გვერდი

Monday 19 March 2012

ნუ ვიქნებით უსამართლო ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული შიშის მონები

(მიმართვა მარტვილელებს, სამეგრელოსა და სრულიად საქართველოს)


გაზეთ თავისუფალი პრესის მკითხველები კარგად იცნობენ ზურაბ ბიგვავას, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთერთ აქტიურ წარმომადგენელს და საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ პატრიოტ პიროვნებას, რომელმაც ჯერ კიდევ 2003 წელს გამოცემულ თავის პირველ წიგნში გახსოვდეს, გვიმზერს მაღლიდან ღმერთი ასეთ ფორმულად ჩამოაყალიბა საკუთარი ცხოვრებისეული კრედო: სანამ ცოცხალი ვარ მინდა ვემსახურო ღმერთს, სამშობლოს და ჩემს ოჯახს იმით რისი შესაძლებლობაც გამაჩნია.
დღეს, სწორედ ამის დასტურია მისი გადაწყვეტილება: უარი თქვას ჩვეულებრივ ცხოვრებაზე და შეუერთდეს ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ კოალიცია ქართული ოცნების გუნდს, რომელიც იბრძვის საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შესაცვლელად.
გთავაზობთ ბატონ ზურაბ ბიგვავას მიმართვას:
------------------------------------------------------
მე, გადავწყვიტე  უარი ვთქვა ჩემს ჩვეულებრივ ცხოვრებაზე და შევუერთდე იმ გუნდს, რომელიც იბრძოლებს ამ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შესაცვლელად ისე, როგორც ვიბრძოდით კომუნისტური წყობის წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.
გვახსოვს ალბათ  მაშინდელი ლოზუნგები  „ძირს რუსეთის ძირმომპალი იმპერია“, „ძირს კომუნისტური პარტია“, „გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს“, „გაუმარჯოს ერთიან ქრისტიანულ საქართველოს“.
მინდა ავღნიშნო, რომ თუ დააკვირდებით მაშინდელ ლოზუნგებს და დღევანდელ რეალობას ბევრი არაფერია შეცვლილი. სამწუხაროდ  ბევრი რამ საერთო აქვთ მაშინდელ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ წყობასთან დღევანდელ რუსეთის და საქართველოს  რეჟიმებს.
ვაკვირდები და ვფიქრობ: შორს წავედით კი 80-იანი წლების ბოლოდან? რა თქმა უნდა არა!

მე, 46 წლისა ვარ და თანაც გულით ავადმყოფი, მაგრამ ეს გული მთლიანად ჩემს საქართველოს ეკუთვნის და არ შემიძლია მეორე გული მქონდეს.
ვუბრუნდებით  37-იანი წლების დიქტატურას და ტერორს.  37-იან წლებსაც გავცდით და ხანდისხან  მგონია რომ ვცხოვრობთ ნერონის მმართველობის ხანაში. ტერორის, პიროვნების განადგურების, ეჭვიანობის, დევნის და გრანდიოზული ახალი რომის მშენებლობის მოლოდინით.
მე, არ მინდა ვიყო XXI საუკუნის მონა.
მე, არ მინდა ჩემმა შვილებმა იცხოვროს შიშის ქვეშ. ვინაიდან ისინი თუ არ იქნებიან ისეთნი, როგორც ნაცმოძრაობის პირველ პირებს აწყობთ და თუნდაც შეეცდებიან გამოთქვან  პრეტენზია ან კრიტიკაც კი, მათ სიცოცხლეს შეიძლება შეექმნას საშიშროება, ხოლო უკეთეს შემთხვევაში გარიყული და ჩარეცხილი იქნებიან  ნაცმოძრაობის  მიერ მართულ სახელმწიფოში.
მე, ვაცნობიერებ იმას, რომ შეიძლება დაიწყოს ხელისუფლების მიერ ჩემი დევნა, შანტაჟი, დაშინება და კომპრომატების ძებნა, რადგან ასეთი მეთოდია გავრცელებული ოპონენტების მიმართ ჩვენს სახელწიფოში, მაგრამ  უკან დასახევ გზას ვერ ვხედავ.
მე, პატარა ნავი ვარ, რომელიც ნაპირ-ნაპირ დაცურავს, ის იმდენად პატარაა რომ ზღვის სიღრმეში ან ოკეანეში შეცურვაზე არც კი ოცნებობს. მას ერთი სურვილი აქვს ამ პატარა საქართველოს სანაპიროებზე პატარა ნავსაყუდელი ჰქონდეს. ერთი შეხედვითროცა  მეკობრე  დიდ  გემებს ძირავს პატარა ნავს გადარჩენის შანსიც არა აქვსმაგრამ პატარა ნავები იმდენად მომრავლდებიან მეკობრეებს ყველაზე ხელი ვერ მიუწვდებათ. ყველას ვერ ჩაძირავენ. მაგრამ  ღვთის ნებით, თუ ეშმაკის ხელით ნავი მაინც ჩაიძირება, ადამიანური და პირადი სულიერი თავისუფლება ღირს ამად. ასევე სამსახური იმ იდეალების მიმართ, რომელიც სულის სიღრმეშია და მას ქვია თავისუფალი, დამოუკიდებელიდემოკრატიული საქართველოს მშენებლობა, მზად ვარ ჩემი ცხოვრება  და კარიერა კვლავ შევწირო, როგორც 80-იანი წლების ბოლოს კომუნისტური წყობის წინააღმდებ ბრძოლას
მე, მრავლად მყავს მეგობრები, რომლებიც მუშაობენ  როგორც სახელისუფლებო, ასევე ძალოვან სტრუქტურებში. ამ განცხადების შემდეგ  შეიძლება ზოგიერთებთან მეგობრობა წარსულს ჩაბარდეს. შეიძლება მე მათ დამკარგონ, თუნდაც იმის შიშით, რომ მათ სამსახურიდან დაითხოვენ, ან დაკარგავენ მდგომარეობას და პრიველეგიებს, ან შეიძლება მათზე განახორციელონ  ზეწოლა და შეეცადონ გამოიყენონ ჩემს საწინააღმდეგოდ.   მეგობრებთან სადღერძელოებში ხშირად მითქვამსმეგობარი სიცოცხლეში არ დაგვკარგვოდეს“-მეთქიეხლაც იგივეს ვამბობ და ვუმატებთუ რომელიმეს სული წასძლევს და მას მეგობრის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ, ან მეგობრობისთვის უღირსად მოიქცევაიცოდეთ  მე ნაპატიები მექნება და ღმერთმა შეუნდოს. ეს მისი ბრალი კი არა, ჩემი ბრალი იქნება და ის მე, მაინც მეყვარება“. პოლიტიკურად სხვადასხვანაირი შეხედულება და სხვადასხვა ბანაკში ყოფნა არ ნიშნავს მტრობას, არ ნიშნავს ღალატს და ერთმანეთზე გადაკიდებას. განა ოჯახში მეუღლეები პოლიტიკურად სხვადასხვანაირად თუ ფიქრობენ, ის ოჯახი უნდა დაიშალოს და დაინგრეს?
ნებისმიერი  ქონების დაგროვებას გვერჩივნოს კაცურად ვიყოთ და ისე მოვკვდეთ. არ ვათქმევინოთ ჩვენს შთამომავლებსჩემი წინაპარი მონობას იყო ჩვეულიო.
ზოგი ფიქრობს ალბათთუ რატომ ვამუქებ ასე ფერებს? იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ დაამკვიდრა პარტიული და პიროვნული დიქტატურაყველაფერია დაშვებული პრიველიგირებული ადამიანებისთვის, მათი ოჯახური კლანებისთვის და რაღაც-რაღაცეები მასისთვის (ბრბოსთვის), რომელსაც ისინი იყენებენ როგორც საზოგადოებრივ აზრსხოლო ის ვინც არ იზიარებს მათ აზრს, ეწინააღმდეგება, ან საშიშროებას წარმოადგენს ამ დიქტატურისთვის ისინი ისჯებიან სიკვდილით, იზოლაციით ციხეებში, ქვეყნიდან გაძევებით და ყველაზე კარგ შემთხვევაში საზოგადოებრივი იგნორირებით და უმუშევრობით. ეს ეხება ყველას თუნდაც ძველ თანამებრძოლს, მეგობარს  და მათი ოჯახის წევრებს. ხელისუფლება ვერ იტანს - კრიტიკასაც კი. სადაც კრიტიკა არ არის იქ რომელ თავისუფლებაზეგანვითარებაზე  და დემოკრატიაზეა ლაპარაკი? თუ ვინმე გაბედავს კრიტიკას მას მაშინათვე ნათლავენ რუსეთის აგენტად და ერის მოღალატედ.
რაც შეეხება რუსეთის ჩემებურ ხედვას. დღევანდელი რუსეთი არის შოვინისტური იმპერია, რომელიც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე და გაგრძელებაა. ამ ეტაპზე საქართველო და რუსეთი მიდიან განვითარების სხვადასხვა გზითჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აირჩია გზაის რაც ცუდია მსოფლიო ცივილიზაციისთვის კარგია რუსეთისთვის, ხოლო რაც კარგია მსოფლიო ცივილიზაციისთვის ცუდია რუსეთისთვის“. საქართველო კი მიდის ევროპის გზით და არავის არ შეუძლია მისი შეცვალა.
დღეს საქართველოს სურვილია დაუბრუნდეს ევროპულ ცივილიზაციას, ვინაიდან ის იყო ისტორიულად ამ ცივილიზაციის ნაწილი ჩვენს წელთაღრიცხვამდეც. უფრო მეტიც ცივილიზაციის ცენტრი. როცა ჯერ კიდევ ძველ კოლხეთში, ხოლო შემდეგ საქართველოში იქმნებოდა ცივილიზაცია, იწარმოებოდა ბრინჯაო, იწერებოდაშუშანიკის წამებადავეფხისტყაოსანი“, მაშინ რუსი ერი ჰორიზონტზეც კი არ მოჩანდა. ჩვენ ისტორიულმა ბედის უკუღმართობამ  მოგვახვედრა რუსეთის ორ საუკუნოვანი გავლენის ქვეშ. მაგრამ ქართველი ხალხი დააღწევს თავს ამ გავლენას არანაჯახისპოლიტიკით, რომელსაც დღეს იყენებს საქართველოს ხელისუფლება, არამედ ცივილიზებული, თანამედროვე  პოლიტიკით. ჩვენ, რაციონალური მიდგომებით და მოქნილი დიპლომატიის გატარებით, მაგრამ არა აგრესიული რიტორიკით, შევძლებთ ვაიძულოთ რუსეთი პატივი სცეს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს და მის ევროატლანტიკურ არჩევანს.
ევროპული ცივილიზაცია, ევროპული ღირებულებები, სწრაფვა ევროატლანტიკური სამყაროსკენ ქართული ტრადიციებისა და სარწმუნოების შენარჩუნებით, ეს  ქართველი ერის სულიერი მოთხოვნილება და დაკვეთაა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან  არც ერთი  მმართველი (ჟორდანია, გამსახურდია, თუნდაც- შევარდნაძეარ ყოფილა ვინც არ მიიკვლევდა გზას ევროპისკენ და არ ცდილობდა რუსეთის კლანჭებიდან თავის დაღწევას. ვის როგორ გამოსდიოდა ეს სხვა საქმეა. ასე რომ ნაციონალური მოძრაობის დამსახურება არ არის საქართველოს ევროპული არჩევანი. ხოლო ხელისუფლებისგაფრთხილებებივითომ ჩვენ უკან წარსულისკენ გვაბრუნებენ ოპოზიციონერები და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობაა ევროპისკენ მიმავალი გზის ლოკომოტივი ზღაპარი და სიცრუეა.
ნაციონალური მოძრაობის დამსახურებაა:
დადებითი: ყაჩაღობის, ქურდობისა და ძარცვის მინიმუმამდე დაყვანა; ქურდული მენტალიტეტის მოსპობა; პოლიციის რეფორმა მანამ, სანამ ის გახდებოდა პოლიტიზირებული და დიქტატურის დამყარების ინსტრუმენტი; XXI საუკუნეში ელექტრომომარაგების უწყვეტი მიწოდება; გზების შეკეთება; საბაჟო სამსახურის, საჯარო რეესტრის და საპასპორტო სისტემის მომსახურების ევროპულ დონემდე მიახლოებაკორუფციის შემცირება ქვედა ეშელონებში (მაგრამ ამის ფასია 10,8 მილიარდი საგარეო ვალი. პლიუს ომის შემდგომი რამოდენიმე მილიარდიანი დახმარება რომელიც ამ თანხაში არ შედის და ამას დამატებული ლტოლვილთა დახმარების მიზნით შემოსული რამოდენიმე მილიარდი დოლარი).
  უარყოფითი:
  1. ავტორიტარული მმართველობის დამყარება;                 
   2. ტერიტორიების დაკარგვა;
   3. კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა;
   4.  არასწორი ეკონომიკური კურსი;
  5. ელიტარული კორუფციის დამკვიდრება;
   6. ეკლესიის საქმეებში ჩარევა;
 7. საქართველოს გადაქცევა პოლიციურ სახელმწიფოდ (პოლიციის გამოყენება ნაციონალური მოძრაობის ინტერესების დასაცავად და ამ სტრუქტურის გამოყენება  პოლიტიკურ სადამსჯელო ინსტრუმენტად).
 8. სასამართლოს, პროკურატურის და ბიზნესის შერწყმა ხელისუფლებასთან;                             
   9. ბიზნესის მონოპოლიზაცია;
  10. მედია საშუალებების მონოპოლიზაცია და თავისუფალი სიტყვის დევნა;
   11. პიროვნების თავისუფლების უგულებელყოფა;
   12. დევნილების უფლებების იგნორირება და აბუჩად აგდება;
   13. სოფლის მეურნეობის განადგურება.
განა კიდევ არსებობს რამე უფრო ძვირადღირებული, რომელიც შეიძლება გახდეს მიზეზი თავშეკავებისა? -რათქმა უნდა არა.
ომის წაგების და ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ სახელწიფოს მხედართმთავრისგან ველოდი, რომ დაკავებული თანამდებობიდან გადადგებოდა. მაგრამ ჩემი ფიქრები არ გამართლდაპირიქით ვისმენ, რომ ამ ომმა გვაჩვენა რუსული არმიის სისუსტე და ჩვენი არმიის ძლევამოსილება. თურმე ჩვენ ომი მოგვიგია. ცრემლები მომდიოდა, როცა ვხედავდი რუსებს როგორ გაქონდათ სენაკის სამხედრო ბაზიდან რამოდენიმე მილიონად ღირებული უნიკალური სამხედრო ტექნიკა. ნუთუ ყველა გაიქცა? სად იყო სენაკის სამხედრო ბაზის მეთაურები? ვიცი თუ როგორ მოხდა საჰაერო თავდასხმა და რამდენი რეზერვისტი დაიღუპა. მაგრამ ეს არ ამართლებს მომხდარ ფაქტსნებისმიერმა სამხედრო პიროვნებამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც ტოვებს პოზიციებს და უკან იხევს, მინიმუმ ის მაინც უნდა გააკეთოს რომ ააფეთქოს და გაანადგუროს სამხედრო ტექნიკა  თუ სამხედრო აღჭურვილობა და ის არ დაუტოვოს მტერს.
ხელისუფლებას და მისი პროპაგანდისტულ მანქანას თუ დავუჯერებთ უნდა გვიხაროდეს რომ ათეულობით სოფლები გადაგვიწვეს, ტერიტორიების 1/5 დავკარგეთ და კიდევ ათასობით ახალი დევნილები მოგვემატა. ასევე უნდა გვიხაროდეს, რომმსოფლიოს ვანახეთ რუსეთის რეალური სახე”. ჩემი 2004 წლის წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი და მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნებისადმი ალბათ ინახება კანცელარიაში, სადაც ნათლად არის აღწერილი, თუ როგორ და რა გზით ემზადება რუსეთი საქართველოსთან ომისთვის და როგორ შეიძლება ამისგან თავის დაღწევა. სამწუხაროდ ხელისუფლება წავიდა სხვა გზით.
მე, მინდა მივმართო ჩემს მარტვილელებს, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს: ნუ ვიქნებით უსამართლო ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული შიშის მონები. ვიხსნათ დღეს საქართველო ერთპიროვნული დიქტატურისგან. დღევანდელი სიჩუმე გვიბიძგებს უფრო დიდი დიქტატურისკენ, ვიდრე ჩვენ გამოგვივლია. მთავრობა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ გახდა კორუმპირებული. მან გადაუხვია დემოკრატიული პრინციპებიდან და ქმნის ელიტარულ კორუფციაში ჩაფლულ კლანურ-მაფიოზურ სახელმწიფოს.
მინდა მივმართო მარტვილის გონიერ ახალგაზრდობას, ინტელიგენციას, პედაგოგებს, მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს სახელოვან ექიმებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც არასდროს ყოფილან ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში და მოვუწოდო მათ აქტიურობისკენ, რაგდან ახლა სიჩუმის დრო არ არის. დღეს, როგორც არასდროს ისე სჭირდება ჩვენს სამშობლოს თქვენი აქტიურობა, ვინაიდან თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც აუცილებლად შეძლებს ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილების განხორციელებას და საქართველოს განვითარების სწორ გზაზე დაყენებას.
მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი სამშობლოს ბედი და მომავალი გავერთიანდეთ, ერთმანეთს ჩავკიდოთ მეგობრულად ხელი და ვანახოთ ამ ხელისუფლებას და მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვართ ბრბო. ვანახოთ ყველას, რომ ჩვენ დავითის, თამარის, შოთას, ცოტნეს, აკაკის, ილიას, ვაჟას, ქაქუცას, ზვიადის და მერაბის შთამომავალნი ვართ. ვანახოთ ყველას, რომ ჩვენ ღირსნი ვართ ვიცხოვროთ მშვიდობიან, ქრისტიანულ, ერთიან, დემოკრატიულთავისუფალ საქართველოშიჩვენ არ ვიქნებით არც რუსების, არც ევროპელების, არც ამერიკელების და არც ქართველ ჩინოვნიკთა მონა. ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი და მოკავშირე იმ სტრატეგიული პარტნიორებისა ვინც ცნობს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და მის მყოფადობას საერთაშორისო არენაზეჩვენი გზა არის ევროპისკენ, ევროატლანტიკური ალიანსისკენ, დემოკრატიისკენ. ეს გზა არის შეუქცევადიარა მოჩვენებითი  და არა ფასადური.
ყველა ეროვნულ ძალებს მოვუწოდებ გაერთიანებისკენ. მოვუწოდებ  პოლიციის თანამშრომლებს, სამხედრო შენაერთებს და საჯარო მოსამსახურეებს, ნუ შეასრულებთ დანაშაულებრივ ბრძანებებს. ნუ შეასრულებთ ისეთ დავალებებს, რომელიც თქვენ სიკვდილის ბოლომდე, ხოლო შემდეგ თქვენს შვილებს გაჰყვება შავ ლაქად
განსაკუთრებით მინდა მივმართო ჩემს მარტვილელებს. მარტვილი არის სამეგრელოს დედაგანათლების კერა, დავით აღმაშენებლის გამზრდელი, გიორგი ჭყონდიდელის მშობელი, მისი უწმიდესობა და უნეტარესობა კათალიკოს-პატრიარქი ამბროსის  (ერისკაცობაში ბესარიონ  ხელაია) აკვნის მრწეველი და ჩვენ მარტვილელებს გვაკისრია მისია, კიდევ ერთხელ ხმამაღლა მივმართოთ მთელს საქარველოს: „ჩვენ გვინდა დემოკრატიული, ერთიანი, თავისუფალი, ძლიერი საქართველო. ჩვენ ვერ ავიტანთ  დიქტატურას. ჩვენ ვერ ავიტანთ კლანურ მმართველობას. ჩვენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ჯარისკაცები ვართ“.
აქვე მინდა მარტვილელებს კიდევ ერთხელ შევახსენო წმინდა ამბროსი ხელაიას სიტყვები წარმოთქმული თავის სასამართლოზე 1924 წლის 10 მარტს: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული სამშობლოს, გვამი კი თქვენთვის დამითმია ჯალათებო“.
ყველამ დაუსვას თავის თავს კითხვა: რა გავაკეთე მე ჩემი სამშობლოსთვის და  რა შემიძლია შევწირო მას?.
ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც სურს ქორწილში იყოს- პატარძალი და ქელეხში-მიცვალებული.
ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის უმეცრობა და პოლიტიკური სიბეცე. ჩვენ ერთად დავამარცხებთ უმეცრობას, სიბეცეს და ხელისუფლებას, რომლის ჩინოვნიკთა ძირითადი ნაწილი დაკავებული არის კორუფციით და საკუთარი ხალხის ტერორითჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ისე, როგორც გავიმარჯვეთ 1918 წელს, 1990 წლის 28 ოქტომბერსჩვენ მივაჩვევთ საზოგადოებას სამართლიან არჩევნებს და დემოკრატიული, ცივილიზებული გზით ხელისუფლების გადაბარებას.
 ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

zurab bigvava

No comments:

Post a Comment