გვერდი

Tuesday 20 March 2012

მარტვილში თავისუფალ სიტყვას კლავენ


martvilis gamgebeli da sxva xelmZRvaneli pirebi didi xania mizanmimarTulad cdiloben CaaxSon raionSi Tavisufali sityva da daimorCilon obieqturi, miukerZoebeli media, raTa Semdeg mosaxleoba srul informaciul vakuumSi amyofon.
swored am sakiTxebze gvesaubreba gazeT `martvilis~ redaqtor-gamomcemeli, asociacia `Tavisufali presis~ Tavmjdomare faust nadaraia.

_ მოგეხსენებათ, ასოციაცია თავისუფალი პრესა გაზეთ თავისუფალ პრესასთანერთდ გამოსცემს გაზეთ მარტვილს, რომლის მიზანია რაიონში ახლებური აზროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება.
მაგრამ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა დანელია და სხვა ხელმძღვანელი პირები ვერ იტანენ თავიანთ რაიონში არაკონტროლირებადი, თავისუფალი გაზეთის არსებობას. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს მამუკა დანელიას გაზეთ მარტვილის მიმართ თავისი აგრესია არასოდეს დაუმალავს. მის მიზანს ამ გაზეთის დახურვა წარმოადგენს.
_ რამე პოლიტიკური მოტივი ხომ არ უდევს საფუძვლად მის ასეთ ქმედებას?
_ ის, რასაც მარტვილის გამგებელი ჩვენს მიმართ აკეთებს, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა. თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც. შევეცდები დაწვრილებით აგიხსნათ.

საქმე ის არის, რომ გასული წლის ოქტომბრეში გაზეთ მარტვილში დაიბეჭდა ცნობილი ქართველი ლიტერატორისა და კინოდრამატურგის, ბატონ რეზო კვესელავას ინტერვიუ სათაურით: ივანიშვილის განცხადებამ მარტვილი გამოაცოცხლა. გარდა ამისა, ამავე გაზეთში გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის ამსახველი მასალები, რაც იმ დროს და შემდეგაც სამეგრელოს რეგიონში არც ერთ რაიონულ გაზეთს არ გაუკეთებია.
მარტვილის რაიონის ხელმძღვანელობამ კი, რომლებიც განსხვავებული და ოპოზიციური აზრის მიმართ სიძულვილით არიან გამსჭვალული, გაზეთ მარტვილისწინააღმდეგ დაიწყო სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. გამგებელ მამუკა დანელიას ჩემთან პირად საუბარში არ დაუმალავს, რომ ის არ შეეგუებოდა რაიონში ისეთი გაზეთის არსებობას, რომელშიც ივანიშვილის მხარდამჭერთა მასალები იქნებოდა გამოქვეყნებული. მუქარა შეასრულა კიდეც. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელობამ ერთობლივად მოიფიქრეს ისეთი მზაკვრული გეგმა, რომელიც გაზეთ მარტვილს ფინანსურად ისე დააზარალებდა, რომ სამომავლოდ რეგულარულად გამოსვლის საშუალებას არ მისცემდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა დანელია ცბიერი კაცია. მართალია, გაზეთ მარტვილსვითომ პოლიტიკური ნიშნით ებრძვის (რითაც ზემდგომთა წინაშე ქულებს იწერს), მაგრამ მას სხვა რამის გამოც არ უნდა ამ გაზეთის არსებობა. მაგალითად, 2010 წლის თებერვალს გაზეთ მარტვილში“  დაიბეჭდა . ჯანაშიას წერილი როგორ მოვიცილოთ ბუზი, რომელშიც ავტორი განგაშის ზარებს არისხებდა რაიონის დანაგვიანებული და დაბინძურებული ქუჩების გამო, რაც ეპიდემიის საშიშროებას ქმნიდა. ამ დროს კი ნაგვის გადატანისათვის რაიონის ბიუჯეტიდან 100 ათასზე მეტი, დიახ, ასიათასზე მეტი ლარი იყო დახარჯული. თანაც ისე, რომ, ნაგავსაყრელი არსად არ იყო გამოყოფილი. ხვდებით, ალბათ, ეს რას ნიშნავს.
მარტვილის გამგებელს მამუკა დანელიას, რასაკვირველია, არ უნდა ასეთი ფაქტების გამომზეურება და ამიტომაა იგი იბრძვის გაზეთ მარტვილის წინააღმდეგ, თუმცა კარგა ხანია, იგი სხვა გაზეთებსაც ჰყავთ შემჩნეული ფინანსურ მაქინაციებში: მარტვილის რაიონის გამგებელი მამუკა დანელია ინდმეწარმეებს წილში უზის და ამას არავინ კითხულობს(გაზეთი ქრონიკა 2011 . 98, გვ. 12).
აი, რატომ ებრძვის იგი გაზეთ „მარტვილის“ რედაქციას. აი, რატომ გაამარჯვებინა მან ტენდერში ვინმე ზაალ ფირცხალავას, რომლის ხელში გაზეთი ჩვეულებრივი პროპაგანდის იარაღი იქნება გამგებლისთვის და მისი თანამზრახველთა ჯგუფისათვის.
_ რას ნიშნავს გაამარჯვებინა? გთხოვთ, უფრო დეტალურად აგვისხნათ, რა მოხდა ამ ტენდერთან დაკავშირებით.
_ 2012 წლის 23 თებერვალს გაზეთ „მარტვილის“ გამომცემელმა ასოციაცია „თავისუფალმა პრესამ“ მონაწილეობა მიიღო მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელშიც მონაწილეობდა აგრეთვე აღნიშნული რაიონის ხელმძღვანელი პირების პროტეჟე, ინდმეწარმე ვინმე ზაალ ფირცხალავა.
ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის მეორე მუხლის შესაბამისად მიმწოდებელმა მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაციები უნდა განათავსოს გაზეთის პირველ-მეორე გვერდებზე (ანუ შეიძლება ითქვას, რომ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გამგეობა ქირაობს საგაზეთო ფართს, რათა რაიონში მიმდინარე მოვლენები დეტალურად მიაწოდოს მოსახლეობას). იქვე ვკითხულობთ: „გაზეთი დარეგისტრირებული უნდა იყოს და გამოდიოდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოდიოდეს თვეში ერთხელ“.
სიტყვები „გამოდიოდეს თვეში ერთხელ“ ნიშნავს, რომ ეს გაზეთი ფაქტობრივად უნდა არსებობდეს და უნდა გამოდიოდეს თვეში ერთხელ, რაც ინდ-მეწარმე ზაალ ფირცხალავას შემთხვევაში ნამდვილად ასე არ არის, ვინაიდან, როგორც ირკვევა, არავითარ გაზეთს ზაალ ფირცხალავა არ გამოსცემს. მის დოკუმენტებში გაზეთის სახელიც კი არ ჩანს. უფრო მეტიც, აღნიშნულ პიროვნებას გაზეთი საერთოდ არ აქვს რეგისტრირებული, ისეთი, რომელიც თვეში ერთხელ კი არა, წელიწადში ერთხელ მაინც რომ გამოდის.
ყოველივე ამით დარღვეულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები, რაც არის საკმარისი საფუძველი, რომ 23 თებერვალს ჩატარებული ტენდერის შედეგები გაუქმდეს. თუმცა საქმე გვაქვს სხვა ხარვეზებთანაც. მაგალითად: სატენდერო მოთხოვნაში არ წერია, რომ შესაძლებელია სუბკონტრაქტორის გამოყენება. თუ სუბკონტრაქტორია, მაშინ მისი რეკვიზიტებიც უნდა იყოს ავტირთული სისტემაში.
როცა სატენდერო კომისიამ ინდ. მეწარმე ზაალ ფირცხალავა ცნო გამარჯვებულად, მას არ ჰქონდა ხელშკერულებაც კი დადებული გაზეთ „ეგრისის მაცნესთან“. სატენდერო კომისიისთვის საკმარისი აღმოჩნდა გაზეთ „ეგრისის მაცნეს“ უბრალო ცნობა.
„ეგრისის მაცნეს“ ამონაწერი რეესტრიდან არ არის განახლებული კანონმდებლობის მიხედვით. ის 2010 წლის 5 მაისითაა დათარიღებული.
„გამარჯვებულს“ არ ჰქონდა გაზეთის გამოცემის პრაქტიკა.
ყველა წერილობითი მიმოწერა მარტვილის გამგეობასა და პრეტენდენტ ზაალ ფირცხალავას შორის განხორციელებულია ერთი და იგივე კომპიუტერიდან და ამობეჭდილია ერთსა და იმავე პრინტერზე, გარდა 219 წერილისა (გამგეობის კომპიუტერზე, რა თქმა უნდა).
ასე რომ, როგორც ხედავთ საქმე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტთან. აი, ამ „მეთოდებით“ ატარებს იგი სხვა სამუშაოების ტენდერებსაც, მაგრამ ამაზე სხვა დროს. ახლა კი, მოვითხოვთ, სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ და იმ სამმა წევრმა (ცნობისათვის: კომისიაში სულ 8 წევრია), რომლებმაც განსაკუთრებით იაქტიურეს გაზეთ „მარტვილის“ წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ კომპანიაში, ყველა ამ შენიშნვაზე მიპასუხონ დეტალურად.
მანამდე კი კონკრეტულად მარტვილის გამგებელს მინდა მივმართო: ბატონო მამუკა, თქვენს სატენდერო მოთხოვნაში ხომ სიტყვა-სიტყვით ასე წერია: გაზეთი დარეგისტრირებული უნდა იყოს და გამოდიოდეს თვეში ერთხელ?
 მითხარით, სად არის დარეგისტრირებული თქვენ მიერ გაზეთ „მარტვილის“ საწინაღმდეგოდ გამოგონილი არარსებული გაზეთი „მარტვილური ამბები“ და გამოდის თუ არ ის თვეში ერთხელ?
შენ მაინც შენსას იძახი: თუ აქამდე არ გამოდიოდა, აწი გამოვაო.
„აწი“ რა შუაშია?
თქვენს მოთხოვნაში ხომ ასე ეწერა: დარეგისტრირებული უნდა იყოს და გამოდიოდეს.
ასეთ შემთხვევაში კი საკითხი მარტივად და ერთმნიშვნელოვნად წყდება: გაზეთი ამ განცხადების გამოქვეყნებამდე დარეგისტრირებული უნდა ყოფილიყო. როგორც ხედავთ, მოქმედება წარსულ (ნამყო) დროში ხდება. აგრეთვე გაზეთის ორი ნომერი მაინც უნდა იყოს დაბეჭდილი.
გასაგებია, თუ კიდევ საჭიროა ამის განმარტება?
ეჰ, მამუკა, მამუკა, თუ შენ ამის შემდეგაც მაინც შენსას იტყვი და ჩვენსას ვერაფერს შეისმენ ჩვენც არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ მარტვილის განათლებულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის სიტყვები, რომელიც ერთმა კარგმა პოეტმა და ჟურნალისტმა დაწერა ჩვენს გაზეთში შენს შესახებ: „მამუკა დანელია ერთი უწიგნური კაცია... თანაც მას მარტო უწიგნურობის ზნე არ სჭირს, ის თავისი უფლების გადამეტების მანიითაა შეპყრობილი“.
ვფიქრობ, რომ ზუსტი დიაგნოზია დასმული.
_ როგორ ფიქრობთ, გარდა პოლიტიკური შეხედულებებისა კიდევ რაში სდებენ ბრალს და რატომ ებრძვიან რაიონის ხელმძღვანელები გაზეთ „მარტვილს“ და მის რედაქტორს?
_ უმჯობესია ეს თვითონ მათ ჰკითხოთ. მეც მაინტერესებს რას უპასუხებენ. რაც შეეხება გაზეთ „მარტვილის“ რედაქტორს, მე 17 წელია გამოვცემ გაზეთ „მარტვილს“, პარალელურად ვეწევი ლიტერატურულ შემოქმედებით მუშაობასაც. ჩემი წერილები იბეჭდება რესპუბლიკის სხვადასხვა გაზეთებში. ვარ 15 წიგნის რედაქტორი, 5 წიგნის ავტორი. ჩემს წიგნზე „გონების სავარჯიშო ბავშვებისათვის“ არაერთი ქების წერილი აქვთ დაბეჭდილი ცნობილ ლიტერატორებს. ვეწევი მთარგმნელობით მუშაობასაც. ჩემს ერთ ლექსს _ „ჩქიმი ჭიჭე სამარგალო“ _ რომელზეც მშვენიერი მუსიკაა შექმნილი მთელი სამეგრელო მღერის. მარტო ამ პატარა ლექსისთვის ხალხისაგან იმდენი მადლობა მაქვს მიღებული, ერთი გაზეთი მარტო მათი სახელისა და გვარის ჩამოთვლას არ ეყოფა. არ ვიცი, მეტი რა უნდათ ჩემგან...
იქნებ ჩემი დანაშაული ის არის, რომ მე არავინ არ მძულს, არც „პოზიცია“ და არც ოპოზიცია. პატივს ვცემ ყველას, ვინც საქმეს აკეთებს და ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძვის. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ შეხდულებას, ჩემი კრედოა მარკესის სიტყვები: მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და არა ჩემი სამშობლოს მთავრობას. ამ რამდენიმე თვის წინათ, მე საჯაროდ გამოვთქვი პროტესტი იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეობას ართმევს ჭეშმარიტ მამულიშვილს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კაცს, რომელმაც ქართველ ერს სამების ტაძარი აუშენა, რომელიც უანგაროდ ეხმარება მეცნიერებს, მწერლებს, მთელ საქართველოს. საჯაროდ ვაცხადებ, რომ მე როგორც ერთი რიგითი ქართველი დიდ უსამართლობას ვხედავდი და ვხედავ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაში. მე, ჩემი აზრის გამოთქმას ვერავინ დამიშლის. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა დანელია, უკვე რამდენიმე წელია რაიონში თავისუფალი სიტყვის ჩაკვლას ლამობს, მაგრამ, მას ეს არ გამოუვა.
_ რა ბედი ელის გაზეთ „მარტვილს“?
_ მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დიდიხანია ამისთვის იბრძვის, გაზეთი „მარტვილი“ მაინც არ დაიხურება. იგი ისევ გამოვა და როგორც ყოველთვის, მუდამ ობიექტურები ვიქნებით ყველას მიმართ და „ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მას ვერ ვიტყვით კახაბერად“. ჩვენ ჩვენი მართალი სიტყვით ყოლვეთვის ხელს შევუწყობთ სამეგრელოს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ესაუბრა:  ნანა გოგია

No comments:

Post a Comment