოზ ბარათაშვილი.
ღარიბ-ღატაკი _ ეგნატე ნინოშვილი.
მოკლეს ერის მამა, ილია ჭავჭავაძე.
უგზო-უკვლოდ გააქრეს ვანო მაჩაბელი.
უყურადღებობით, სიღატაკეში დაღუპეს ვაჟა ფშაველა.
თბილისში თავშესაფარიც არ აღირსეს პოეტთა მეფეს, აკაკის.
გადასახლებაში დაღუპეს ჭოლა ლომთათიძე.
საფლავიც დაუკარგეს უპატრონოდ მკვდარ ფიროსმანს.
დახვრიტეს სრულიად უდანაშაულო გამოჩენილი მწერალი დანიელ ფიფია.
საგიჟეთში ყოფნა მიუსაჯეს სევდის ტრიუმფატორს, დევნილ, უსახლკარო ტერენტი გრანელს.
წამებით მოკლეს ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე...
თავი მოაკვლევინეს პაოლო იაშვილს.
აიძულეს საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმომხტარიყო დიდი გალაკტიონი.

Thursday, 22 March 2012

ლევან ყიფიანი: დღეს ქართული სპორტი მაღალჩინოსანთა ინტერესებს ეწირება


საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ სპორტის თემატური ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის ხელმძღვანელი ვეტერანი ფეხბურთელი, კავშირ „ჩვენი ფეხბურთის“ დამფუძნებელი და ლეგენდარული ფეხბურთელის დავით ყიფიანის შვილი ლევან ყიფიანია. თუ რატომ გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა და რა აზრისაა მიმდინარე პროცესებზე _ ამასთან დაკავშირებით „თავისუფალი პრესა“ ლევან ყიფიანს ესაუბრა:

-დავიწყოთ იმით, რომ ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა და არა პოლიტიკური პარტია. აქ მოღვაწეობენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: ლეგენდარული ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი, სასიქადულო მოკრივე დავით კვაჭაძე, მძლეოსანი მაია აზარაშვილი, სამბოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლეგ იაძე და სხვ. ამ ადამიანებს ძალიან დიდ პატივს ვცემ,ხელისუფლებისგან კი სრულიად მივიწყებულები არიან. სასიამოვნოა ასეთ გარემოში მუშაობა, კონფეპციის შექმნა და შემდეგ მისი წარდგენა-განხორციელება. როგორც ჩანს ამ ხელისუფლებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები სპორტში. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის მიმდინარე მოვლენები, რომელიც ზოგადად სპორტში და განსაკუთრებით ფეხბურთში ხდება.თითოეული ქართველის მოქალაქეობრივი ვალია თავისი  კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს და დააფიქსიროს პოზიცია უკანონობის წინააღმდეგ. მე არ ვარ პოლიტიკოსი, თუმცა როგორც რიგით ქართველს მაწუხებს და მტკივა ის, რაც ქვეყანაში ხდება. ყველაზე დამღუპველი ისაა, რომ ყველაფერი ჯერაც პიროვნებებზეა დამოკიდებული, და არა სისტემურ ცვლილებებზე. მიზანი ერთია: სპორტი უნდა ჩამოყალიბდეს აბსოლუტურად დამოუკიდებელ ერთეულად. ჩვენი დევიზია: სამართლიანობა, პროფესიონალიზმი და პასუხისგებლობა. სწორედ ეს სამი კომპონენტი წარმართავს საქმიანობასა და წარმატებებს.
-როგორ შეაფასებდით ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის პოლიტიკაში წასვლას?

Tuesday, 20 March 2012

მარტვილში თავისუფალ სიტყვას კლავენ


martvilis gamgebeli da sxva xelmZRvaneli pirebi didi xania mizanmimarTulad cdiloben CaaxSon raionSi Tavisufali sityva da daimorCilon obieqturi, miukerZoebeli media, raTa Semdeg mosaxleoba srul informaciul vakuumSi amyofon.
swored am sakiTxebze gvesaubreba gazeT `martvilis~ redaqtor-gamomcemeli, asociacia `Tavisufali presis~ Tavmjdomare faust nadaraia.

_ მოგეხსენებათ, ასოციაცია „თავისუფალი პრესა“ გაზეთ „თავისუფალ პრესასთან“ ერთდ გამოსცემს გაზეთ „მარტვილს“, რომლის მიზანია რაიონში ახლებური აზროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება.
მაგრამ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა დანელია და სხვა ხელმძღვანელი პირები ვერ იტანენ თავიანთ რაიონში არაკონტროლირებადი, თავისუფალი გაზეთის არსებობას. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს მამუკა დანელიას გაზეთ „მარტვილის“ მიმართ თავისი აგრესია არასოდეს დაუმალავს. მის მიზანს ამ გაზეთის დახურვა წარმოადგენს.
_ რამე პოლიტიკური მოტივი ხომ არ უდევს საფუძვლად მის ასეთ ქმედებას?
_ ის, რასაც „მარტვილის“ გამგებელი ჩვენს მიმართ აკეთებს, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა. თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც. შევეცდები დაწვრილებით აგიხსნათ.

Monday, 19 March 2012

ნუ ვიქნებით უსამართლო ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული შიშის მონები

(მიმართვა მარტვილელებს, სამეგრელოსა და სრულიად საქართველოს)


გაზეთ „თავისუფალი პრესის“ მკითხველები კარგად იცნობენ ზურაბ ბიგვავას, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთერთ აქტიურ წარმომადგენელს და საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ პატრიოტ პიროვნებას, რომელმაც ჯერ კიდევ 2003 წელს გამოცემულ თავის პირველ წიგნში „გახსოვდეს, გვიმზერს მაღლიდან ღმერთი“ ასეთ ფორმულად ჩამოაყალიბა საკუთარი ცხოვრებისეული კრედო: „სანამ ცოცხალი ვარ მინდა ვემსახურო ღმერთს, სამშობლოს და ჩემს ოჯახს იმით რისი შესაძლებლობაც გამაჩნია“.
დღეს, სწორედ ამის დასტურია მისი გადაწყვეტილება: უარი თქვას ჩვეულებრივ ცხოვრებაზე და შეუერთდეს ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელიც იბრძვის საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შესაცვლელად.
გთავაზობთ ბატონ ზურაბ ბიგვავას მიმართვას:
------------------------------------------------------
მე, გადავწყვიტე  უარი ვთქვა ჩემს ჩვეულებრივ ცხოვრებაზე და შევუერთდე იმ გუნდს, რომელიც იბრძოლებს ამ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შესაცვლელად ისე, როგორც ვიბრძოდით კომუნისტური წყობის წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.
გვახსოვს ალბათ  მაშინდელი ლოზუნგები  „ძირს რუსეთის ძირმომპალი იმპერია“, „ძირს კომუნისტური პარტია“, „გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს“, „გაუმარჯოს ერთიან ქრისტიანულ საქართველოს“.
მინდა ავღნიშნო, რომ თუ დააკვირდებით მაშინდელ ლოზუნგებს და დღევანდელ რეალობას ბევრი არაფერია შეცვლილი. სამწუხაროდ  ბევრი რამ საერთო აქვთ მაშინდელ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ წყობასთან დღევანდელ რუსეთის და საქართველოს  რეჟიმებს.
ვაკვირდები და ვფიქრობ: შორს წავედით კი 80-იანი წლების ბოლოდან? რა თქმა უნდა არა!

რუის-ურბნისის კრება მნიშვნელოვანი იყო, როგორც ეკლესიის მსახურთათვის ასევე ერისკაცთათვის






რუის-ურბნისის კრება მოიწვიეს დავით აღმაშენებლის  ინიციატივით 1103 წელს და ამ კრების თავმჯდომარე იყო იოანე კათალიკოსი.. ძეგლისწერის შემუშავებაში დიდი წვლილი მიუძღვით გიორგი მწიგნობართუხუცეს (გიორგი ჭყონდიდელი) და არსენ იყალთოელს.  რუის-ურბნისის ძეგლისწერა მიიღეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე.  ამ საეკლესიო კრების დადგენილებებს კანონის ძალა ჰქონდა.
დიდმა მეფემ და წმინდანმა  დავით აღმაშენებელმა,  განკვეთა უღირსი ეპისკოპოსნი და წარმოაჩინა ზნეობრივნი: ამით ღვთის სახლი, რომელიც „ქვაბ ავაზაკთა ქმნულიყო“, ავაზაკებისგან განწმინდა.
კრებაზე მიღებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დადგენილებები:
    საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები ეხება ეკლესიის მსახურებს, მათ დანაშაულს, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს როგორც ეკლესიის მსახურმა, ისე ერისკაცმა.

ბურიდანის ვირები



  სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები მუდმივად ამტკიცებენ, რომ `ნაციონალური მოძრაობა~ ერთიანი, მონოლითური გუნდია და მისი დაშლის ალბათობა არარსებობს, თუმცა ხელისუფლებას უკვე ორი დეპუტატი გამოაკლდა: უმრავლესობიდან გარიცხეს ბეჟან ხურციძე (ვანის მაჟორიტარი), ხოლო კობა კურდღელაშვილი (კასპის მაჟორიტარი) თავად გადაბარგდა `ქრისტიან-დემოკრატებთან~. მიუხედავად ამისა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების პასიური წევრები, მაჟორიტართა კორპუსი, რომლებიც არ არიან `ნაციონალური მოძრაობის~ პარტიული აქტივისტები, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის მთავარ ფინანსურ საყრდენს წარმოადგენენ, დღეს ბურიდანის ვირის მდგომარეობაში არიან, რომლებსაც ბოლომდე ვერ გადაუწყვეტიათ: დარჩნენ სააკაშვილის გვერდით და ჩაჰყვნენ მას პოლიტიკურ საფლავში თუ გადავიდნენ ახალი პოლიტიკური ძალის _ ივანიშვილის კოალიციაში. ეს ერთგვარი პარადოქსული სიტუაციაა და, თუ ისინი დროზე არ გააკეთებენ არჩევანს, შეიძლება ბევრი რამ დაკარგონ.

Wednesday, 8 February 2012

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას მარტის ბოლოსთვის გეგმავს

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება.
რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფს,  ჯგუფის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება.  ამ დროისათვის ივანიშვილი პარტიის სტრუქტურაზე საუბრისაგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობასაც ჯერჯერობით ინტრიგად დატოვებს.
დღესვე პრეკონფერენციაზე ივანიშვილმა ქუჩის აქციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნების დიდი გაყალბების შემთხვევაში გამოვა ქუჩაში, მანამდე კი ქუჩის აქციების დაწყებას კატეგორიულად გამორიცხავს.
“5%-ს ავიტანთ, ეს დასაშვები და რეალურია. ეს ვერაფერს გვავნებს, მაგრამ თუ იქ 30%-იანი და მეტი გაყალბებები მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვალთ და ხმებს კანონიერი გზით დავიცავთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს თავისი  პრესსპიკერი, მაია ფანჯიკიძე წარუდგინა. ასევე, ისაუბრა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის ფორმატზე  და  ჟურნალისტთა შეკითხვებსაც უპასუხა.

Tuesday, 31 January 2012

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ბარაკ ობამას


საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა, რომელიც გუშინ The Washington Post-სა და The New York Times-ში ობამა-სააკაშვილის შეხვედრამდე დაიბეჭდა. „თავისუფალი პრესა“ გთავაზობთ ივანიშვილის წერილის სრულ თარგმანს.

 ძვირფასო პრეზიდენტო ობამა,
 2011 წლის დასასრულს საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წელი შესრულდა. ოცი წლის წინ, საქართველოს გაუჩნდა შანსი ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებზე საკუთარი სახელმწიფოებრიობა აღედგინა და თავისუფალ სამყაროს მიერთებოდა.
არავის ჰქონდა ილუზია, რომ ეს უმტკივნეულო და მარტივი პროცესი იქნებოდა. თუმცა, 2003 წლის „ვარდების რევოლუციამ“, ბევრ ადამიანს, ჩემი ჩათვლით, გაუჩინა იმის იმედი, რომ საქართველო პლურალისტური დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის და თავისუფალი, ღია საზოგადოების შენების გზას დაადგებოდა.
ჩვენი მოლოდინები დაიმსხვრა, როდესაც 2007 წლის მოწმენი გავხდით: სასტიკად დარბეული მშვიდობიანი მომიტინგეები, შტურმით აღებული და დახურული დამოუკიდებელი ტელეკომპანია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, პოლიტიკური ოპოზიციის „რუსეთის აგენტებად“ შერაცხვა, და მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის მიერ პირველ ტურში მოპარული არჩევნები.

Monday, 30 January 2012

კომერციული ბანკებს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულება ემატებათ

კომერციული ბანკებს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულება ემატებათ. აღნიშნულს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება უკვე ძალშია, რომლის თანახმადაც „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ" დებულება დამტკიცდა.
ბრძანების თანახმად, კომერციული ბანკები ვალდებულბი ხდებიან გამოარკვიონ მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.
თუ კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, ბანკმა დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: მიიღოს ბანკის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად; განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი.

Thursday, 26 January 2012

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ განცხადება


  „2012 წლის 25 იანვარს საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ქართული ოცნება“ საქართველოს კონტროლის პალატისაგან მიიღო წერილი, რომლითაც კონტროლის პალატას აქვს უკანონო მცდელობა ხელყოს საზოგადოებრივი მოძრაობის საკუთრება. კერძოდ, კონტროლის პალატა მოითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ ნებაყოფილობით უარი თქვას მის საკუთრებაში არსებულ 1 100 000 ლარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება ამ თანხის კონფისკაციით და მისი ათმაგი ოდენობით დაჯარიმებით.  
      იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი საკუთრების უკანონო ჩამორთმევა და, ასევე, არაგონივრულად და არათანაზომიერად მკაცრი ფინანსური სანქციები, ჩვენ იძულებულნი ვართ ამ ეტაპზე შევასრულოთ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა. თუმცა, უახლოეს დღეებში ვაპირებთ მივმართოთ ჩვენთვის კანონით მინიჭებულ სამართლებრივ ზომებს, რათა აღვკვეთოთ კონტროლის პალატის ჩვეულებად ქცეული თვითნებური და უკანონო მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ“. 

საზოგადეობრივი მოძრაობა 
„ქართული ოცნება“

ნათია მოგელაძე "ქართული ოცნებისგან" ფულის დაბრუნებას ითხოვს


   კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ "ქართულ ოცნებას" წერილით მიმართა და ფულის დაბრუნება მოითხოვა:
     "თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობა "ქართულ ოცნებაზე" "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციები ვრცელდება. შესაბამისად, მოძრაობა "ქართული ოცნების"

Thursday, 12 January 2012

შ ე ს ა ვ ა ლ ი


     ეს არის შესავალი იმ წერილებისა, რომელსაც ცნობილი ქართველი ლიტერატორი და კინოდრამატურგი რეზო კვესელავა ბეჭდავდა რაიონულ გაზეთში მოგონებების სახით მასწავლებლებზე, ექიმებზე, გლეხკაცებზე... ეს მოგონებები მალე ცალკე წიგნად გამოვა ამ შესავლით, რომელსაც უცვლელად ვთავაზობთ ჩვენს მკითხველებს.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ყველამ, ვისაც სკოლაში უსწავლია, იცის ლეიბნიცის აფორიზმი: `აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა~. ეს აფორიზმი ისე მოხდენილად თარგმნა ილია ჭავჭავაძემ, რომ მასაც ეკუთვნის.
ილია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წარსულთან ცოცხალ ურთიერთობას. სხვანაირად წარმოუდგენელია. ჩვენი წინაპრები კულტურული ადამიანები იყვნენ, მათი ფოტოსურათებიც გვაგრძნობინებენ, რომ მათი ნაწერები მათი სულის ღაღადისია, მათი ცრემლები მათ ეკუთვნით. გალაკტიონი ასე ეთხოვებოდა სამშობლო მხარეს:

Saturday, 7 January 2012

საშობაო ეპისტოლე


საშობაო ეპისტოლე
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის
ილია II
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
„ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი,  ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს“  (I პეტრე 5.5)
მადლობა უფალს, რომ კვლავ გავხდით ღირსნი, მოგვესმინა ანგელოზთა საოცარი საგალობელი: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (ლუკა 2.14).
ყოვლადწმიდა სამების მოწყალებით ,,სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 1.140. დიახ, ,,დღეს დავითის ქალაქში დაიბადა... მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი“ (ლუკა 2.11) და უწოდებენ სახელად ემმანუელს, რაც თარგმანებით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მათე 1.23).