გვერდი

Monday 19 March 2012

რუის-ურბნისის კრება მნიშვნელოვანი იყო, როგორც ეკლესიის მსახურთათვის ასევე ერისკაცთათვის






რუის-ურბნისის კრება მოიწვიეს დავით აღმაშენებლის  ინიციატივით 1103 წელს და ამ კრების თავმჯდომარე იყო იოანე კათალიკოსი.. ძეგლისწერის შემუშავებაში დიდი წვლილი მიუძღვით გიორგი მწიგნობართუხუცეს (გიორგი ჭყონდიდელი) და არსენ იყალთოელს.  რუის-ურბნისის ძეგლისწერა მიიღეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე.  ამ საეკლესიო კრების დადგენილებებს კანონის ძალა ჰქონდა.
დიდმა მეფემ და წმინდანმა  დავით აღმაშენებელმა,  განკვეთა უღირსი ეპისკოპოსნი და წარმოაჩინა ზნეობრივნი: ამით ღვთის სახლი, რომელიცქვაბ ავაზაკთა ქმნულიყო“, ავაზაკებისგან განწმინდა.
კრებაზე მიღებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დადგენილებები:
    საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები ეხება ეკლესიის მსახურებს, მათ დანაშაულს, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს როგორც ეკლესიის მსახურმა, ისე ერისკაცმა.

1.  ძეგლისწერა გადაყენებულად აცხადებს უღირს მღვდელმთავარს, მსახურს, რომელმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა;
2.  ეპისკოპოსი უნდა იყოს არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი ოცდაათისა, დიაკონი ოცდახუთისა, „წიგნის მკითხველიკი რვა წლისა. ხელდასმა უნდა ხდებოდეს ჯერ უმცროს თანამდებობებზე, შემდეგ კი თანდათანობით უფროსზე;
3.  ხელდასმა და ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდელის განწესების მიხედვით;
4.  ძეგლისწერა კრძალავს ხელდასმას ქრთამით, ძღვენით;
5.  საეკლესიო ქონება, საჭურჭლე მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა იხმარებოდეს;
6.  ქორწინება, ნათლობა, მონაზვნად განწესება ხდებოდა ეკლესიის მიერ განსაზღვრული წესით. გვირგვინის კურთხევა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შესრულებულიყო. ძეგლისწერა ორ ქორწინებაზე მეტს არ აღიარებდა;
7.  დაქორწინებისას ქალი უნდა ყოფილიყო არანაკლებ თორმეტი წლისა;
8.  კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან უნდა შეირჩნენ ისეთები, რომლებიც გათვითცნობიერებულები არიან საქრისტიანო წესებში, უანგაროდ ემსახურებიან ეკლესიის საქმეს;
9.  მოძღვართა სიმრავლე მონასტერში განხეთქილების მიზეზს შემოიღებს, ამიტომ მათი რიცხვი უნდა განისაზღვროს: დიდ მონასტერში დასაშვებია ორი მოძღვარი, ხოლო პატარაშიერთიც საკმარისია;
10. იკრძალება ეკლესიაში ერისკაცთა მიერ სამოქალაქო და სასოფლო სამსახური;
11. განმარტებულია ვის მიერ, სად და როგორ უნდა სრულდებოდეს ცოცხალთა და მიცვალებულთა ლოცვა;
12. ძეგლისწერის მიხედვით, სომეხნი სარწმუნოებით მწვალებლები არიან და თუ სომეხი მართლმადიდებლობას   აღიარებს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის ისეთი წესით უნდა მიიღოს, როგორი წესითაც წარმართს ღებულობს;
13. იკრძალება მართლმადიდებლისა და წარმართის შეუღლება;
14. აკრძალულია წარმომადგენლობითი ქორწინება (წარმომადგენლობითი ქორწინებისას თუ შესაუღლებლები სხვადასხვა ადგილას არიან და მათი ერთად შეყრა ვერ ხერხდება, მაშინ გვირგვინის კურთხევის დროს საქმროს მაგიერ მისი წარმომადგენელი უნდა იყოს);
15. ძეგლისწერა ეხება სოდომურ დანაშაულს, .. არაბუნებივ სქესობრივ კავშირს, მამათმავლობას, ლესბოსელობას. დასახელებულია ცოდვები: მტრობა, შური, კაცისკვლა, მრუშობა, კერპთმსახურება, ცრუ-ფიცი.
ძეგლისწერის მიხედვით, სოდომური ცოდვაც განსხვავებულია ჩამოთვლილი ცოდვებისაგან. ყოველგვარი ნივთის, საგანი ღმერთმა შექმნა და მათ გარკვეული დანიშნულება მისცა ადამიანის სასარგელოდ. სოდომური ცოდვა ღვთისა და ბუნების საწინააღმდეგო მოვლენაა. ამ ცოდვამ დაღუპა მრავალი სახელმწიფო, მრავალ ხალხს დაუკარგა თავისუფლება.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რუისურბნისის ძეგლისწერამ გადაარჩინა სულიერება და ზნეობრიობა ქართულ საეკლესიო ცხოვრებაში!
ვაი, რომ დღესაც  პრობლემების  ქვეშ ვდგევართ. ეკლესიის საქმეებში უტიფრად ერევა სახელმწიფო. სახელმწიფოს ჩინოვნიკებს თავიანთი თავი მეფე ჰგონიათ. მეფე-რომელიც კურთხეული იყო ღვთისაგან და ერისგან, სულით ხორცამდე ქრისტიანი იყო და მას შეეძლო განეკითხა უღირსი მღვდელთმსახურნი და ერისკაცნი.  ამის უფლება მხოლოდ მას ჰქონდა და არავითარ შემთხვევაში კომუნისტ-ათეისტებს, ან მასონურ-კათოლიკურ-გრიგორიანულ მიმდევრებს. სახელმწიფო მანქანა, თუ  მიატოვებს ხელების ფათურს ეკლესიის შიდა საქმეებში,  ვფიქრობ თვითონ ეკლესია თავის მრევლთან ერთად შესძლებს თვითგანწმენდას მთავრობის მიერ თავს მოხვეული მსახურებისგან, თუ  მსახურის, რომელმაცსულისათვის ხორცი არ დათრგუნა“.
მე,  ვთხოვ ყველას მოვეშვათ ეკლესიის მსახურთა განსჯას და მივხედოთ ჩვენს ცოდვებს. ეკლესია თვითონ მიხედავს თავის მსახურებს. ჩვენ კი ერისკაცებმა მივხედოთ საერო საქმეს,  დედასამშობლოს,  სახელმწიფოს-რომელიც ავადაა და თავზე გვექცევა.


zurab bigvava

No comments:

Post a Comment